ჩირისა და ტყლაპის წარმოებაში 50%-იანი ზრდა გვაქვს - „ფრუტერა“
დავით გელუტაშვილი, რომელმაც საოკუპაციო ხაზთან, სოფელ დირბში, საგვარეულო მიწაზე ტყლაპის და ჩირის საწარმო ააშენა Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ 2023 წელს „ფრუტერას“ პროდუქციის გაყიდვების მაჩვენებელი 50%- ით გაიზარდა.
მეწარმე ამბობს, რომ სოფელ დირბში საწარმო იმ ადგილზე ააშენა, სადაც 2008 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალების ნაღმი ჩამოვარდა. მისი თქმით, რეგიონში ბიზნესის განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„პირველი პროდუქცია ბაზარზე 2022 წელს გავიტანე და სუპერმარკეტებში დავიწე გაყიდვა. 2022-2023 წელს ჩირი და ტყლაპი საკუთარ ბაღებში მიღებული მოსავლით დავამზადე, თუმცა მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ახლა წარმოების გაფართოებას ვგეგმავ და მომავალ სეზონზე ხილს, საჭირო ნედლეულის 80%-ს ადგილობრივი ფერმერებისგანაც შევისყიდი“, - ამბობს დავით გელუტაშვილი.
მეწარმეს ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდად 10 დასახელების ტყლაპი და ჩირ გამოაქვს. მისი თქმით „ფრუტერას“ წარმოება 100%-ით ნატურალურია.
„პროდუქცია იმდენად არის გამომშრალი რომ 1 წლის განმავლობაში ხარისხს ინარჩუნებს. სამი სახის ვაშლის ჩირს ვაწარმოებთ, ასევე ალუბლისა და შინდის კერკს“, - ამბობს მეწარმე.
„ფრუტერას“ 2024 წელს მნიშვნელოვანი გეგმები აქვს. როგორც დავით გელუტაშვილი ამბობს საწარმო ჰასპის სერტიფიკატის ასაღებად ემზადება, ხოლო 2025 წელს ექსპორტსაც გეგმავს.
მეწარმე ამბობს, რომ ექსპორტისთვის პირველი სამიზნე ბაზარი გერმანია იქნება. შესაძლოა, ამ ბაზარზე „ფრუტერას“ პროდუქცია 2025 წელს გამოჩნდეს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.