მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ჩირჩხელა“ გერმანიაში ექსპორტის დაწყებაზე მუშაობს

news image
mbc image

კომპანია Chirchkhela-ჩირჩხელა  ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გერმანიაში აწარმოებს. როგორც Business Insider Georgia-სთან ,,ჩირჩხელა“ -ს აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა კვაჭანტირაძემ განაცხადა, ამ მიზნით ახლაც გერმანიაში იმყოფება და მოლაპარაკებებს აწარმოებს.  
„ახლა ვარ გერმანიაში ბიზნეს მოლაპარაკების თაობაზე ექსპორტთან დაკავშირებით. აქაურ ქართულ რესტორნებთან და უცხოელ შემსყიდველებთან. ეს ეხება ძირითადად ჩირის თემას. იმიტომ, რომ  აქ შედარებით ეს პროდუქტია პოპულარული,  თუმცა ჩურჩხელების თემაც არის აქტუალური, რადგან გერმანებმა უფრო ნაკლებად იციან  პროდუქტის შესახებ და გვინდა, რომ აქტიურად გავაცნოთ. სპეციალურ შეფუთვაზე ვსაუბრობ და ზუსტად მაგ მიზნისთვის ვარ ახლა გერმანიაში. კერძოდ, დიუსელდორფში მოლაპარაკებებზე“, - აღნიშნავს ,,ჩირჩხელა“ -ს აღმასრულებელი დირექტორი ირმა კვაჭანტირაძე.


„ჩირჩხელა“ უცხოელი შემსყიდველების მოთხოვნიდან გამომდინარე გეგმავს კონკრეტული საექსპორტო პროდუქციის წარმოებას, ხოლო ქართველი მომხმარებლებისთვის არსებული ასორტიმენტი უცვლელი იქნება.  

„გერმანიაში სრული ასორტიმენტი ჩამოვიტანეთ. რაზეც მოთხოვნა იქნება და რაც ამათთვის იქნება მისაღები, შემდგომ სწორედ იმ ხაზის გამასშტაბებას გავაკეთებთ. რა თქმა უნდა ქართველი მომხმარებლისთვის რაც არის ის ყველაფერი დარჩება და იქნება. მაგრამ ძირითადად, აქცენტს ავიღებთ შემსყიდველებზე, რაზეც იქნება მათი მხრიდან მოთხოვნა. ჩვენ რამდენიმე სახის პროდუქტი გვაქვს, დაახლოებით, 15-20 სახეობა. მაგრამ შეიძლება ისინი ფოკუსირდნენ 2-3 სახეობაზე და ამ ორი სახეობის მასშტაბირებას გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, რაც არის ძალაში და ქართველი მომხმარებლისთვის რაც არის არსებული, ამასაც რა თქმა უნდა არაფერი არ შეეხება“, - ამბობს ,,ჩირჩხელა“ -ს აღმასრულებელი დირექტორი ირმა კვაჭანტირაძე.

საქართველოს ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი ჩურჩხელა და ქართული ეგზოტიკური ხილის ჩირებია. უცხოურ ბაზარზე კი დიდი მოწონება მანდარინის, კივის ჩირეულმა დაიმსახურა.

„საქართველოში ყველაზე მეტად მოთხოვნადი ჩურჩხელა და ქართული, ეგზოტიკური ხილის ჩირია. განსაკუთრებით, კივი და ატამი. აი ესენი რჩება მაღალ მოთხოვნაში. უცხოეთში კი ძალიან მოეწონათ მანდარინი და კივი. ჩვენ გვაქვს ასევე და გაგვიკეთებია, უბრალოდ მასიურ გაყიდვაში არ გვაქვს ვაშლი მარწყვში დალაგებული. ეს ეგზოტიკურია და პიკანტური გემო აქვს. საოცრებაა. სპეციალურად, ახლა გავაკეთეთ ამათთვის , რომ აი აქ ექსპორტის თემაზე გაგვეტანა და რა თქმა უნდა  მერე საქართველოშიც მასშტაბირებას გავუკეთებთ“, - აღნიშნა ,,ჩირჩხელა“ -ს აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა კვაჭანტირაძემ.

2024 წელს კომპანია „ჩირჩხელა“ - ს საცალო გაყიდვები საკმაოდ მაღალი იყო. მათი მხრიდან  ექსკლუზიური , განსხვავებული და კრეატიული პროდუქციის შეთავაზება იგეგმება ქართველი მომხმარებლებისთვის. 

„რომ შევაჯამოთ გასული წელი მოლოდინები უფრო მეტი გვქონდა, მაგრამ შექმნილი სიტუაცია ჩვენზეც რა თქმა უნდა აისახა, რადგან კორპორატიული საჩუქრები კომპანიებმა შეკვეცეს, შეზღუდეს, ღონისძიებები გადადეს. კორპორატიული შეკვეთები იყო მცირე, თუმცა საცალო გაყიდვები იყო საკმაოდ მასშტაბური და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი წლის ბოლო დააბალანსა ამ საკითხმა.
ახლა გვაქვს როგორი გეგმები იცით? გვინდა რომ, რაღაც ექსკლუზიური შევთავაზოთ მომხმარებელს. უამრავჯერ გვაქვს რაღაც ტესტირებები გაკეთებული და გვინდა, რომ გავუშვათ მასშტაბებში უფრო მეტად განსხვავებული პროდუქტები. ახლა ვმუშაობთ ექსპორტთან დაკავშირებით, რასაც მოლაპარაკებებიდან გამომდინარე გერმანია დაგიკვერავს, მაგრამ ქართველებს გვინდა, რომ შევთავაზოთ, რაღაც განსხვავებული, უფრო კრეატიული. მაგალითად, ჩვენ გვქონდა მანგოს ტესტირებები გავაკეთეთ და ძალიან კარგად მიიღო იმ პერიოდში მომხმარებელმა და გვინდა გავაგრძელოთ ეს ხაზი. მანგო და კივი ერთად, ერთმანეთზე არის დაჩირებული.  გვინდა, რომ ამ ყველაფრის კრეატიული ხაზი გავაკეთოთ “, - აცხადებს ,,ჩირჩხელა“ -ს აღმასრულებელი დირექტორი ირმა კვაჭანტირაძე.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა