მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩირის მსხვილი მწარმოებელი ,,ნომა“ სეზონზე 200 ტონამდე ასკილის გადაამუშავებს

news image
mbc image

საქართველოში ჩირის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი და გადამამუშავებელი კომპანია ,,ნომა“ წარმოებას ზრდის. კომპანიამ წელს მოცვის წარმოება პრაქტიკულად გააორმაგა და ამ ეტაპზე ასკილის წარმოებაზე მუშაობს, საპროგნოზო მაჩვენებელი კი 200 ტონაა, რომელსაც ,,ნომა“ წელს გადაამუშავებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან კომპანიის თანადამფუძნებელი ზანდა მესხიძე საუბრობს.

,,ჩვენი კომპანია  აწარმოებს კენკროვანებს და  სამკურნალო მცენარეებს, როგორიცაა ასკილი, ტყის მოცვი, უკვდავას ყვავილი, ქაცვი და ევკალიპტი. მიმდინარე პერიოდში ასკილისა და უკვდავას ყვავილის მიმართულება არის ყველაზე აქტიური. სეზონზე დაახლოებით 200 ტონამდე ასკილს ვაშრობთ და ვამზადებთ ექსპორტისთვის. რაც შეეხება ზოგადად კენკროვანი და სამკურნალო მცენარეების ხაზს, წლიურ წარმოებაზე ამ ეტაპზე კონკრეტულად გამიჭირდება, რადგან  მათი წარმადობა მაინც დამოკიდებულია გარემო ფაქტორებზე, ვინაიდან  ველური ბუნებიდან მიღებული პროდუქციაა და შეიძლება რაოდენობა არ იყოს  იმდენი, რაც წარმოებისთვის გვჭირდება, ასეა, რაც არ უნდა ვეცადოთ და მოვინდომოთ“, - აცხადებს ზანდა მესხიძე.

რაც შეეხება ლურჯ მოცვს, ,,ნომა“ წარმოებას,  წლიდან წლამდე  მზარდია. წელს მთავარი აქცენტი საწარმოს გადაიარაღებაზე კეთდება, რაც წარმოებას, მინიმუმ გააორმაგებს.

,,ამ ეტაპზე ,,ჰასპის“ სტანდარტის დანერგვაზე ვმუშაობთ. ამასთან, ვაშენებთ დამხმარე ნაგებობას, სადაც იქნება თანამშრომლებისთვის გასახდელები და საჭირო ინვენტარი, აღნიშნული ინფრასტრუქტურა მეტად მოწესრიგებული და სტანდარტის სრულად შესაბამისი.  სავარაუდოდ ვისარგებლებთ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს  პროგრამით, რითაც საშრობი დანადგარის მოწყობას ვგეგმავთ. დაფინანსების მიღების შემთხვევაში,  ამ ტექნოლოგიით, წარმოების გაფართოებას შევძლებთ.  ამ მხრივ აქცენტს განსაკუთრებით ლურჯ მოცვზე ვაკეთებთ. როგორც აღვნიშნე, ველურ კენკრას წარმოება დამოკიდებულია აჭარის მაღალმთიანი პერიმეტრის კლიმატზე და არა მხოლოდ.  ტყის მოცვი ნაკლებია ვიდრე იყო და ესეც შესწავლის სფეროა, უცნობია, რეალურად რას უკავშირდება ამ მიმართულებაში კლება. ჯერჯერობით  ყველაზე სტაბილურად ასკილის მოსავალი არის შენარჩუნებული, რაზეც დიდი მოთხოვნაა გლობალურ ბაზრებზე, ასვე საქართველოშიც“, - ამბობს მესხიძე.

ცნობისთვის, 2017 წელს, თიბისის მხარდაჭერით გაშენებული მოცვის ბაღებს „ნომამ“ კომერციული ბანკის დახმარებით 4 ჰა მიწა მიამატა. გასულ წელს კომპანიამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოიტანა ლაბორატორიულად შემოწმებული რამდენიმე ჯიშის 15 000 ნერგი, რომელიც მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

ამ ეტაპზე ,,ნომას“ მეურნეობაში სტაბილურად 20 დასაქმებული მუშაობს. დარგვის პროცესში დამატებით 20, კრეფის სეზონზე კი – 100-ამდე ადამიანი ემატება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა