მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.1
-0.0006
flag
AZN 1.5283
-0.0001
flag
CNY 38.909
0.0002
flag
EUR 2.9163
0.0036
flag
GBP 3.4784
0.0124
flag
KZT 58.09
0.0038
flag
TRY 0.0524
0
flag
USD 2.5976
-0.0002
news banner

„ჩირიფრუტი“ წარმოების გაფართოებასა და ახალი პროდუქტების დამატებაზე მუშაობს

news image
mbc image

ქართული ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია „ჩირიფრუტი“, რომელიც ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, ახალი საწარმოს ამოქმედების შემდეგ წარმოების განვითარებასა და ასორტიმენტის გაფართოებაზე მუშაობს. კომპანიის საქმიანობაში განხორციელებულ ცვლილებებზე, დაგეგმილ სიახლეებსა და განვითარების სამომავლო მიმართულებებზე Business Insider Georgia-ს „ჩირიფრუტის“ წარმომადგენელი მარიამ ჯიქია ესაუბრა.

რა ცვლილებები მოხდა „ჩირიფრუტის“ საქმიანობაში ბოლო პერიოდის განმავლობაში და როგორ აისახა ახალი საწარმოს ამოქმედება წარმოების შესაძლებლობებზე?

ბოლო პერიოდში ჩვენი მთავარი ცვლილება წარმოების განვითარებასა და სამუშაო პროცესების მოწესრიგებას უკავშირდება. ახალი საწარმოს ამოქმედება გვაძლევს საშუალებას, უფრო ორგანიზებულ გარემოში ვაწარმოოთ პროდუქცია და ეტაპობრივად გავზარდოთ წარმოების მოცულობა. ეს მნიშვნელოვანია როგორც არსებული ასორტიმენტის გასაძლიერებლად, ისე ახალი პროდუქტების დასამატებლად. ჩვენთვის პრიორიტეტია, ზრდასთან ერთად შევინარჩუნოთ ხარისხი და პროდუქტის მიმართ მომხმარებლის ნდობა

რა ეტაპზეა კომპანია საექსპორტო მიმართულებით და რომელ ბაზრებზე ხედავთ ამ ეტაპზე ყველაზე დიდ შესაძლებლობას?

საექსპორტო მიმართულებით მუშაობა მოსამზადებელ ეტაპზეა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ექსპორტზე გასვლა სწორად დავგეგმოთ - პროდუქტის, შეფუთვის, ფასისა და მიწოდების პირობების გათვალისწინებით

რა არის „ჩირიფრუტის“ მთავარი პრიორიტეტები მომდევნო პერიოდისთვის - იგეგმება თუ არა ახალი პროდუქტების, გაყიდვის არხების ან წარმოების მიმართულებების დამატება?

მომდევნო პერიოდში ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია წარმოების განვითარება, ახალი პროდუქტების შექმნა და გაყიდვის არხების გაფართოება. ვეძებთ გზებს, რომ „ჩირიფრუტის“ პროდუქცია უფრო მეტ მომხმარებელს შევთავაზოთ - როგორც საცალო გაყიდვებში, ისე სასტუმროების, კაფეებისა და კორპორაციული შეკვეთების მიმართულებით. ასევე გვინდა განვავითაროთ სასაჩუქრე შეთავაზებები და ტურისტებზე მორგებული პროდუქცია.

ინფორმაციისთვის, „ჩირიფრუტი“ აერთიანებს 80-მდე სახეობის ტკბილეულს, რომელიც მზადდება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით

22.10.2026.10:38

თიბისი ბიზნესი მეწარმეებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს და შესაძლებლობას აძლევს, მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთონ და 20 000 ₾-დან 70 000 ₾-მდე სესხი სრული სუბსიდირებით, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით მიიღონ.

მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც საკუთარი საქმიანობის წამოწყებას ან უკვე არსებულის გაფართოებას და განვითარებას გეგმავს. პროგრამაში მონაწილეობისას, ქონების უზრუნველყოფა საჭირო არ არის. სესხის ძირი თანხის 80%-ს სახელმწიფო გარანტია უზრუნველყოფს.

იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სესხს თიბისიში აიღებს, 6 თვის განმავლობაში, დამატებითი უპირატესობებით შეძლებს სარგებლობას:

• უფასო ბიზნესნაკრები;

• თიბისის ტერმინალით სარგებლობისას, 0%-იანი საკომისიო გადასახადი

ამასთანავე, პროგრამაში მონაწილეობისას, მეწარმეები, თიბისი ბიზნესის გუნდის მხარდაჭერით, შეძლებენ, სწორად დაგეგმონ და მართონ დაფინანსების მიღების მთლიანი პროცესი - წინასწარი კონსულტაციით გაიგონ, აკმაყოფილებენ თუ არა პროგრამის პირობებს, განსაზღვრონ დაფინანსების ოპტიმალური მოცულობა, მოამზადონ საჭირო დოკუმენტაცია და სწრაფად და მარტივად მართონ დაფინანსების თითოეული ეტაპი.

პროგრამისა და მასში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა