ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის განცხადება
ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ პარლამენტის შენობასთან ჭიათურის სოფელ შუქრუთის რამდენიმე მცხოვრები საპროტესტო აქციას მართავს და ითხოვს თანხას, რომელიც კომპანიას მათი უმრავლესობისათვის უკვე გადახდილი აქვს. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:
„მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ჩვენი მხრიდან არაერთხელ ჰქონდათ შეთავაზება, პრობლემა ცივილური ფორმებით გადაწყვეტილიყო და მოლაპარაკების გზით გამოსავალი მოგვეძებნა, მათთვის ყველანაირი წინადადება მიუღებელია.
ცალსახაა, რომ ადამიანთა ამ ჯგუფის მიერ კომპანიის მიმართ წარმოებული ქმედებები გასცდა ურთიერთობის ცივილურ ფორმებს და სახეზეა ღია შანტაჟი, ხოლო მომიტინგეებისა და მათთვის დავალებების მიმცემი ადამიანების მიერ, ყოველდღიურად გავრცელებული ცრუ ინფორმაცია უკვე კომპენსირებული შუქრუთელების მიმართ ემპათიას იწვევს.
აქედან გამომდინარე, საჭიროდ მიგვაჩნია საზოგადოების ინფორმირების მიზნით კიდევ ერთხელ ნათელი მოვფინოთ არსებულ მდგომარეობას.
ადამიანთა რადიკალური ჯგუფი, რომელიც ხელმძღვანელობს სოფელ შუქრუთში მიმდინარე დესტრუქციულ პროცესს, ასევე პარლამენტის შენობასთან მართავს აქციას, ვფიქრობთ, სრულად არის მართული ეგრეთ წოდებული სამოქალაქო სექტორის მიერ. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ მათ უკან დგანან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან ასევე რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც თავის მხრივ, საპროტესტო აქციებს საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის იყენებს.
უფრო კონკრეტულად, რამდენიმე მონიტინგეს ზურგს უმაგრებს რიგი საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაცია და ამ ორგანიზაციების აქტივისტები, როგორებიც არიან "სოციალური სამართლიანობის ცენტრი", “მაუწყებელი”, “მწვანე ალტერნატივა”, “მთის ამბები”, "ხმა" და სხვა. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ ყველა ეს ორგანიზაცია არის პოლიტიკური აფილაციის მქონენი და გამოირჩევა რადიკალური ქმედებებით და რადიკალური ქმედებების წახალისებით.
აქციას ორგანიზებას ასევე უწევენ სწორედ ის პირები, რომლებიც ჯერ კიდევ 2021 წელს ხელმძღვანელობდნენ კომპანიის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს. საყურადღებოა, რომ სამი წლის შემდეგ, სწორედ იგივე არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანზიაციები ფიგურირებენ მიმდინარე აქციაზეც. პროტესტის ორგანიზატორებს უწევენ ფინანსურ დახმარებას და ყოველდღიურ სამოქმედო გეგმას სთავაზობენ.
რადიკალური პროცესების ხელოვნურად მართვის საფუძვლიან ეჭვს ადასტურებს რამდენიმე გარემოება:
• 25 სექტემბერს, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ვებ-გვერდზე, სამოქალაქო საზოგადოების სახელით გავრცელებული განცხადება, სადაც არასწორად არის გადმოცემული მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული კომპენსაციის გაცემის წესი და სხვა დეტალები. კერძოდ, განცხადებაში არასწორად არის მოყვანილი კომპენსაციის გაცემის წესი. ნათქვამია, რომ კომპენსაცია ორ ეტაპად გაიცემოდა. რეალურად კი ხელშეკრულების მიხედვით, მოსახლეობას უნდა აერჩია ზიანის შეფასების ორი წესიდან ერთ-ერთი. ამავე განცხადებაში არაერთი არასწორად ინტერპრეტირებული ინფორმაციაა გაჟღერებული.
• მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ გაასაჯაროვა კომპენსაციების ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები, აქციის ორგანიზატორები ამ დრომდე უარყოფენ თანხის მიღების ფაქტს და მცდელობაც არ ჰქონიათ, თავად წარმოედგინათ შესაბამისი საწინააღმდეგო დამადასტურებელი დოკუმენტაცია - პირადი საბანკო ამონაწერი.
• აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ მიერ ხელმოწერილი მემორანდუმით განსაზღვრული აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნები არ არის ობიექტური და ითხოვენ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას. ამ უკანასკნელისთის მიმართვა თავად აქციის მონაწილეებს ამ დრომდე შეუძლიათ, რათა ეროვნულ ბიუროს შეამოწმებინონ მასში ასახული მონაცემების სიზუსტე.
• საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციები მიზანმიმართულად ავრცელებენ დაზიანებული უძრავი ქონების ფოტო - ვიდეო მასალას. ცნობისთის აღნიშნულ ქონებაში უკვე გადახდილია მილიონობით ლარი, ხოლო ამ საკითხის განმარტებისთის არავის მოუმართვას, რომ რეალურად დაედგინათ გვაქვს თუ არა აღნიშულ ქონებაში გადახდილი რაიმე კომპენსაცია. იმ ფონზე, როდესაც ეს საკუთრებები ჩვენს მიერ არ დაზიანებულა.
სწორედ ეს გარემოებები ადასტურებს, რომ პროცესები ხელოვნურად მართულია იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან რადიკალურ პოლიტიკურ ძალებთან. მათი მხრიდან საკიხის დაინტერესების და დაზუსტების კუთხით კომპანაიზე არანაირი მომართვა არ ყოფილა.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ რადიკალური პროცესები სცდება კომპანიასა და მოსახლეობას შორის კერძო სამართლებრივ ურთიერთობას და ემსახურება წინასაარჩევნოდ, სოციალური თემით მანიპულირებით პოლიტიკური ქულების დაწერას.
აღნიშნულის გათვალისწინებთ, ვაცხადებთ მზაობას და ინდივიდუალურ სამუშაო შეხვედრაზე ვიწვევთ, საკითხით დაინტერესებულ საზოგადოებრივ და არასამთავარობო ორგანიზაციებს.
მზად ვართ, სამუშაო შეხვედრაზე წარმოვადგინოთ დოკუმენტები, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალებას მივცემთ მომავალში გაავრცელონ მხოლოდ მტკიცებულებებზე დაყრდნობილი, ობიექტური ინფორმაცია“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.