„ჩირიფრუტი“ აშშ-ის ბაზარზე ექსპორტს იწყებს
ოქტომბერში, აშშ-ში ჩვენი პროდუქციის მცირე პარტიის პირველ ექსპორტს განვახორციელებთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ჩირიფრუტი ChiriFruit-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა სოფო ჯიქიამ განაცხადა.
მისი თქმით „ჩირიფრუტის“ ნაწარმზე აშშ-სა და დუბაის ბაზარზე ინტერესი გაჩნდა.
როგორც სოფო ჯიქია ამბობს, „ჩირიფრუტი“ აშშ-ის ბაზარზე 5 დასახელების პროდუქტს გაიტანს.
„პირველი ექსპორტი აშშ-ში ოქტომბერში გვავს დაგეგმილი. ეს იქნება 5 დასახელების პროდუქტისგან შემდგარი მცირე პარტია. გვაქვს მოლოდინი, რომ „ჩირიფრუტის“ ნუგბარი მოეწონება დაიმსახურებს და შემდეგ აშშ-ის ბაზრიდან უფრო დიდ შეკვეთას მივიღებთ“, - ამბობს სოფო ჯიქია.
კომპანიის თანადამფუძნებელის ინფორმაციით, ასევე საცდელი ნიმუშები გადაგზავნეს დუბაიში და საექსპორტო შეკვეთის მოლოდინში არიან.
„ჩირიფრუტი“ ქართული ტკბილეულის კომპანიაა, რომელიც 2014 წელს სამმა დამ დააარსა. ბრენდი აერთიანებს 80-მდე სახეობის ტკბილეულს, რომელიც მზადდება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ნებისმიერი დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე. ჩურჩხელა, ჩირი, მენდიანტი, შოკოლადის ბურთულები, ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ბრენდი მომხმარებლებს სთავაზობს.
სხვა სიახლეები
„იელთი ჯგუფი“ ნიუ-იორკში დაგეგმილი ქართული ფესტივალის „ზეიმის“ მთავარი პარტნიორია
21.08.2026.20:02
თანამედროვე ბიზნესი სცდება ვიწრო კომერციულ მიზნებს, კომპანიის წარმატება სულ უფრო მეტად იზომება იმ ღირებულებით, რასაც ის საზოგადო ინტერესებისა და ქვეყნის ზოგადი პოპულარიზაციისთვის ქმნის.
სწორედ ამ სტრატეგიული ხედვის გამოხატულებაა „იელთი ჯგუფის“ გადაწყვეტილება, გახდეს ნიუ-იორკში დაგეგმილი მასშტაბური ქართული ფესტივალის, „ზეიმის“ (ZEIMI) მთავარი პარტნიორი.
30 აგვისტოს, ბრუკლინის ცენტრში დაგეგმილი ეს ღონისძიება მიზნად ისახავს ამერიკაში მცხოვრები ქართული დიასპორის გაერთიანებას და საქართველოს კულტურული თუ ბიზნეს პოტენციალის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას.
ერთი დღის განმავლობაში ფესტივალის სივრცე ქართული ტრადიციებისა და თანამედროვეობის ცენტრი გახდება. სტუმრებს დახვდებათ ღვინისა და კულინარიის სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა და მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა. პატარა სტუმრებისთვის „იელთი ჯგუფი“ განსაკუთრებულ საბავშვო ზონას წარადგენს, ხოლო კომპანიის სპეციალურ სტენდთან დამთვალიერებლებს ექსკლუზიური შეთავაზებები დახვდებათ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
„იელთი ჯგუფის“ ფილოსოფია ცხადყოფს, რომ კომპანიის განვითარება უშუალოდ არის დაკავშირებული ადამიანურ ურთიერთობებთან და იმ საზოგადოების მხარდაჭერასთან, რომელიც ფარგლებს გარეთაც მჭიდროდ ინარჩუნებს კავშირს სამშობლოსთან. "ზეიმის" მთავარი ღირებულებაც სწორედ ისეთი სივრცის შექმნაა, სადაც ქართველები მეტად უკავშირდებიან სამშობლოს. ადგილობრივი და საერთაშორისო სტუმრები კი ქვეყნის მრავალფეროვნებას ეცნობიან.
„იელთი ჯგუფის“ ჩართვა ამ პროცესში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბრენდის მზაობას, გასცდეს ჩვეულებრივ კომერციულ ჩარჩოებს და მხარი დაუჭიროს ყველა იმ მნიშვნელოვან წამოწყებას, რომელიც საქართველოს ცნობადობის ზრდას უწყობს ხელს საერთაშორისო ასპარეზზე.