ჩინური ახალი წლის პერიოდში ონლაინ შოპინგი - Inex Group-ი Taobao-სა და Pinduoduo-ს შეთავაზებებზე
ჩინური ონლაინ პლატფორმები ჩინური ახალი წლის პერიოდში საკუთარ მომხმარებლებს სხვადასხვა ტიპის აქციებს სთავაზობენ. ფასდაკლებები თითოეულ პლატფორმაზე ინდივიდუალურია და სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. Business Insider Georgia-სთან Inex Group-ის საერთაშორისო პროექტების მენეჯერმა, სალომე გუბელაძემ, განაცხადა, რომ ფასდაკლების აქციები უკვე აქტიურად მიმდინარეობს Inex Group-ის პარტნიორ პლატფორმებზე, როგორიცაა Taobao და Pinduoduo.
„ჩინური ახალი წლის თარიღები ყოველწლიურად იცვლება. ისინი დამოკიდებულია მთვარის კალენდარზე, რომელიც, თავის მხრივ, მთვარისა და მზის ციკლებზეა დამყარებული და ჩვეულებრივ საერთაშორისო კალენდარს 21-51 დღით ჩამორჩება.
ჩინური ახალი წელი ყოველწლიურად საშუალოდ 21 იანვრიდან 20 თებერვლამდე პერიოდში აღინიშნება. ამ წელს ჩინური ახალი წელი დგება 17 თებერვალს, ხოლო დასვენების დღეები 12-23 თებერვლის ჩათვლით არის.
დიდი პლატფორმები, როგორებიცაა ჩვენი ექსკლუზიური პარტნიორები Taobao, Pinduoduo და სხვა, ამ პერიოდში არ წყვეტენ საიტის მუშაობას. თუმცა ბევრ გამყიდველს სჭირდება მომხმარებლის გაფრთხილება, რომ საკურიერო და სატრანსპორტო პროცესები შესაძლოა დაგვიანდეს - ამის მიზეზია ზოგიერთი ადგილობრივი საფოსტო და შიდა გადაზიდვების კომპანია შეზღუდული გრაფიკით მუშაობა აღნიშნულ პერიოდში.
რაც შეეხება ფასდაკლებებს და პრომო აქციებს, Taobao ამჟამად მომხმარებელს ჩინური ახალი წლის პერიოდში 12%-იან ფასდაკლებებს სთავაზობს, რომლებიც 12 თებერვლამდე მოქმედებს. Pinduoduo-ს აპლიკაციაში კი მთავარი გვერდის ქვედა ნაწილში განთავსებულია სექცია New Year Shopping Festival, სადაც წარმოდგენილ პროდუქტებზე მოქმედებს სხვადასხვა სახის ფასდაკლება. ეს აქცია მასშტაბებით უტოლდება11.11-ის აქციებს, რომელიც ნოემბრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენაა, რომელსაც შავი პარასკევის თემატიკა აქვს. მსგავსი ფასდაკლებები არის ასევე დეკემბერში - 12.12 და სექციაში წარმოდგენილი პროდუქტები თითქმის სრულად იმეორებს ამ თემატიკის ფასდაკლებებს“, - აღნიშნავს სალომე გუბელაძე.
სხვა სიახლეები
Dressup-ი იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
20.08.2026.18:57
საქართველოს ბანკის მიერ პარასპორტსმენების მხარდასაჭერად შექმნილ კამპანიას Dressup-ი შეუერთდა.
Dressup-ი იმსახურებს ჩემპიონს. კომპანიამ პარალიმპიელ ჩემპიონთან, ლიკუნა ჩაჩიბაიასთან დაიწყო თანამშრომლობა.
"ჩვენთვის სპორტი ერთი დიდი სიყვარულია, რომელიც ახალ-ახალი შესაძლებლობებით საზრდოობს. ამ კამპანიაში მონაწილეობით კი იმ ამბის თხრობას შემოვუერთდით, რომელსაც, გვჯერა, უსაზღვრო სიყვარული სდევს თან,” - აღნიშნავს ლევან ლეკიშვილი, Dressup-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
საქართველოს ბანკის კამპანიის შესახებ:
ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა, პარალიმპიადის დასრულების შემდეგ, მათი ისტორიები და გამარჯვებები ყურადღების მიღმა რჩება.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას. კამპანიის მიზანია, პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ. საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია
კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა - შეავსონ ცარიელი ადგილი, და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.