„ჩირიფრუტის“ სააღდგომო პასკები - როგორია წლევანდელი ასორტიმენტი და არჩევანი
ასორტიმენტი ყოველწლიურად რამდენიმე ახალი პროდუქტით მდიდრდება, განვითარების მიმართულებას კი მომხმარებლის უკუკავშირი განსაზღვრავს , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ქართული ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია „ჩირიფრუტის“ წარმომადგენელმა, მარიამ ჯიქიამ განაცხადა.
„ჩირიფრუტი“ გამოირჩევა მრავალფეროვანი და უნიკალური ასორტიმენტით, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბრენდის დამკვიდრებას. მომხმარებელმა პროდუქტი შეიყვარა სწორედ იმის გამო, რომ იგი წარმოადგენს შოკოლადისა და ქართული ხილისგან დამზადებული ჩირების წარმატებულ სინთეზს, გემოვნურად გამორჩეულ და ემოციურად ღირებულ შეთავაზებას.

ასორტიმენტი ყოველწლიურად რამდენიმე ახალი პროდუქტით მდიდრდება, განვითარების მიმართულებას მომხმარებლის უკუკავშირი განსაზღვრავს - უნდა გავამახვილოთ ყურადღება ვიზუალურ მხარეზე თუ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ გემოვნური თვისებები “, - აცხადებს მარიამ ჯიქია.
„ჩირიფრუტი“ სააღდგომოდ მომხმარებელს ორი სახეობის პასკას სთავაზობს.

„პასკებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული პროდუქტია, რის გამოც მომხმარებელი განსაკუთრებით სენსიტიურია და ხშირ შემთხვევაში უპირატესობას კლასიკურ პასკას ანიჭებს, რადგან ეს პროდუქტი მისთვის ძველ ტრადიციებთან ასოცირდება.
ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია, რაც აისახება როგორც ვიზუალურ მხარეზე, ისე გემოვნურ თვისებებსა და ასორტიმენტის მრავალფეროვნებაზე.
ჩვენ წელს ორ სახეობის პასკას ვთავაზობთ მომხმარებელს: კლასიკურ, პუდრიანი თავით დაფარულ პასკას და ასევე ჩვენსთვის დამახასიათებელ შოკოლადით დაფარულ პასკას, რომელიც გაფორმებულია სხვადასხვა ჩირითა და თხილით.

წელს მხოლოდ ამ ორ სახეობაზე გავაკეთეთ აქცენტი. თითოეულის წონა 800–850 გრამია, ხოლო ფასი 28–33 ლარის ფარგლებში მერყეობს “, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
ინფორმაციისთვის, „ჩირიფრუტი“ ქართულ ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. ბრენდი აერთიანებს 80-მდე სახეობის ტკბილეულს, რომელიც მზადდება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კონფერენცია eCommerce Georgia 2026 გაიმართება
23.10.2026.19:57
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია - eCommerce Georgia 2026 გაიმართება.
eCommerce Georgia 2026-ს „იქომერს ასოციაცია საქართველო“ 2023 წლიდან ატარებს. კონფერენცია მიზნად ისახავს ელექტრონული კომერციის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული კავშირების გაძლიერებასა და ახალი პარტნიორობებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნას.
ღონისძიება ერთ სივრცეში გააერთიანებს ბიზნესის ლიდერებს, ტექნოლოგიური კომპანიების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ინვესტორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ინდუსტრიის ექსპერტებს. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ინდუსტრიის აქტუალურ ტენდენციებს, განიხილონ ელექტრონული კომერციის განვითარების შესაძლებლობები და იმსჯელონ სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
ღონისძიების გამომსვლელებს შორის არიან:
• დოდი მალაზონია - Bank of Georgia-ს იქომერს ექვაირინგის ხელმძღვანელი;
• მარიამ ჩახვაშვილი - Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების ჯგუფის უფროსი;
• მოჰამედ ბარდასტანი - Visa-ს მთავარი ეკონომისტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში;
• ლუკა ხალაძე - WEB Features-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
• თორნიკე გაბუნია - UGT Cloud-ის ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი;
• ნინო ტომარაძე - Glovo საქართველოს სწრაფი კომერციის მიმართულების ხელმძღვანელი;
• დაზ აკბაროვი - Amazon Web Services-ის გადაწყვეტილებების არქიტექტორი;
• იასმინ მარიჩი - eComm-ის ბოსნია და ჰერცეგოვინის ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი;
• არჯუნ სარკარი - Dubai Commercity-ის ციფრული ეკოსისტემებისა და პარტნიორული ურთიერთობების ვიცე-პრეზიდენტი;
• მაქსიმ მოროზოვი - Retailgrid-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
• როზერინ ალპი - Inspark-ის გადაწყვეტილებების ინჟინერი
eCommerce Georgia 2026-ის მთავარი თემები იქნება:
• საცალო ვაჭრობის მომავალი: ხელოვნური ინტელექტი, ომნიჩენელური და სოციალური კომერცია;
• ზრდის ინფრასტრუქტურა: ნდობა, გადახდები და ლოგისტიკა;
• ტრანსსასაზღვრო კომერცია: გლობალური ბაზრები და საერთაშორისო ვაჭრობა.
“საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარებისა და ციფრული შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. eCommerce Georgia 2026-ის მხარდაჭერით, ბანკი ხელს უწყობს ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებას, სფეროს წარმომადგენლებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და ახალი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებას. სასიამოვნოა, რომ ღონისძიება წლიდან წლამდე უფრო და უფრო მასშტაბური ხდება და საინტერესო სპიკერებს აერთიანებს”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ღონისძიების გენერალური პარტნიორები: საქართველოს ბანკი ბიზნესი და Inspark
ინოვაციების პარტნიორი: Visa
პარტნიორები: Web Features, UGT Clouds, Kiwi Post, Glovo, Creatio, Quickshipper, Retailgrid, Azfina, UNIEF, eComm Association in Bosnia and Herzegovina