„ჩაროზი“ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე
„ჩაროზი“ ქართული, უშაქრო, ნატურალური ტკბილეულისა და სნექების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს.მომხმარებელთა მოთხოვნებზე, გამოწვევებსა და წარმოების გაფართოების გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის მფლობელს, ელენა ჯიშიაშვილს ესაუბრა.
„უნდა აღინიშნოს, რომ მომხმარებელთა არჩევანში ქართველების მხრიდან კვლავ თხილეული დომინირებს, ხოლო უცხოელების შემთხვევაში მოთხოვნა უფრო მრავალფეროვანია, ისინი ჩირეულსა და თხილეულს თანაბარი ინტერესით ირჩევენ.
რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, ამ მიმართულებით ევროპის ქვეყნები ლიდერობენ. მოთხოვნის ძირითადი ნაწილი სწორედ ევროპიდან მოდის, შესაბამისად, კომპანიის სტრატეგიული ფოკუსიც ევროპულ ბაზრებზეა მიმართული“,- აცხადებს ელენა ჯიშიაშვილი.
კომპანია სამომავლოდ წარმოების ზრდას გეგმავს და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
„გასული პერიოდი გამოწვევებით იყო სავსე, რადგან არასტაბილურმა და შედარებით ცივმა ამინდებმა შიდა გაყიდვებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა და მომხმარებელთა აქტივობა შეამცირა.
მიუხედავად ამისა, განვითარების გეგმას თანმიმდევრულად მივყვებით და წარმოების ზრდაზე აქტიურად ვმუშაობთ. ყველა პროცესი წინასწარ გაწერილი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს, რის გამოც მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ და ზრდის ტემპის შენარჩუნებას ველოდებით“,- აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ.
სხვა სიახლეები
განაახლე ტექნიკა “მერე” ბარათით სილქნეტის საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
16.06.2026.12:57
წლის ყველაზე ფერადი სეზონი მოახლოვდა. იმისათვის, რომ ზაფხული მეტად მრავალფეროვანი გახდეს, სილქნეტმა Apple-ს და სხვადასხვა ტექნიკის შეძენა უფრო გაამარტივდა, როგორც სილქნეტის არსებული მომხმარებლებისთვის, ისე 15 ივლისამდე პორტირებული აბონენტებისთვის.
უპრეცედენტო შეთავაზება მოიცავს 6 თვიანი უპროცენტო განვადებას “მერე” ბარათით, საჩუქრად მობილურის პაკეტებს და ფასდაკლებას.
მოწყობილობის ღირებულების მიხედვით, მომხმარებელს საჩუქრად გაუაქტიურდება:
Iphone -ს მოდელების შეძენისას - 6 თვით პაკეტი „ყველაფერი ულიმიტო“, რომელიც მოიცავს უსწრაფეს მობილურ ინტერნეტს + SMS + სასაუბრო წუთებს ულიმიტო პირობით.
ანდროიდის მოდელებზე:
• 500 ლარამდე ღირებულების სმარტფონის შეძენისას - 3-თვით “კოსმო” პაკეტი - პაკეტი მოიცავს 100 წუთს, ულიმიტო SMS-სა და 1 GB ინტერნეტს.
• 500-დან 1000 ლარამდე ღირებულების სმარტფონის შეძენისას - 6-თვით “კოსმო” პაკეტი - თვეში 100 წუთი, ულიმიტო SMS და 1 GB ინტერნეტი.
• 1000-დან 1500 ლარამდე ღირებულების სმარტფონის შეძენისას - 12-თვით “კოსმო” პაკეტი - თვეში 100 წუთი, ულიმიტო SMS და 1 GB ინტერნეტი;
• 1500-დან 2500 ლარამდე ღირებულების სმარტფონის შეძენისას, მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს 10 GB ინტერნეტ პაკეტს;
• 2500 ლარზე მეტი ღირებულების სმარტფონის შეძენისას - მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს 20 GB ინტერნეტ პაკეტს.
საზაფხულო შეთავაზება გავრცელდება სილქნეტის მობილურ ქსელში პორტირების შემთხვევაშიც. პორტირებული მომხმარებელი iPhone-ს შეძენისას: მიიღებს 100 ლარიან ფასდაკლებას და საჩუქრად გაუაქტიურდება პაკეტი „ყველაფერი ულიმიტო“ 6 თვის ვადით. ასევე, შესაძლებელობა ექნება სასურველი მოდელი შეიძინოს „მერე” ბარათით, თანხის 6-თვიანი უპროცენტო გადანაწილებით.
აღნიშნული შეთავაზება გავრცელდება პირველ 10 მომხმარებელზე, რომელიც სილქნეტის ქსელში დაპორტირდება 15 ივლისის ჩათვლით.
“მერე” ბარათი სილქ ბანკის უნიკალური პროდუქტია. მისი გააქტიურება შესაძლებელია:
სილქნეტის მომსახურების ცენტრებში მომხმარებელს სასურველი მოდელის შეძენაში, პაკეტის შერჩევაში ან “მერე” ბარათის აქტივაციაში, გამოცდილი კონსულტანტები დაეხმარებიან შემდეგ მისამართებზე:
• პირველი რესპუბლიკის მოედანი #6
• ცინცაძე ქ.#2
• სითი მოლი - ვაჟა-ფშაველას #70/ქავთარაძის1, სართ. G; გუდვილთან
მომხმარებელი ერთი სამუშაო დღის ვადაში უფასოდ შეძლებს პორტირებას სერვის ცენტრში, სხვა ქსელში არსებული დადებითი ბალანსით, რასაც გამოიყენებს სილქნეტის მობილურ ქსელში.
სილქნეტის საზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია 15 ივლისამდე.