მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჭიათურაში გაჩერებულ მაღაროებს კონსერვაცია ან ლიკვიდაცია ემუქრებათ

news image
mbc image

კონსერვაცია თუ ლიკვიდაცია - რა ბედი ელის რადიკალური ჯგუფის მიერ თვითნებური პროტესტის შემდეგ კოროხნალის და შუქრუთის პარალიზებულ მაღაროებს საბოლოო გადაწყვეტილება სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.   მაღაროებში არსებული მდგომარეობის შესწავლას კომპანიას მთავრობის 2013 წლის 430-ე დადგენილება ავალდებულებს. სადაც ნათქვამია, რომ „მაღაროს 6 თვეზე მეტი ხნით შეჩერების შემთხვევაში მაიზოლირებელი და დამცავი ღონისძიებების გატარებაა“ საჭირო. მთავრობის ამავე დადგენილებაში განსაზღვრულია კონსერვაცია - ლიკვიდაციის წესი.

„სამწუხაროდ მოხდა ის, რისგანაც თავის არიდებას მაქსიმალურად ვცდილობდით. კანონმდებლობა გვავალდებულებს მაღაროებზე დავიწყოთ კონსერვაციის პროცესი. პირველ ეტაპზე შემოწმდება შესაძლებელია მაღაროს კონსერვაცია თუ უკვე დღის წესრიგშია მისი ლიკვიდაციაა. სამწუხაროდ, გასული 6 თვის მანძილზე პროტესტის მონაწილეების რადიკალური ქმედებებით დამდგარი შედეგი, პოზიტიურ მოლოდინებს ვერ გვაძლევს ", - განაცხადა კომპანია ჯორჯიან მანგანეზის  გარემოს დაცვის დირექტორმა ირაკლი ნოზაძემ.

დღეისათვის ჭიათურის 12 მაღაროდან 7  გაჩერებულია. გათიშულია ცენტრალური განიავების სისტემა და კომპანიის წარმომადგენლების არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ ხერხდება ბლოკირებულ მაღაროებში შესვლა და გადამაგრებითი სამუშაოების ჩატარება. ამ პერიოდის განმავლობაში, გვირაბებში რამდენჯერმე განვითარდა ჩამოქცევა, რის გამოც მაღაროები უკვე შესაძლოა კონსერვაციას ან ლიკვიდაციას დაექვემდებაროს.

შეგახსენებთ, 13 მარტს რადიკალურმა ჯგუფმა დამატებითი კომპენსაციის მიღების მიზნით მაღაროები გადაკეტა, რის გამოც ამ დრომდე არ ფუნქციონირებს ჯამში 7 მაღარო. კომპანიის ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორებს უკვე აღებული აქვთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები და მათ მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. პროტესტის მონაწილეებს, რომ თანხები ნამდვილად აღებული აქვთ კომპანიამ ამის დასადასტურებლად არაერთი მტკიცებულება გაასაჯაროვა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა