მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ჩელთი“ 2024 წელს რებრედინგს გეგმავს

news image
mbc image

Business Insider Georgia-თან „მეღვინეობა ჩელთის“ კომერციული დირექტორი ანა მირიანაშვილი ამბობს, რომ 2024 წელს კომპანია რებრედინგს გეგმავს. 

მისი თქმით, „ჩელთი“ ბაზარზე ახალი შეფუთვით გამოჩნდება. კომპანიის მიზანია, რომ „ჩელთის“ ეტიკეტი უფრო კლასიკური გახდეს. 

„ასევე გვქვს დაგეგმილი გამოფენები ევროპაში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით - აზიასა და აშშ-ში.  ასევე 2024 წელს ჩელთი მსოფლიოს ცნობილ რესტორნებსა და სავაჭრო ქსელებში, ღვინის სპეციალურ მაღაზიებში გამოჩნდება. ამ საკითხზე მოლაპარაკება მიმდნარეობს და გაყიდვებში 2024 წლიდან ჩაეშვება“, - ამბობს „ჩელთის“ კომერციული დირექტორი.

უცხოეთის ბაზრების დივერსიფიკაციის ფონზე „ჩელთიმ“ გაყიდვების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზარდა ადგილობრივ ბაზარზეც.

„კომპანია საქართველოში ნაწარმის 30% ყიდის. „ჩელთის“ ბრენდს ყველგან იცნობენ და საკმაოდ კარგი ნიშა გვაქვს ადგილობრივ ბაზარზე. გაყიდვების მზარდ დინამიკას ვინარჩუნებთ საექსპორტო ბაზრებზეც. რომ შევაჯამოთ, 2023 წელი კომპანიისთვის პოზიტიურია“, - ამბობს ანა მირიანაშვილი.

„ადგილობრივ ბაზარზე გაიზარდა ჩელთის გაყიდვები, რადგან მანამდე საქართველოში გაყიდვებს უფრო დაბალი წილი ეჭირა.  ბრენდს უკვე ყველგან იცნობენ. საკმაოდ კარგი ნიშა გვაქვს ადგილობრივ ბაზარზე და ნაწარმის თითქმის 30% უკვე საქართველოში იყიდება, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ჩვენი მიზანია, უფრო მეტ ქვეყანაში შევიდეთ და საფასო სეგმენტი გავზარდოთ“, - ამბობს ანა მირიანაშვილი.

როგორც ცნობილია, მეღვინეობა „ჩელთის“ საუკუნოვანი ისტორია აქვს. 1905 წლიდან ოჯახი ტრადიციას აგრძელებს და ღვინოს ტრადიციული და თანამედროვე მეთოდებით აწარმოებს. საოჯახო საქმიანობა კომპანიად 2001 წელს გადაიქცა და დღეს იგი ქართული ღვინის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბრენდს წარმოადგენს.

2023 წელი ,,ჩელთის" საქმიანობაში ნაყოფიერი იყო იმ მხრივაც, რომ შექმნა „მემკვიდრეობის ხაზი“ - ახალი პროდუქტია, რომელიც ბაზარზე გაყიდვაშია. ესაა უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ერთი ხაზის ქვეშ „ჩელთის“ მიერ 2007 წლიდან დამზადებული ღვინის რეზერვები გაერთიანდება. სწორედ ამ „მემკვიდრეობის ხაზიდან“ ორმა მოსავალმა WinExpo Georgia 2023-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში ოქროს მედლები აიღო.
ანა, მირიანაშვილის თქმით, ეს არის მისი  ყველაზე ძვირფასი ღვინოების კოლექცია -  ჩელთი მემკვიდრეობა (Chelti Heritage)  რომელშიც შედის 5 ღვინო - საფერავი 2007 წლის,  საფერავი 2008 წლის, საფერავი 2015 წლის, საფერავი ქვევრი 2015 წლის და საფერავი ქვევრი 2016 წლის.

ცნობისთვის, მეღვინეობა ,,ჩელთის" ბრენდით 20 დასახელების პროდუქტი - ღვინო და ჭაჭა იწარმოება.

კომპანიაში სტაბილურად 15 ადამიანია დასაქმებული, თუმცა გაცილებით მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელსაც ,,ჩელთი" სეზონურ სამუშაოებზე ასაქმებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა