Chizzzy ხაჭაპურის საწარმოს გახსნას გეგმავს
გაყინული ხაჭაპურის მწარმოებელი ერთადერთი კომპანია Chizzzy (ჩიზზზი) საქართველოში ხაჭაპურის პირველ საწარმოს გახსნის.
კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ბოჭორიშვილი Business Insider Georgia -თან ამბობს, რომ პროექტზე მუშაობა დაწყებულია.
მანამდე კი „ჩიზზზის“ უახლოეს გეგმაშია ექსპორტი, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს რამდენიმე ქვეყანასთან და გაყინული აჭარული ხაჭაპური პირველად გავა ექსპორტზე.
„ჩვენმა საქმიანობამ გაყიდვების დაწყებიდან რამდენიმე დღეში გამოიწვია საერთაშორისო დაინტერესება, რამდენიმე ქვეყნიდან დაგვიკავშირდნენ და ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ აჭარული ხაჭაპური ყველაზე პოპულარული ქართული პროდუქტია ინტერნეტ გამოკითხვებით, „ჩიზზზის" მიმართ მაღალი მოთხოვნა ამითაც არის განპირობებული.
ამ ეტაპზე რამდენიმე ქვეყანაში გაგზავნილო გვაქვს ნიმუშები და ექსპორტთან დაკავშირებულ დეტალებს ვარკვევთ.
მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ წელს გავიდეთ უცხოურ ბაზრებზე, რაც მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული.
პირველ ეტაპზე პროდუქცია ისრაელში, პოლონეთში, იაპონიაში, უკრაინასა და აშშ-ში გაიგზავნება. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ვგეგმავთ საწარმოს გახსნას, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არის", - ამბობს გიორგი ბოჭორიშვილი.
საწარმოში საწყის ეტაპზე სავარაუდოდ 80-100 ადამიანი დასაქმდება.
ამ ეტაპზე „ჩიზზზის" გაყინული აჭარული ხაჭაპური თბილისის მასშტაბით. ჰიპერმარკეტებში იყიდება.
ცნობისთვის, Chizzzy (ჩიზზზი) არის ქართული სტარტაპი, რომელიც მომხმარებელს 10 წუთში მოსამზადებელ ვაკუუმ შეფუთვაში ნახევრად შემცხვარ აჭარულ ხაჭაპურს გაყინული სახით სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ შეფუთვაში მოთავსებულია - ყველიც. ეს არის არტიზანული, უსაფუარო, ნახევრად-გამომცხვარი ქრასთი & ყველი (იმერული/სულგუნი), რომელიც ნატურალური რძისგანაა დამზადებული.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.