ჩინეთის ბაზარზე ჩვენს ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს - Chelti Winery
მალე Chelti Winery / მეღვინეობა "ჩელთი" ჩინეთში გამართულ საერთაშორისო გამოფენებზე წარდგება. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში კომპანიის კომერციული დირექტორი ანა მირიანაშვილი აცხადებს, კომპანია საერთაშორისო ბაზრებზე საკმაოდ აქტიურობს და სხვადასხვა ღონისძიებებში სისტემატურად იღებს მონაწილეობას.
მისი თქმით, ჩინეთში "ჩელთის" ღვინოებზე მოთხოვნა იზრდება, რადგან ერთი თვის წინ კომპანიამ მონაწილეობა მიიღო გამოფენაში და მიღებულ შეკვეთებს უკვე მომესახურა კიდეც.
„ჩინეთში გავხსენით საკუთარი საწყობი. აქამდე ჰაბი გვქონდა მხოლოდ გერმანიაში, ახლა კი უკვე აზიაშიც ვართ წარმოდგენილი. ჩინეთში გაყიდვების მნიშვნელოვან ზრდას ველოდებით, რადგან ეს საწყობი საშუალებას მოგვცემს, ადგილობრივად მოვემსახუროთ მცირე შეკვეთებს, მაშინ როცა თბილისიდან მათ გაგზავნა საკმაოდ რთულია“, - განმარტავს მირიანაშვილი.
მისივე თქმით, ჩინეთის უზარმაზარი ბაზარი დიდ შესაძლებლობებს ქმნის.
„ჩინეთში ჩვენს ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს - უზარმაზარი ბაზარია და სწორი ნაბიჯებითა და მენეჯმენტით, ქართული პროდუქტი მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს“, - ამბობს ანა მირიანაშვილი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.