ჩინეთიდან სახმელეთო გზით ტვირთების ტრანსპორტირებაზე 30%-იანი ზრდა გვაქვს - SKYLOG
ლოგისტიკური კომპანია SKYLOG, რომელმაც რამდენიმე თვის უკან ჩინეთიდან საქართველოში ნაკრები ტვირთების ტრანსპორტირება სახმელეთო გზით დაიწყო, გადაზიდვების აქტიურ მოთხოვნაზე საუბრობს.
როგორც SKYLOG-ის დამფუძნებელი გიორგი ზუმბაძე აცხადებს, ამ დროისათვის ჩინეთიდან სახმელეთო გზით ტვირთების ტრანსპორტირებაზე 30%-იანი ზრდა ფიქსირდება.
„აღნიშნულ მარშრუტზე მოთხოვნა არის მაღალი. უკვე 30%-იანი ზრდა გვაქვს. თუმცა დეკემბერში ნაკადები დროებით „მოკვდება“, ჯერ ბუნებრივი პირობების გამო, ლარსი დაიკეტება და პლუს ყაზახეთის ტერიტორიაზე თოვლია.
შემდეგ კი ჩინური ახალი წელი მოდის, იქ ცხადია დასვენებებია. ტვირთბრუნვის აღდგენა მარტიდან დაიწყება“, - აცხადებს გიორგი ზუმბაძე.
სახმელეთო გზით ჩინეთიდან ტვირთი საქართველოში საშუალოდ 20-25 დღეშია. აღნიშნული ტვირთი ჩინეთიდან ჯერ შედის ყაზახეთში და აზერბაიჯანის გავლით ხვდება საქართველოში.
შეგახსენებთ, რომ სატვირთო გადამზიდავი კომპანია SKYLOG-ი 2015 წელს დაფუძნდა. SKYLOG-ი ერთ-ერთი მძლავრი, წლიდან წლამდე მზარდი კომპანიაა საქართველოს ბაზარზე, მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ტვირთების საჰაერო გადაზიდვები.
SKYLOG ახორციელებს მულტიმოდალურ გადაზიდვებს, საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდება ორი ან მეტი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით, როგორც საჰაერო, საზღვაო, სარკინიგზო და სახმელეთო ტრანსპორტის საშუალებით.
კომპანია SKYLOG საქართველოში ტვირთების ჩამოტანის პარალელურად ახორციელებს ტვირთების ტრანზიტს უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთში, ისრაელში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში და ა.შ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
კომპანია SKYLOG არის პირველი კომპანია, რომელმაც მსოფლიო პანდემიის პერიოდში ჩარტერული რეისებით ტვირთები ჩამოიტანა საქართველოში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.