მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

„ჩიკატაი“ ბიზნესის გაციფრულებას იწყებს

news image
mbc image

Business Insider Georgia-სთან სათამაშოების ბრენდი „ჩიკატაის“ დამფუძნებელი და დირექტორი თამარა ბუიღლიშვილი ამბობს, რომ ახალი სტრატეგიის თანახმად ბიზნესის გაციფრულებას იწყებენ და ვებგვერდის შექმნაზე მუშაობენ.

„2025 წლისთვის ახალი სტრატეგიაზე ვმუშაობთ. ვგეგმავთ რამდენიმე პროდუქტის დამატებას. შევცვალეთ საექსპორტო სტრატეგიაც და ვგეგმავთ პოტენციურ ინვესტორებს თავად დავუკავშირდეთ. ასევე ვგეგმავთ გაყიდვების გაზრდას. ასევე მალე ჩაეშვება ვებგვერდი, რომელიც ქართული ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო მომავალ წელს ანალოგიური ვებგვერდი შეიქმნება უცხოეთის ბაზრისთვის“, - ამბობს მეწარმე.

მისი შეფასებით 2024 წლის დასაწყისი არ იყო „ჩიკატაისთვის“ პოზიტიური, თუმცა ბოლო თვეებში კომპანიის გაყიდვები მზარდია და აქვთ მოლოდინი, რომ მომდინარე წელს პოზიტიური შედეგებით დაასრულებენ.  

„ჩიკატაი“ 14 დასახელების სათამაშოს აწარმოებს. მიმდინარე წელს დაემატა „ჩიკატაი ჰოუმ“-ის ხაზი. კერძოდ, სახლის აქსესუარები და დეკორი, და ეს პროდუქცია ბრენდის შოურუმშია ხელმისაწვდომი.  

თბილისში მდებარე „ჩიკატაის“ სახელოსნოსა და შოურუმში  5 ადამიანია დასაქმებული. ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადია მუსიკალური საკიდები და მუსიკალური ჟირაფი. სათამაშოების ფასები 85 ლარიდან 210 ლარამდეა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა

06.10.2026.14:00

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორის პროგრამის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში არჩილ გაჩეჩილაძე ახალგაზრდებს ბანკის საქმიანობის, განვითარების შესაძლებლობებისა და პროფესიული ზრდის შესახებ ესაუბრა.

საქართველოს ბანკის ლიდერატორის პროგრამა 2017 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს მოტივირებული ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებასა და მათთვის კარიერული შესაძლებლობების შექმნას. რვათვიანი, სრულად ანაზღაურებადი პროგრამა სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ახალ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს, ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტში პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, იმუშაონ პროფესიონალებთან ერთად და აღმოაჩინონ საკუთარი ძლიერი მხარეები. პროგრამის მონაწილეთა 78%-ზე მეტი კარიერას საქართველოს ბანკში აგრძელებს.

„ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნა მხოლოდ პირველი კარიერული ნაბიჯის გადადგმაში დახმარებას არ ნიშნავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათ მივცეთ სივრცე, სადაც შეძლებენ საკუთარი პოტენციალის აღმოჩენას, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და პროფესიულ განვითარებას. ლიდერატორი სწორედ ასეთი შესაძლებლობაა - პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს რეალურ სამუშაო გამოცდილებას სთავაზობს და ამავდროულად, ბანკს ახალი თაობის ნიჭიერი პროფესიონალების აღმოჩენაში ეხმარება“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.

ლიდერატორის პროგრამა საქართველოს ბანკის ახალგაზრდული ტალანტების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა. 2026 წელს ახალგაზრდებს ლიდერატორის 12 განსხვავებულ პროგრამაზე ბანკის 30 სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა მიეცათ. ჯამში კი, წლების განმავლობაში, ლიდერატორის პროგრამაში ბანკის 50-მდე დეპარტამენტი ჩაერთო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა