„ჭიტა“ 30 წლისაა - როგორ ვითარდება სათამაშოების მაღაზიათა ქსელი
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „ჭიტა“, რომელმაც წელს დაარსებიდან 30 წლის იუბილე აღნიშნა, განვითარებასა და ქსელის გაფართოებას აგრძელებს. ბათუმის ფილიალის გახსნის შემდეგ კომპანიამ კიდევ სამი ახალი ფილიალი დაამატა - ქუთაისში და თბილისში, ვარკეთილსა და მარჯანიშვილზე.
კომპანიის განვითარების მიმდინარე ეტაპზე, დაგეგმილ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს „ჭიტას“ მარკეტინგის მენეჯერი ნია ტყეშელაშვილი ესაუბრა.
რა სიახლეები აქვს „ჭიტას“ ამ ეტაპზე და როგორ ვითარდება კომპანიის საქმიანობა ბოლო ინტერვიუს შემდეგ?
„ჭიტასთვის“ ეს წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ემოციურია, რადგან კომპანიამ დაარსებიდან 30 წლის იუბილე აღნიშნა. სამი ათწლეულის განმავლობაში „ჭიტა“ არაერთი თაობის ბავშვობის ნაწილად იქცა და დღესაც იმავე სიყვარულითა და მზრუნველობით აგრძელებს საქმიანობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეული მომხმარებლისთვის ვიყოთ არა მხოლოდ საყვარელი სათამაშოების მაღაზიათა ქსელი, არამედ ადგილი, სადაც ხარისხი, სანდოობა და ბავშვებზე ზრუნვა ერთიანდება.
ბოლო ინტერვიუდან დღემდე კომპანიის განვითარებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით.
ბათუმის ფილიალის გახსნის შემდეგ, ქსელს კიდევ სამი ახალი ფილიალი შეემატა - ქუთაისში, ვარკეთილსა და მარჯანიშვილზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მომხმარებლებისთვის პროდუქციისა და მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
ამასთან, აქტიურად ვმუშაობთ ახალ ინიციატივებსა და პროექტებზე, რომლებიც მიზნად ისახავს მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას, პროდუქციის შეთავაზების განვითარებასა და ბრენდის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ „ჭიტა“ მუდმივად პასუხობდეს მომხმარებლის საჭიროებებსა და ამასთან ერთად არ ჩამორჩეს თანამედროვე ტენდენციებს.
ბათუმში ახალი ფილიალის გახსნის შემდეგ, როგორ აფასებთ ამ ლოკაციაზე მომხმარებელთა ინტერესს და რა გამოცდილება მიიღეთ, რომელიც ქსელის შემდგომი გაფართოებისას გამოგადგებათ?
ბათუმში ფილიალის გახსნა ჩვენი ქსელის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ყოველი ახალი ლოკაცია გვაძლევს შესაძლებლობას, უკეთ გავიცნოთ მომხმარებელი, შევისწავლოთ მათი საჭიროებები და მიღებული გამოცდილება გავითვალისწინოთ ახალ გადაწყვეტილებებში.
ახალი ფილიალების გახსნისას ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გეოგრაფიული გაფართოება, არამედ თითოეულ ლოკაციაზე მომხმარებლისთვის კომფორტული გარემოს, მრავალფეროვანი ასორტიმენტისა და ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება.
რა სიახლეები იგეგმება პროდუქციის ასორტიმენტში? განიხილავთ თუ არა ახალ საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობას ან ექსკლუზიური პროდუქციის დამატებას?
„ჭიტასთვის“ ასორტიმენტის განვითარება მუდმივი პროცესია. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ მრავალფეროვანი, ხარისხიანი და თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული პროდუქცია, რომელიც სხვადასხვა ასაკის ბავშვის ინტერესებსა და საჭიროებებს შეესაბამება.
მომავალში ვგეგმავთ განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ გაყიდვების მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებსა და ინიციატივებზე. ვმუშაობთ ისეთ პროექტებზე, რომლებიც მომხმარებელს შესყიდვის პროცესს გაუმარტივებს.
ასორტიმენტის განახლებისას ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც საერთაშორისო ტენდენციების გათვალისწინება, ისე პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების შენარჩუნება. ახალი ბრენდებისა თუ განსხვავებული პროდუქციის მიმართულებით გადაწყვეტილებებს მომხმარებლის ინტერესების, ბაზრის ტენდენციებისა და ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტების გათვალისწინებით ვიღებთ. გვინდა, რომ „ჭიტაში“ მომხმარებელმა ყოველთვის აღმოაჩინოს ახალი, საინტერესო და მათთვის ღირებული პროდუქცია.
რა გეგმები აქვს კომპანიას წლის დარჩენილი პერიოდისთვის და 2027 წლისთვის - იგეგმება ახალი ფილიალების გახსნა ან ქსელის გაფართოება სხვა ქალაქებში?
ვაგრძელებთ ახალი ფილიალების გახსნას, 2027 წელი არაერთ სიახლესა და საინტერესო პროექტს უკავშირდება, განსაკუთრებით გაყიდვებისა და ინოვაციური მიდგომების მიმართულებით.
30-წლიანი ისტორია ჩვენთვის მხოლოდ განვლილი გზის შეჯამება არ არის - ეს არის პასუხისმგებლობა იმ მომხმარებლების წინაშე, რომლებიც წლების განმავლობაში გვანდობენ თავიანთ არჩევანს. „ჭიტა“ გაიზარდა თაობებთან ერთად და გვინდა, ეს კავშირი მომავალშიც შევინარჩუნოთ. როგორც აქამდე, მომავალშიც ჩვენი მთავარი ორიენტირი განვითარება, ბევრი საახლე და ჩვენი პატარა მეგობრების და მათი ოჯახებზე გახარება იქნება.
„ჭიტა“ - 30 წელი თქვენთან ერთად.
სხვა სიახლეები
„მწვანე ანაბრის“ ფარგლებში კრედო ბანკმა ზუგდიდში, დადიანების სასახლის ტერიტორიასა და ბოტანიკურ ბაღში გამწვანების აქცია ჩაატარა
21.10.2026.16:29
კრედო ბანკი გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით პროექტების მხარდაჭერას აგრძელებს.
კრედო ბანკის „მწვანე ანაბარი“ სწორედ ამ მიზნის მხარდასაჭერად შეიქმნა. ინიციატივა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, საკუთარი დანაზოგით არა მხოლოდ ფინანსური სარგებელი მიიღონ, არამედ ბუნებისთვის მნიშვნელოვან საქმეშიც შეიტანონ წვლილი.
პროექტის ფარგლებში, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ტერიტორიასა და ბოტანიკურ ბაღში გამწვანების აქცია გაიმართა.
დადიანების სასახლის ტერიტორიაზე მსგავსი მასშტაბის გამწვანება ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველად განხორციელდა. ტერიტორიაზე ირმის რქისა და ვერცხლისფერი არიზონიკის ჯიშის, ჯამში 120 ხე დაირგო, რომლებიც ადგილობრივი ლანდშაფტისა და გარემო პირობების გათვალისწინებით შეირჩა. ინიციატივა ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ადგილის ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებასა და განახლებას ემსახურება.
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს კი ნეკერჩხლისა და მაგნოლიის 17 სხვადასხვა ჯიშის, ჯამში 45 ხე შეემატა. შერჩეული მცენარეები ბაღის კოლექციას გაამდიდრებს და ხელს შეუწყობს იშვიათი სახეობების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას.
ღონისძიება განხორციელდა „მწვანე ანაბრის“ მფლობელი მომხმარებლების, პარტნიორი კომპანიების, კრედო ბანკის მიერ შექმნილი ფონდისა და გლობალური გარემოსდაცვითი მოძრაობის „Let’s Do It საქართველო“ მხარდაჭერით.
„მწვანე ანაბრის“ ფარგლებში უკვე არაერთი გარემოსდაცვითი აქტივობა განხორციელდა, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა რეკრეაციული სივრცის ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებასა და გაჯანსაღებას უწყობს ხელს.
კრედო ბანკი მომავალშიც გააგრძელებს გარემოსდაცვითი ინიციატივების განვითარებას, რათა ხელი შეუწყოს ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.