ჩინეთის ავტომწარმოებლები ევროპის პრემიუმ ავტომობილების ბაზარზე დამკვიდრებას ტექნოლოგიური უპირატესობებით ცდილობენ
ჩინეთის ავტომწარმოებლები იმედოვნებენ, რომ ევროპელი მძღოლები პრემიუმ კლასის ავტომობილების ახალ კონცეფციას მიიღებენ, რომელიც ბრენდის ისტორიულ მემკვიდრეობაზე მეტად ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზეა ორიენტირებული. ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Changan-ის Avatr და BYD-ის Denza, მომხმარებლებს სთავაზობენ კონცეფციას, რომელსაც თავად „ინტელექტუალურ ფუფუნებას“ უწოდებენ.
ხელმისაწვდომი მოდელებისა და უახლესი ტექნოლოგიების წყალობით, ჩინურმა ავტომწარმოებლებმა ევროპის მასობრივ საავტომობილო ბაზარზე საკუთარი წილი სწრაფად გაზარდეს. ახლა კი მათი მიზანი გაცილებით მომგებიანი სეგმენტის ევროპის პრემიუმ კლასის ავტომობილების ბაზრის ათვისებაა.
ამ კვირაში პარიზის ავტოგამოფენაზე ჩინურმა ბრენდებმა წარმოადგინეს პრემიუმ კლასის ავტომობილები, რომლებიც აღჭურვილია მძღოლის დახმარების მოწინავე სისტემებით, სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიებითა და კომფორტის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ფუნქციებით. მათი მიზანია ევროპელი მომხმარებლების დარწმუნება, რომ ტრადიციული, კარგად დამკვიდრებული ლუქსბრენდების ნაცვლად შედარებით ნაკლებად ცნობილი ჩინური ბრენდები აირჩიონ.
სხვა სიახლეები
National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს
21.10.2026.11:32
National Geographic საქართველოს ახალი სპეციალური გამოცემა ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ეძღვნება - როგორ მოიშინაურა ადამიანმა ველური მტაცებელი, როგორ ჩამოყალიბდა ძაღლების უთვალავი ჯიში და რას ამბობს მეცნიერება მათ გონებაზე, ქცევასა და ადამიანთან განსაკუთრებულ კავშირზე.
ქართული National Geographic - ის გამოცემიდან 14 წელი შესრულდა. მსოფლიოს ახალი აღმოჩენები, სამეცნიერო კვლევები, საბუნებისმეტყველო, ისტორიული, სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებები თუ ტექნოლოგიური მიღწევები ერთ გამოცემაში იყრის თავს და ის ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი 2012 წლიდან. ამ პერიოდის განმავლობაში, კომპანია სილქნეტის უწყვეტი სპონორობით, ჟურნალი თავაზობდა ერთგულ მკითხველს მრავალფეროვან თემატიკას. მეცნიერებით, ფოტოგრაფიით დაინტერესებულ საზოგადოებას წვდომა ჰქონდა მსოფლიოში მიმდინარე კვლევებზე, აკადემიურ ცოდნაზე დაფუძნებულ უახლეს საავტორო სტატიებზე.
2026 წლიდან სილქნეტი აგრძელებს ყველასათვის ცნობილი ჟურნალის მხარდაჭერას. ამიერიდან ყოველი გამოცემა განსხვავებული ფორმატით და პერიოდულობით, ერთ კონკრეტულ თემას მიეძღვნება.
National Geographic საქართველოს ახალი სპეციალური ნომერი „ძაღლების საიდუმლო ცხოვრებაზე“ გვიყვება. მკითხველი უძველეს და უახლოეს ოთხფეხა მეგობარზე უამრავ სიახლეს შეიტყობს. ვრცელი სტატიები აღწერს როგორ იქცა ძაღლი ველური მტაცებლიდან შინაურ ბინადარად; რა არის ცნობილი სელექციასა და სხვადასხვა ჯიშის განსაკუთრებულ თვისებებზე; რა ცოდნა დააგროვა მეცნიერებამ ძაღლის გონებისა და ქცევის შესახებ; ამ გამოცემით საზოგადოება უფრო ახლოს გაეცნობა საქართველოში გავრცელებულ ძაღლის გამორჩეულ ჯიშებს.
თითოეული მასალა უხვად ილუსტრირებულია და სამეცნიერო ფაქტებს ეყრდნობა.
დაინტერესებული მკითხველი National Geographic საქართველოს შეიძენს პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში, მაღაზია "ბიბლუსის" ქსელში; “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მაღაზიებში; ხოლო ჟურნალის რედაქციასა და სილქნეტის მომსახურების ცენტრებში - პირველი რესპუბლიკის მოედანი #1; ცინცაძის #2; ყაზბეგის #14 - გამოცემა ხელმისაწვდომია სპეციალურ ფასად.