მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ჩელთის“ წარმატება WinExpo 2024-ზე კომპანიის ცნობადობას კიდევ უფრო გაზრდის, რაც ღვინის რეალიზაციაზეც აისახება - ანა მირიანაშვილი

news image
mbc image

WinExpo 2024-ის ფარგლებში, ტრადიციულ, ღვინის საერთაშორისო კონკურსზე  მეღვინეობა „ჩელთიმ“ 1 5 ჯილდო აიღო, აქედან 4 ოქროს მედალი და ორი ტროფი.

„ერთი ტროფი ჩვენს კომპანიას მიენიჭა საუკეთესო ქართული მშრალი წითელი ღვინის წარმოებისთვის, ხოლო მეორე  ტროფი საუკეთესო ქვევრის მშრალი წითელი ღვინის შექმნისთვის მოგვენიჭა“, - ამის შესახებ „მეღვინეობა ჩელთის“ კომერციულმა დირექტორმა ანა მირიანაშვილმა Business Insider Georgia-ს განუცხადა.

„ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება, რადგან ეს არის პროფესიონალური ჟიურის შეფასება. „ჩელთის“ ღვინის ხარისხი, უცხოელმა ღვინის მაგისტრებმაც შეაფასეს და ძალიან გვიხარია, რომ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტების აზრით „ჩელთი“ გახდა გამარჯვებული და მიიღო მაღალი შეფასება“, - განაცხადა ანა მირიანაშვილმა.

„ჩელთის“ კომერციული დირექტორის შეფასებით, ეს ჯილდო პირველ რიგში ადგილობრივ ბაზარზეც კომპანიის ცნობადობას გაზრდის, რაც გაყიდვებზეც აისახება.

„შაბათს მივიღეთ ეს ჯილდო და კვირას უკვე ვიზიტორების რაოდენობა გაორმაგდა, რომლებიც გამარჯვებული ღვინის დეგუსტაციით დაინტერესდნენ.  რაც შეეხება უცხოეთის ბაზარს, ჩვენს პარტნიორებსაც მივაწვდით ამ ინფორმაციას და შესაძლოა ღვინის ეტიკეტზეც დაიტანოთ“, - განაცხადა კომპანიის კომერციულმა დირექტორმა.

რაც შეეხება უცხოეთის ბაზრებს „ჩელთი“ აქტივობას გეგმავს ევროკავშირისა და ბრიტანეთის ბაზარზე.

 „18 ივნისს გვაქვს დაგეგმილი ღონისძიება ინგლისის ბაზაზე. ამ მიმართულებით გავაქტიურდით. კვირის ბოლოს „ჩელთის“ ღვინოები ერთ-ერთ დიდ მასშტაბურ გამოფენაზე უნდა წარმოვადგინოთ. პარტნიორებთან ერთად გვექნება დაგეგმილი ინგლისის სხვადასხვა აქტივობა ინგლისის ბაზარზე. მანამდე აშშ-ში წარმოვადგინეთ ჩვენი ღვინოები. ვგეგმავთ აქტივობას იტალიისა და გერმანიის ბაზარზეც“, - განაცხადა ანა მირიანაშვილმა.

ამ დროისთვის „ჩელთის“ ღვინოები 28 ქვეყანაშია წარმოდგენილი და კომპანია 20 მდე დასახელების ღვინოსა და ჭაჭას აწარმოებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა