„ჩირჩხელამ“ ნიუ-იორკში კომპანია Chirchkhela USA LLC დააფუძნა
„ჩირჩხელა“ საერთაშორისო ბაზარზე საქმიანობას აფართოებს. კომპანიამ ნიუ-იორკში ოფიციალურად დააფუძნა Chirchkhela USA LLC. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ჩირჩხელას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ირმა კვაჭანტირაძემ განუცხადა.
„ვამაყობთ ჩვენი მორიგი მნიშვნელოვანი მიღწევით და სიამოვნებით გიზიარებთ ამ სასიხარულო ამბავს!
დაარსებიდან 10 წლის შემდეგ, „ჩირჩხელას“ ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება - ნიუ-იორკში ოფიციალურად დავაფუძნეთ კომპანია Chirchkhela USA LLC და ამერიკულ ბიზნესსივრცეში საკუთარი ადგილი დავიმკვიდრეთ. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო განვითარების გზაზე, რომელსაც კვლავ ქართული სულითა და გულით ვაგრძელებთ!
დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ თქვენგანს, ვინც ჩვენი სიხარული გაიზიარეთ და ამ მნიშვნელოვანი მიღწევის გამო ჩვენთან ერთად ხარობთ. თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან ძვირფასია! ყველას გისურვებთ დიდ წარმატებებს, ახალ შესაძლებლობებსა და არაერთ სასიხარულო ამბავს”, - აცხადებს ირმა კვაჭანტირაძე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.