ჩაის წარმოება მცირეა, ბაზარის მოთხოვნას ვერ ვპასუხობთ - ასოციაცია
საქართველოდან 2022 წელს ჩაის ექსპორტი შემცირდა. ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე თენგიზ სვანიძე ფიქრობს, რომ ამის მიზეზი ე.წ. მწვანე აგურა ჩაის წარმოების შემცირებაა. .
„ჩაის ექსპორტში ძირითადი წილი უჭირავს ე.წ მწვანე აგურა ჩაის ექსპორტს, რომელიც მონღოლეთში გადის.
ხარისხიანი ჩაი ექსპორტზე ისედაც მცირე რაოდენობით გადის და მაგ სეგმენტში კლება არაა. საერთო მონაცემებზე გავლენა სავარაუდოდ „მწვანე აგურა“ ჩაის წარმოებამ შემცირებამ მოახდინა.
აგურა ჩაის დასამზადებლად სხვა ნედლეულია საჭირო. როდესაც ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა ხორციელდება იქ ასასხლავი მასალაა, რისგანაც ძირითადად აგურა ჩაის ნედლეული მზადდება. აქ არის კლება“, აცხადებს Business Insider Georgia-თან ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე თენგიზ სვანიძე.
მისი თქმით, დღეისათვის საქართველოდან ხარისხიანი ჩაის ძირითადი ექსპორტიორი „გურიელია".
როგორც ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს ჩაიზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება ქართველი მეწარმეების მხრიდან ვერ ხდება.
„ჩაიზე მოთხოვნა არის, რასაც ვერც საექსპორტო და ვერც ადგილობრივ ბაზარზე ვერ ვაკმაყოფილებთ. ხელის შემშლელი ფაქტორი ნედლეულის დეფიციტია. პლანტაციები არ არის იმ რაოდენობის, რისი გადამუშავებაც საწარმოებს შეუძლიათ.
ჩაის რეაბილიტაციის პროგრამაში იყო რამდენიმე ლაფსუსი, რაც ბენეფიციარებს მოტივაციას არ აძლევდა. თუმცა პროგრამაში ბოლო შესწორებები 2022 წლის ბოლოს შევიდა“, - განმარტავს სვანიძე.
მისი თქმით, წინა რედაქციის მიხედვით, „ჩაის რეაბილიტაციის“ პროგრამაში მონაწილეობაზე პლანტაციის ფართობზე იყო შეზღუდვა.
„სულ მცირე 5 ჰა-დან პლანტაცია უნდა ჰქონოდა სუბიექტს, რათა პროგრამაში ჩართულიყო. 5 ჰა პლანტაციის მფლობელი კი იყო ძალიან ცოტაა. ამ ზღვარმა ახლა დაიწია და 3 ჰა პლანტაციის ფლობის შემთხვევეაში შესაძლებელია პროგრამაში ჩართვა. გარდა ამისა, ვინც პროგრამაში მონაწილეობას იღებდა, 3 წლის თავზე საწარმოს აშენებეის ვალდებულება ჰქონდა, რაც ძალიან დიდი ტვირთი იყო. საწარმოს აშენება და მისი აღჭურვა არავის არ შეუძლია ამ ეტაპზე და მეწარმეები პროგრამაში მონაწილეობისგან თავს იკავებენ“, - აცხადებს სვანიძე.
საქართველოდან ჩაის ექსპორტი შემცირდა. 2023 წლის იანვარში ექსპორტზე 55.10 ტონა ჩაი (არომატიზებული ან არაარომატიზებული) გავიდა, რაც 2022 წლის იანვართან შედარებით 43%-იან კლებას აჩვენებს.
რაც შეეხება წლიურ სტატისტიკას 2022 წელს საქართველოდან ექსპორტზე 2,228.81 ტონა ჩაი გავიდა, 2021 წელს კი 2,439.95 ტონა შესაბამისად კლება 9%-ის დონეზე იყო.
ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის პროგნოზით, მიმდინარე წელს ჩაის წარმოება და შესაბამისად ექსპორტიც 3-5%-ით გაიზრდება.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.