მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

 „ჩელთი“ საექსპორტო არეალს აფართოებს - ახალი კონტრაქტები და გეგმები

news image
mbc image

Chelti Winery / მეღვინეობა ჩელთი საექსპორტო არეალის გაფართოებას განაგრძობს. როგორც Business Insider Georgia-სთან „ჩელთის“ კომერციული დირექტორი, ანა მირიანაშვილი აცხადებს, რამდენიმე დღეში ახალი კონტაქტების გაფორმება იგეგმება ინგლისშიც, რის ხარჯზე ინგლისში „ჩელთის“ გაყიდვები კიდევ უფრო გაიზრდება.

„სულ ახლახან ვიყავით London Fashion Week-ის მხარდამჭერები, სადაც გვქონდა კოლაბორაცია ბევრ ცნობილ ადამიანთან. ჩემთვის ცნობილი ინფორმაციით, აქამდე სხვა ქართული ღვინო არ ყოფილა London Fashion Week-ის ოფიციალური მხარდამჭერი. ახლა ლონდონში ჩავდივარ იმ მიზნით, რომ გავაფორმოთ ახალი ხელშეკრულებები და გავაფართოოთ არეალი. საკმაოდ ბევრი ადამიანი გავიცანით მოდის ინდუსტრიიდანაც და ზოგადად სხვადასხვა ივენთების ორგანიზატორიც. ბოლო პერიოდში ლონდონში თანდათან ვფართოვდებით - უფრო მეტ რესტორანში და ქსელში შევედით,“ - განმარტავს „ჩელთის“ კომერციული დირექტორი.

ანა მირიანაშვილის თქმით, წელს ინგლისში „ჩელთის“ გაყიდვები 25%-იან ზრდას აჩვენებს.

„მოლოდინი გვაქვს, რომ ამ ბაზარზე ბევრად უფრო მაღალ მაჩვენებლებზე გავიდეთ და უფრო მეტი ზრდა გვექნება,“ - აცხადებს მეღვინეობის ერთ-ერთი მენეჯერი.

კომპანიის 2026 წლის ძირითად გეგმებში აშშ-სა და ჩინეთის ბაზრებზე გაფართოება შედის.

„2026 წელსაც აქტიურად ვაპირებთ გამოფენებში მონაწილეობას. ასევე ძალიან ბევრი ღონისძიება გვაქვს, როგორც საქართველოში, ისე საექსპორტო ქვეყნებში. 2026 წელს ამერიკაში გაყიდვების გაფართოებაზე ვმუშაობთ. აშშ და ჩინეთი გვაქვს აღებული სტრატეგიულ მიმართულებად. ჩინეთში 2025 წელს გავაკეთეთ საკუთარი საწყობი. თუ აქამდე საწყობი გვქონდა მხოლოდ გერმანიაში, ახლა უკვე გვაქვს ჩინეთშიც,“ - ამბობს ანა მირიანაშვილი.

გერმანიისა და ჩინეთის შემდეგ „ჩელთი“ საწყობების გაკეთებას განიხილავს აზიის ერთ-ერთ ქვეყანაშიც.

„ჩინეთიდან ექსპორტი არ ხდება სხვა აზიურ ქვეყნებში, ამიტომ თუ სადმე აზიაში დაემატება საწყობი, მაგალითად, ჰონგ კონგში - ის გახდება აზიაში რეექსპორტის პუნქტიც. თუმცა ეს ჯერ იდეის დონეზე გვაქვს.

ევროპაში კი პატარ-პატარა საწყობების გაკეთება უკვე დავიწყეთ. თუ არის გარკვეული ადგილები, სადაც გერმანიიდან მიწოდება ფერხდება, ახლა უკვე პატარა პუნქტი გვაქვს. შვეიცარიაში განვაახლეთ მიწოდება, ახალი იმპორტიორი გვყავს და ახალი პარტნიორები გავიჩინეთ,“ - ამბობს „ჩელთის“ კომერციული დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ „ჩელთის“ პროდუქცია უცხოურ ბაზრებზე საკმაოდ მოთხოვნადია.

„ჩვენი ღვინოები მოთხოვნადია როგორც ევროპაში, ისე აზიაში და ასევე ამერიკაში. ამ ფონზე გარკვეულ ბაზრებზე გვსურს გაზრდა,“ - აცხადებს „ჩელთის“ კომერციული დირექტორი.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა