„ჩიკორმა“ საახალო ბოქსების წარმოება დაიწყო
ჩირის მწარმოებელი კომპანია ჩიკორი • Chikori , რომელიც წარმოებას ყოველწლიურად ზრდის, საახალწლოდ მომხმარებელს სიახლეებს ჰპირდება.
როგორც Business Insider Georgia-სთან „ჩიკორის“ გენერალურმა დირექტორმა ანანო ბეჟანიშვილმა განაცხადა, საახალწლოდ „ჩიკორი“ ბოქსების წარმოებას იწყებს.
„საახალწლო ბოქსებს ვთავაზობთ ორგანიზაციებს და მალე, ეს პროდუქცია საცალო ბაზარზეც გამოჩნდება. საკმაოდ კარგად შევადგინეთ პროდუქციის ნუსხა. მაქსიმალურად გავითვალისწინეთ მომხმარებლის გემოვნება. ბოქსების ასორტიმენტი დააკმაყოფილებს, როგორც კორპორაციული ისე საცალო ბაზრის მომხმარებელს“,- განაცხადა ანანო ბეჟანიშვილმა.
„ჩიკორმა“ კორპორაციული შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო და როგორც კომპანიაში აცხადებენ ინტერესი მაღალია. ხოლო საცალო ბაზარზე ბოქსების გაყიდვა ონლაინ მოხდება.
„გვაქვს მრავალფეროვანი ფასები, რომელიც იწყება 11-ლარიდან და ყველაზე მაღალი ფასია 150 -ლარია“ -- აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
რაც შეეხება სისხლებს, კომპანია ახლახან იმყოფებოდა საფრანგეთში გამოფენაზე და ბრენდის მფლობელი აცხადებს, რომ მათ პროდუქციასთან მიმართებით ინტერესი მაღალია.
„ჯერ ვერ ვისაუბრებ ახალ გარიგებებზე, რადგან მოლაპარაკების პროცესში ვართ. ამ დროისთვის შეკვეთებს ვაგზავნით გერმანიაში, საფრანგეთსა და ლატვია, ლიეტუვაში. რაც ვოპერირებთ ბაზარზე 2015 წლიდან, კომპანიას ცნობადობა და გაყიდვები იზრდება. ჩირის ბაზარი საქართველოში მცირე ნაბიჯებით იზრდება და იმპორტირებულ პროდუქციისთვის კონკურენციის გაწევა დავიწყეთ“,- ამბობს „ჩიკორის“ გენერალური დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ „ჩიკორი“ ჩირის მწარმოებელი კომპანიაა 10 წლიანი გამოცდილებით, რომლის პროდუქციაც მზადდება ქართული, ჯანსაღი და მზიანი ხილისგან.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.