მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩაის მწარმოებელმა კომპანია „ბუეთმა“ ასორტიმენტი გააფართოვა

news image
mbc image

ქართული ნატურალური ჩაის მწარმოებელი კომპანია „ბუეთი“ ხუთი წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. კომპანიამ, არსებულ ასორტიმენტს, სამი ახალი არომატი დაამატა. ამის შესახებ, Business Insider Gerogia - ს კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელმა, ქეთევან კაკაურიძემ განუცხადა.

„აქამდე, ექვსი სახეობის ჩაი გვქონდა, რომელსაც მიმდინარე წელს დავამატეთ სამი სახეობა. წინა წელს დატესტვის პროცესი მიმდინარეობდა. მოთხოვნიდან გამომდინარე, 10-12 სახეობის ახალი მიქსი გავაკეთეთ და რამდენიმე ობიექტზე მოვაწყვეთ დეგუსტაცია. ჯერ-ჯერობით მხოლოდ სამი ჩაი ჩავუშვით წარმოებაში. ეს არის დასაყენებელი მიმართულება, რომელიც მხოლოდ HoReCa მიმართულებით არის ხელმისაწვდომი. არომატებს რაც შეეხება, არის შავი ჩაი ბერგამოტით, შავი ჩაი ცაცხვით და ყველაზე ორიგინალური, რომელიც არავის არ აქვს შავი ჩაი სანელებლებით. ყველაზე მეტად მოთხოვნადი იყო ბერგამოტი. ცაცხვი და სანელებლები ერთ-ერთი კონკრეტული ობიექტისთვის ექსკლუზიურად შევქმენით და სხვაგან არსად არ არის ხელმისაწვდომი “, - აცხადებს კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელი, ქეთევან კაკაურიძე.

აღსანიშნავია, რომ საწარმო ტყიბულში მდებარეობს და აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით. ამ ეტაპზე კომპანია 9 სახეობის ჩაის აწარმოებს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა