მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

,,ჩირიფრუტი" საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს

news image
mbc image

ჩირიფრუტი ChiriFruit 2024 წელს საინტერესო მიღწევებით აჯამებს და 2025 წელს არაერთი გეგმით ხვდება. აღნიშნულის შესახებ, Business Insider Georgia კომპანიას ესაუბრა.

როგორია კომპანიის ასორტიმენტი და მიმდინარე სიახლეები?

ჩვენი ასორტიმენტი ბაზარზე მრავალფეროვნებით გამოირჩევა. განსხვავებული ვიზუალი, ასორტიმენტი, გემოები გვაქვს და ამით არის ჩირიფრუტი ChiriFruit  ნამდვილად გამორჩეული. რაც შეეხება წლევანდელ სიახლეს გვაქვს ახალი ,,კანფეტები" რომელსაც უკვე ქსელურ მარკეტებს შევთავაზებთ. თითქმის დასრულებულია დიზაინი, ტექნიკური მხარეებია რაც უნდა დავასრულოთ. ასევე, ვფიქრობთ რომ ეს პროდუქცია, რაც უფრო მასიური გახდება სხვა ბაზრებსაც შევთავაზებთ და ექსპორტზე უფრო ინტენსიურად ვიმუშავებთ წელს.

როგორია მოთხოვნა და კონკრეტულად, რომელი პროდუქტია ყველაზემოთხოვნადი?

ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი ჩვენთან არის შოკოლადის ჩურჩხელა, ასევე მენდიანტი. დუბაის შოკოლადიც შევქმენით, რადგან მომხმარებელის მხრიდან იყო მოთხოვნა და დღეს ძალიან წარმატებულად იყიდება ბაზარზე. რაც შეეხება ახალ პროდუქციას, ეს გახლავთ ფორთოხლის და ფინიკის ბურთები, რომელიც იქნება განსხვავებული შეფუთვით ყოველდღიური სნექის სახით.

ყველაზე დიდ გამოწვევად რას მიიჩნევთ?

არასტაბილური გარემო ძალიან ხელისშემშლელია ჩვენთვის, რადგან ეს აისახება გაყიდვებზეც, კომუნიკციაზეც და ეს ძალიან შემაფერხებელია ჩვენი კომპანიისთვის.

როგორ აჯამებთ 2024-ს და როგორია 2025-ის გეგმები განსაკუთრებით ასორტიმენტის ზრდის, ექსპორტის ზრდის/გაფართოების მიმართულებით ?

2024 წელი საკმაოდ მსუყე წელი იყო სირთლეების კუთხითაც და წინსვლის კუთხითაც. თუმცა კომაპნიამ ასე თუ ისე ამ გამოწვევებს გაუძლო. იცით რომ ნატახტარში საწარმო ფართი შევიძინეთ და მთელი ძალისხმევა აღნიშნულისკენ მივმართეთ. რამდენჯერმე იყო მძიმე ვითარება ქვეყანაში, რამაც გამოიწვია გაყიდვების შემცირება, თუმცა მაინც წლის ჭრილში ვარდნა არ გვქონია და წინსვლის საშუალება გვქონდა. გასულ წელს ექსპორტზე გავედით ამერიკაში. ვნახოთ შედეგები როგორი იქნება. ახლა გრანტზეც შევიტანეთ განაცხადი და ვფიქრობ რომ ათი წლის თავზე პირველად გვაქვს ესეთი შესაძლებლობა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფინანური რესურსი წავიდა ნატახტარში და კიდევ ძალიან ბევრს მოითხოვს რომ დასრულდეს სრული პროცესი და საწარმო ციკლი იყოს გამართული. თუ დაფინანსება მივიღეთ ეს დააჩქარებს სრულად პროცესის მართვას, გადასვლას ნატახტარში და მერე უკვე შეთავაზებებში  უფრო თამამები ვიქნებით. ეს კი მოგვცემს საშუალებას ჩვენი მომხმარებლის თვალშიც უფრო სანდო,  სტაბილური კომპანია ვიყოთ. 

არაბეთის ქვეყნებში ძალიან გვინდა ექსპორტი განვახორციელოთ იმიტომ რომ ჩვენი პროდუქტი მოსწონთ ადგილზე როცა ჩამოდიან. კვლევა გვაქვს ჩვენი თუ ვის რა მოსწონს. აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებს ძალიან მოსწონთ ჩვენი ტკბილეულობა და გვინდა რომ იქაც შევიტანოთ და იქაც დავახვედროთ ჩვენი პროდუქცია. ნებისმიერი ბაზარი, სადაც ტკბილეულობა უყვართ იქ ყველგან უნდა იყოს ჩირიფრუტი.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა