მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ჭიტას“ კონკურენტული უპირატესობა ქართულ ბაზარზე – 29 წლიანი გზა

news image
mbc image

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭიტა / Chita ქართულ ბაზარზე 29 წელია ოპერირებს და წლების განმავლობაში ამ მიმართულებით ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ ჩამოყალიბდა. „ჭიტა“ დღეს საქართველოში ბევრი ცნობილი საერთაშორისო ბრენდის პროდუქციას აერთიანებს და ბაზრის ზრდის პარალელურადაც ქვეყნის მასშტაბით დაფარვის არეალს აფართოებს.

„ჭიტა“ იმპორტირებული პროდუქციის გარდა ადგილობრივი წარმოების სათამაშოებსაც ყიდის და ქართველ სტარტაპერებს შედარებით უკეთესი პირობებით ემსახურება, რადგან მიაჩნია, რომ ადგილობრივი წარმოების სათამაშოების ბაზრის განვითარება უმნიშვნელოვანესია. თუ როგორია „ჭიტას“ უახლოესი გეგმები და განვითარების სტრატეგია, დეტალებზე სასაუბროდ Business Insider Georgia „ჭიტას“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თამთა რუხაძეს ესაუბრა.

- რამდენი წელია, რაც „ჭიტა“ ბაზარზეა და დღეისათვის რამდენი ფილიალით ხართ ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილები?

- სათამაშოების მაღაზია „ჭიტა“ 1996 წლიდან პოზიციონირებს ბაზარზე და უკვე 29 წელია აბედნიერებს თაობებს. დღეისათვის საქართველოში 17 ფილიალით არის წარმოდგენილი.

- 2026 წლისთვის რა გეგმები აქვს კომპანიას გაფართოების კუთხით?

- 2025 წლის ბოლოს იხსნება „ჭიტას“ მე-18 ფილიალი ქ. თელავში („თელავი მოლში“).

- როგორია თქვენი გრძელვადიანი სტრატეგია — მეტი ფილიალის გახსნა, თუ არსებული ქსელის გაძლიერება და ხარისხზე ფოკუსირება?

- კომპანიის განვითარების სტრატეგია ეფუძნება ორი მიმართულების პარალელურ განვითარებას - ქსელის გაფართოებას და არსებული ფილიალების გაძლიერებას, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ ზრდას და მაღალი ხარისხის სტანდარტების შენარჩუნებას.

- რამდენად დიდ გავლენას ახდენს სეზონურობა (მაგალითად, ახალი წელი ან სკოლის დასაწყისი) თქვენს გაყიდვებზე?

- Back to School და New Year სეზონი ჩვენთვის ყველაზე დინამიკური და მოლოდინებით სავსე პერიოდია. სწორედ ამიტომ, ყოველ წელს განსაკუთრებულად ვემზადებით და ჩვენს მომხმარებლებს უამრავ საინტერესო სიახლეს ვთავაზობთ, რაც საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს გაყიდვებზეც.

- რით არის „ჭიტა“ გამორჩეული ბაზარზე და დღეს რა მიგაჩნიათ მის კონკურენტულ უპირატესობად?

- ჩვენი კომპანია გამორჩეულია იმ საამაყო წლების რაოდენობით, რის განმავლობაშიც პოზიციონირებს ბაზარზე. უკვე 29 წელია, თაობებს ვულამაზებთ ბავშვობას და მომხმარებელთა მაღალი სანდოობა მიგვაჩნია უპირატესობად. გარდა ამისა, ვთვლით, რომ ჩვენი მიტანის სერვისის სისწრაფე და ორგანიზებულობა ქვეყნის მასშტაბით ნამდვილად უპირატესობაა კომპანიის წარმატებისთვის. ჩვენი მომხმარებლები 15:00 საათამდე განხორციელებულ შეკვეთას იღებენ იმავე დღეს - არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ იმ ქალაქებშიც, სადაც ჩვენი ფილიალებია.

- დღეისათვის „ჭიტას“ ქსელებში რა პროცენტი უჭირავს ადგილობრივ წარმოებას და რამდენად მზარდია მოთხოვნა?

- „ჭიტას“ ასორტიმენტებში ამ ეტაპზე ადგილობრივ წარმოებას 10% უჭირავს. ჩვენი კომპანია მუდმივად უწყობს ხელს ქართულ სტარტაპებს. მათთვის ჩვენს ფილიალში საგამოფენო სივრცე გამოვყავით და სრულიად უსასყიდლოდ გადავეცით გამოფენა-გაყიდვების ორგანიზებისთვის.

- რა კეთდება „ჭიტას“ მხრიდან ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად?

- ადგილობრივი მწარმოებლები მუდმივ რეჟიმში არიან მიმდინარე პროცესებში ჩართულები. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ და რჩევებიც გავუწიოთ.

- თქვენი აზრით, რა როლი შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფოს ადგილობრივი სათამაშო წარმოების განვითარების ხელშეწყობაში?

  • გრანტები და სუბსიდიები - შეიძლება შემუშავდეს სახელმწიფო პროგრამები ინოვაციური ან ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების წარმოებისთვის.
  • საგადასახადო შეღავათები - მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რომლებიც ადგილობრივ წარმოებას იწყებენ ან აფართოებენ.
  • საფინანსო ინსტრუმენტებზე ხელმისაწვდომობა - დაბალპროცენტიანი სესხები ან საგარანტიო მექანიზმები.

განათლებისა და ინოვაციების მხარდაჭერა

  • დიზაინისა და ინჟინერიის განათლების წახალისება - ტექნიკურ უნივერსიტეტებთან ან ხელოვნების აკადემიებთან ერთად შესაძლებელია სპეციალური პროგრამების შექმნა სათამაშო დიზაინსა და წარმოებაში.
  • ინოვაციური ლაბორატორიების დაფინანსება - მაგალითად, „Toy Lab“-ის ტიპის ცენტრები, სადაც ადგილობრივი დიზაინერები და სტუდენტები ერთად იმუშავებენ პროტოტიპებზე.

ინფრასტრუქტურის განვითარება

  • ინდუსტრიული პარკები და საერთო საწარმოო სივრცეები - მცირე მწარმოებლებს მიეცემათ იაფად წვდომა აღჭურვილობასა და ლოჯისტიკაზე.
  • მომარაგების ჯაჭვის მხარდაჭერა - ნედლეულის, შეფუთვისა და ლოჯისტიკის ადგილობრივი წყაროების განვითარება.

ექსპორტისა და ბრენდინგის ხელშეწყობა

  • საგარეო ბაზრებზე წვდომის უზრუნველყოფა - საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის დაფინანსება (Toy Fair, Spielwarenmesse და სხვ.).
  • „Made in Georgia“-ს ქვეშ პოპულარიზაცია - ხარისხის სტანდარტების შექმნა და ქართული პროდუქციის პოზიციონირება როგორც უსაფრთხო და უნიკალური.

სოციალური და საგანმანათლებლო ეფექტი

  • ადგილობრივ სათამაშოების ინტეგრაცია საბავშვო ბაღებსა და სკოლებში.
  • ქართული ზღაპრების, გმირებისა და სიმბოლოების გამოყენების წახალისება სათამაშოებში.

- რას ურჩევდით ადგილობრივ მწარმოებლებს, რომ მათი პროდუქცია უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს?

- რადგან ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია, ჩვენი მთავარი რჩევა იქნება — მუდმივად იზრუნონ ხარისხის შენარჩუნებაზე, რაც ერთგული მომხმარებლის ზრდას უზრუნველყოფს.

- დღეისათვის „ჭიტა“ საქართველოში რამდენ ბრენდს წარმოადგენს და რა ეტაპზე ხართ ახალი ბრენდების შემოყვანის მიმართულებით?

-„ჭიტა“, როგორც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სათამაშოების ქსელი, მიზნად ისახავს პროდუქტის ასორტიმენტის განახლებასა და გაფართოებას ისეთი ბრენდებით, რომლებიც პასუხობენ თანამედროვე მოთხოვნებს და აძლიერებენ ქსელის კონკურენტუნარიანობას. ამ ეტაპზე „ჭიტაში“ წარმოდგენილია შემდეგი ბრენდები:

  • COGO
  • LEGO
  • BARBIE
  • DRIVEN
  • REV & ROLL
  • INFINITY NADO
  • FLIP CARS
  • MAKE IT REAL
  • GOKI
  • SAME TOY
  • GOLIATH
  • HOT WHEELS
  • ჟოზე

ამ ეტაპზე ბრენდების მიმართულებით გვსურს ასორტიმენტის განახლება, რაც დამოკიდებულია კომპლექსურ ანალიზზე - ბაზრის მოთხოვნიდან დაწყებული, ლოჯისტიკური შესაძლებლობებითა და მარკეტინგული პოტენციალით დასრულებული.

- რა კრიტერიუმებით არჩევთ მაღაზიაში წარმოდგენილ სათამაშოებს? როგორ ხდება უსაფრთხოების და ხარისხის შემოწმება?

სათამაშოების ქსელი „ჭიტა“ პროდუქციის შერჩევისას ხელმძღვანელობს საერთაშორისო სტანდარტებით, მომხმარებელთა უსაფრთხოებაზე ორიენტირებული მიდგომითა და საგანმანათლებლო ღირებულებებით.

„ჭიტა“ თანამშრომლობს მხოლოდ ოფიციალურ მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან.

თითოეული პროდუქცია გადის წინასწარ შემოწმებას როგორც ფიზიკურ, ისე ლაბორატორიულ დონეზე, ასევე მოწმდება წარმოშობის სერტიფიკატები, რომლებიც ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

„ჭიტას“თვის სათამაშო არის ბავშვის განვითარების, განათლებისა და უსაფრთხოების საშუალება, ამიტომ კომპანია ემყარება მკაცრ შერჩევისა და სერტიფიკაციის სისტემას, რაც უზრუნველყოფს, რომ პროდუქტი იყოს უსაფრთხო, ხარისხიანი, ასაკობრივად შესაბამისი და განვითარების თვალსაზრისით ღირებული.

- როგორ შეიცვალა „ჭიტას“ მომხმარებელთა ქცევა ბოლო წლებში — ონლაინ შოპინგის ზრდამ როგორ იმოქმედა?

- იმის გამო, რომ ჩვენი კომპანია ონლაინ გაყიდვებსაც ახორციელებს, გაყიდვები დაბალანსებულად მიმდინარეობს და მუდმივად განვითარების პროცესშია.

- რამდენად მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი ასპექტები სათამაშოების შერჩევისას?

- ბოლო წლებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმად იქცა. ეკომასალების გამოყენება და გადამუშავებადი შეფუთვა არა მხოლოდ გარემოს დაცვისკენ გადადგმული ნაბიჯია, არამედ ბრენდის იმიჯის განმსაზღვრელი ფაქტორიც.

ეკომასალების გამოყენება

  • ეკოლოგიურად სუფთა მასალები (ხე, ბამბუკი, ბიოპლასტიკი, გადამუშავებული პლასტმასი) ამცირებენ გარემოზე ზეწოლას, უსაფრთხოა ბავშვებისთვის, გამძლეა და ბუნებაში ადვილად იშლება.

გადამუშავებადი შეფუთვა

  • მწარმოებლები სულ უფრო ხშირად იყენებენ გადამუშავებულ ქაღალდს, მინიმალისტურ შეფუთვას, ბიოდეგრადირებად სტიკერებსა და საღებავებს.

მომხმარებლის ქცევის ცვლილება

  • თანამედროვე მშობლები მეტად აფასებენ უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს, რაც ზრდის ნდობას.

ბიზნესის სარგებელი

  • ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია ზრდის კონკურენტულ უპირატესობას, ამარტივებს საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას და ზრდის ბრენდის გრძელვადიან ღირებულებას.
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის

28.11.2026.14:01

თიბისის დაუჯერებელი შავი პარასკევი დასრულდა, თუმცა ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს კვლავ უმზადებს.

30 ნოემბერს, Cyber Monday-ზე, თიბისის ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით საერთაშორისო პლატფორმებზე შერჩეულ კატეგორიებში შოპინგისას მომხმარებლები 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.

30% ქეშბექი საერთაშორისო ონლაინშოპინგზე - ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით

30 ნოემბერს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტექნიკის, კოსმეტიკისა და აქსესუარების კატეგორიებში, ნებისმიერ საერთაშორისო ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით ონლაინგადახდისას მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, ერთგულის ყულაბაში დაუბრუნდებათ. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, 100-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.

შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე. ქეშბექი კი ერთგულის ყულაბაში ვებგვერდის მხრიდან ტრანზაქციის დადასტურებისთანავე დაერიცხებათ.

ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა ნებისმიერ ანგარიშზეა შესაძლებელი, მისი გამოყენება კი ნებისმიერი მიზნობრიობით.

ასევე შეგახსენებთ, რომ თიბისის Cyber Monday-ის ფარგლებში ადგილობრივი შეთავაზებებიც აქვს -Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში, Dressup.ge-სა და PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე.

30% ქეშბექი Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით ჩიკოს შოურუმებში გადახდისას მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 300 ლარს, დაიბრუნებენ.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის ტერმინალზე ან/და თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ჩიკოს პროდუქციაზე და ვრცელდება შემდეგ შოურუმებში: თბილისში, სავაჭრო ცენტრებში „ქარვასლა“ და „ისთ ფოინთი“, ასევე ბათუმში, ბარათაშვილის ქ. N30-ში.

30% ქეშბექი PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 150 ლარის გადახდისას მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 30 ლარს, დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია.

 

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.

დამატებითი 20% ფასდაკლება Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას მომხმარებლები დამატებითი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ პრომოკოდის - CYBER20-ის შეყვანის შემთხვევაში.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Dressup.ge-ზე Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.

Cyber Monday-ის საერთაშორისო და ადგილობრივი შეთავაზებების დეტალური პირობებისთვის ეწვიეთ თიბისის შეთავაზებების გვერდს.

აიღეთ თიბისი ბარათები და ისარგებლეთ მუდმივად დაუჯერებელი შეთავაზებებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა