მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7258.8
0.019
flag
AZN 1.5841
-0.0001
flag
CNY 39.476
0.0079
flag
EUR 3.1627
0.0122
flag
GBP 3.6509
0.018
flag
KZT 58.83
0.008
flag
TRY 0.0598
0
flag
USD 2.693
-0.0002

ჩინეთის ბაზრებზე მოთხოვნის ზრდისა და სიტუაციის დასტაბილურების შემთხვევაში, აზიის ბაზრების მიმართ ინვესტორების ოპტიმისტური მოლოდინები გამართლდება - Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ანალიტიკოსი

news image

აზიის ბაზარზე გვაქვს ორი განსხვავებული სურათი იაპონიის და ჩინეთის მიმართულებით, - აცხადებს Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ანალიტიკოსი მარიამ ნატროშვილი, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. მისი თქმით, იაპონიის წამყვანმა ინდექსმა Nikkei 225 გასულ კვირაში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, რასაც კორპორატიული რეფორმები, ხელოვნურ ინტელექტში გაზრდილი ინვესტიციები და იენის დინამიკა განაპირობებდა.

„იაპონიის წამყვანმა ინდექსმა Nikkei-მ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია გასული კვირის განმავლობაში, რამაც საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურება დაიმსახურა. შეიძლება ითქვას, რომ ამით ირანის ომის დანაკარგი ასე თუ ისე გააქარწყლა, მაგრამ ამ დადებით მაჩვენებლებს ზურგს უმაგრებდა კორპორატიული რეფორმები, რომლებიც ახლახან გატარდა იაპონიაში, ასევე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები და ზოგადად იენის დინამიკაც კი. თუმცა იაპონიაში მაინც მეტ-ნაკლებად არასტაბილური სიტუაციაა, გამომდინარე იქიდან, რომ გასული კვირის განმავლობაში არცთუ ისე მაღალი ზრდის მაჩვენებლები იყო საფონდო ბირჟებზე, რაც ისევ და ისევ ჰორმუზის სრუტის გარშემო გამწვავებული ვითარებით არის გამოწვეული.

რაც შეეხება ჩინეთს, ჩინეთმა საკმაოდ პოზიტიურად დაიწყო პირველი კვარტალი, ვინაიდან მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ჰქონდა 5%-იანი. თუმცა, თუ დეტალებში ჩავალთ, აქაც არ არის საკმაოდ სტაბილური სიტუაცია, ვინაიდან მთელი ჩინეთის მასშტაბით საცალო ვაჭრობა საკმაოდ მცირე ნიშნულით - 1.7%-ით არის გაზრდილი, ხოლო უძრავი ქონების მიმართულებით ინვესტიციები 11.2%-ზე არის ჯერჯერობით. ამიტომ აქაც ცვალებადი სიტუაციაა ჰორმუზის სრუტის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და იმ შემთხვევაში, თუ ვითარება დასტაბილურდა და ასევე მოთხოვნა გაიზარდა ჩინეთის ბაზრებზეც, მაშინ შეგვიძლია ვივარადოთ, რომ ნამდვილად გამართლდება ინვესტორების ოპტიმისტური განწყობა აზიის ბაზრების მიმართულებით“, - აღნიშნა მარიამ ნატროშვილმა.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის

27.04.2026.17:45

საქართველოს ბანკი განაგრძობს ემიგრანტებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას და პარტნიორ კომპანიებთან ერთად იმ ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც მათ საჭიროებებზე არის მორგებული და ყოველდღიურობას უმარტივებს.

ამჯერად, საქართველოს ბანკი Boxette-თან თანამშრომლობით ემიგრანტებს სპეციალურ შეთავაზებას უკეთებს, რაც გზავნილების გაგზავნას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

შეთავაზების ფარგლებში, აშშ-დან საქართველოში ამანათის გამოგზავნისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ სპეციალური ტარიფით ისარგებლონ - 1 კგ. 7.5 დოლარის ნაცვლად 6.5 დოლარად გამოაგზავნონ.

გარდა ამისა, ყოველი ამანათის გამოგზავნასთან ერთად მომხმარებლები პრომოკოდს მიიღებენ, რომლის გამოყენებითაც საქართველოში მცხოვრები მათი ოჯახის წევრები აშშ-ში ამანათის გაგზავნას შეღავათიანი ტარიფით შეძლებენ - 11.9 დოლარად, ნაცვლად 12.9 დოლარისა.

აქცია მოქმედებს 1 ივნისამდე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი აქტიურად ავითარებს ემიგრანტებისთვის მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს, რათა მათ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეძლონ საბანკო მომსახურებით სარგებლობა. ამასთანავე, ბანკი მათ სხვადასხვა წამახალისებელ აქციებს სთავაზობს და მხარს უჭერს კულტურულ ღონისძიებებს. თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობთ და ჯერ არ გაქვთ საქართველოს ბანკის ანგარიში, შეგიძლიათ შეავსოთ ფორმა  ბმულზე და მიიღოთ უფასო კონსულტაცია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა