ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
სიკეთის კეთება საკმარისი არ არის, სარგებელი მის სწორედ კეთებას მოაქვს, - ეს იდეა ორგანიზაცია „სმარტფომ“ ჯერ საქმიანობის კონცეფციად, შემდეგ სლოგანად აქცია და მიუსაფარი ცხოველების დახმარების პროგრამაც ამ პრინციპზე ააგო. ინოვაციური მოდელი ქუჩებში სპეციალური ჭკვიანი საკვებურების განთავსებას გულისხმობს და ცხოველთა გამოკვების სისტემურ მიდგომას ითვალისწინებს. საქმიანობის გასავითარებლად „სმარტფო“ დონაციის პლატფორმის tegeta.care-ის პარტნიორი გახდა. „თეგეტა ჰოლდინგი“, რომელიც წლებია აქტიურად ზრუნავს და მუშაობს სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე, „სმარტფოს“ მხარდამჭერი და მეგობარია.
საქმე ის არის, რომ არასწორი რაოდენობის ულუფა, არაერთგვაროვანი საჭმელი, გარემოში დატოვებული პლასტმასის თუ ცელოფნის შეფუთვები, ცხოველთა ჯანმრთელობის და ეკოლოგიისთვის ერთნაირად საზიანოა. სწორედ ამ პრაქტიკას ცვლის სრულად პროგრამა „სმარტფო ქეარი - აკეთე სიკეთე სწორად“.

გუგა აბაშიძე, „სმარტფოს“ დამფუძნებელი: „ჩვენი მთავარი მიზანია, კომპანიებსა და კერძო პირებს, რომლებიც ისედაც ეხმარებიან ცხოველებს, სწორი მიმართულება მივცეთ. გვინდა, ეს პროცესი სისტემური გახდეს, ისე რომ არ დავაზიანოთ ოთხფეხა მეგობრების ჯანმრთელობა და არ დავაბინძუროთ გარემო. „სმარტფო ქეარი“ მხოლოდ გამოკვება არ არის, - ეს არის ზრუნვის სრულიად ახალი კულტურა, რომელიც ტექნოლოგიების მეშვეობით თითოეულ მოქალაქეს საშუალებას აძლევს მარტივად და სწორად აკეთოს სიკეთე. ამ წამოწყების ეფექტიანად განხორციელებას სათავეში ჩვენი დამფუძნებელი პარტნიორი, მარკ დენოვანი უდგას, რომელსაც ამ სფეროში საქმიანობის 20 წლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს და ანალოგიური ინიციატივები უამრავ ქვეყანაში განუხორციელებია. პროცესი სრულად მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობს და გვეხმარება არ ჩამოვრჩეთ თანამედროვე ინოვაციებს“.
საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული პროგრამის ფარგლებში თბილისში უკვე განთავსდა ექვსი ჭკვიანი საკვებური, რომელიც ორი პრინციპით მუშაობს: QR კოდით, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს ცხოველისთვის საკმარისი ერთი სრული ულუფა 2 ლარად შეიძინოს. დასკანერების შემდეგ მოწყობილობიდან საკვები სპეციალურ ჯამში თავსდება. გათვალისწინებულია კორპორაციული შეთავაზებაც. საჭირო ინფრასტრუქტურა კომპანიების ტერიტორიაზე ეწყობა და ბიზნესი უკვე თავად აფინანსებს მიკედლებული ცხოველის გამოკვებას.

გეგმაშია ქსელის გაფართოებაც. შემოდგომისთვის დედაქალაქში 50, ხოლო სხვა დიდ ქალაქებში ჯამურად 150 საკვებური დაიდგმება. მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში საკვებურების წარმოება ადგილობრივად დაიწყება. ოქტომბრის ბოლოს, ჩაეშვება მობილური აპლიკაცია, სადაც მოეწყობა სხვადასხვა აქტივობები მიუსაფარი ცხოველების დახმარებისთვის და მაქსიმალური რაოდენობა კეთილი ადამიანების და კომპანიების ჩართვისთვის. ცხოველებთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებში ეს სრულიად ახალი სიტყვა იქნება საქართველოში. პირველ ეტაპზე 10 ერთეული დამზადდება. გამოკვების გარდა დანადგარი გააკონტროლებს ცხოველთა კვების რაოდენობას, ტემპერატურას და ადრეული ეტაპიდან დაავადების გამოვლენას შეუწყობს ხელს. საბოლოო მიზანი სმარტქეარ პუნქტების ფართო ქსელის შექმნაა, რომლებიც სხვადასხვა უბანს, ეზოებსა თუ კომპანიებს მოემსახურება.
საქმიანობის გასავითარებლად „სმარტფო“ დონაციის პლატფორმის tegeta.care-ის პარტნიორი გახდა. ჰოლდინგი, რომელიც წლებია აქტიურად ზრუნავს და მუშაობს სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე, „სმარტფოს“ მხარდამჭერი და მეგობარია.

მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების კოორდინატორი: „უკვე წლებია „თეგეტა“ საზოგადოების მხარდამჭერ არაერთ ინიციატივას ახორციელებს. ეს ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია იმ პროექტებისა და პროგრამების გვერდით დგომა, რომლებიც მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობაზე ზრუნავენ. „სმარტფო“ ის ორგანიზაცია აღმოჩნდა, რომელსაც თავისი ინიციტიავებითა და წამოწყებით ქუჩაში მცხოვრები ცხოველების მოვლის კულტურა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაჰყავს. ჩვენი მიზანი, ამ თანამედროვე მიდგომის გაძლიერებაა. გვინდა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიცნოს ეს პროგრამა, იმისათვის რომ ერთად ვისწავლოთ, - როგორ ვაკეთოთ სიკეთე სწორად“.
„სმარტფოს“ მხარდაჭერა უკვე ნებისმიერ მსურველს tegeta.care-ზე შეუძლია. ორივე კომპანიაში მიაჩნიათ, რომ სწორედ ერთიანი ჩართულობით არის შესაძლებელი აკეთო სიკეთე და აკეთო სწორად.
„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
სხვა სიახლეები
ბაზრის მოთხოვნა ხარისხობრივად შეიცვალა: წლების წინ ბიზნესს სტატისტიკური მონაცემები აინტერესებდა, ბოლო წლებში კი კონკრეტული, დასაბუთებული რეკომენდაცია სჭირდება - „გალტ & თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის დირექტორი
14.09.2026.18:22
„გალტ & თაგარტი“ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო ბანკია, რომელიც მომხმარებლებს საინვესტიციო-საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს და ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კომპანია საქმიანობას როგორც კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით, ისე საბროკერო მომსახურების, აქტივების მართვისა და კაპიტალის ბაზრის სხვა სეგმენტების მიმართულებით ახორციელებს.
2026 წლის პირველი ექვსი თვე „გალტ & თაგარტისთვის“ მნიშვნელოვანი შედეგებითა და ახალი შესაძლებლობებით გამოირჩეოდა. ამ პერიოდში კომპანიის საქმიანობაში გამოიკვეთა როგორც ბიზნესის სხვადასხვა მიმართულების გაძლიერება, ისე საინვესტიციო და კაპიტალის ბაზრის პროდუქტების განვითარების ახალი შესაძლებლობები.
Business Insider Georgia-სთან „გალტ & თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის დირექტორი, ევა ბოჭორიშვილი, 2026 წლის პირველი ექვსი თვის შედეგებზე, კომპანიის მთავარ მიღწევებზე, მიმდინარე პროექტებსა და წლის მეორე ნახევრის პრიორიტეტებზე საუბრობს.
როგორ შეაფასებდით გალტ & თაგარტის 2026 წლის პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?
კვლევებში 2026 წლის პირველი ნახევარს ორი მიმართულებით გამოვყოფდი: მაკრო/სექტორული კვლევების გაღრმავება და გეოგრაფიული გაფართოება.
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა ბიზნესის მხრიდან მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა ეკონომიკური გარემოს შეფასებაზე, ამიტომ ჩვენი მაკროეკონომიკური კვლევები ამ პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიური იყო. პარალელურად, ბაზარს ვაწვდიდით აქტუალურ ინფორმაციას უძრავი ქონების, ტურიზმის, ენერგეტიკისა და სხვა სექტორების შესახებ.
აქტიური 6 თვე იყო კონფერენციების ორგანიზების კუთხითაც, რა დროსაც, თემების შერჩევისას, ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმით ვხელმძღვანელობდით: სად არის ბაზარზე ანალიტიკური ინფორმაციის ყველაზე დიდი დეფიციტი და ინტერესი ერთდროულად. ამ პრინციპით ჩავატარეთ კონფერენციები და დავფარეთ სოფლის მეურნეობა (სადაც შევქმენით სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი - პირველი ამგვარი ინსტრუმენტი ბაზარზე), ელექტრონული კომერცია, კომერციული უძრავი ქონება და საწყობებისა და ლოგისტიკის სექტორი.
ცალკე აღვნიშნავდი საქართველოს რეგიონების პოტენციალის შესწავლას, რასაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ: წლებია, ტრადიციულად ვიკვლევთ აჭარის ეკონომიკას, ხოლო წელს ეს ფოკუსი გავაფართოვეთ იმერეთსა და სამეგრელოზეც და ამ რეგიონების ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კონფერენცია ჩავატარეთ.
გეოგრაფიულ გაფართოებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი კი უზბეკეთის ეკონომიკაზე გამოქვეყნებული პირველი ღრმა ანალიზია - ქვეყანაზე, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად ვითარდება, მაგრამ აქამდე სისტემურ კვლევით დაფარვას მოკლებული იყო. ეს ნაბიჯი გალტ & თაგარტს კავკასია-ცენტრალური აზიის რეგიონში წამყვან საინვესტიციო ბანკად და ინსტიტუციური თუ კერძო ინვესტორების საიმედო პარტნიორად ამკვიდრებს. ჩვენ მომავალში დაფარვას რეგიონის სხვა ქვეყნებზეც გავავრცელებთ.
რაც მთავარია, ჩვენს საქმიანობას მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებებიც მოჰყვა: 2026 წელს Euromoney-მ გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო კვლევით კომპანიად დაასახელა, ხოლო Global Finance-მა - წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად.
რა იქნება თქვენი მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში?
მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება კვლევითი მიმართულების გაძლიერება. გვინდა, რომ ჩვენი კვლევები კიდევ უფრო მეტად პასუხობდეს ბაზრის რეალურ საჭიროებებს - როგორც სექტორების, ისე რეგიონებისა და ქვეყნების ჭრილში. ამ მიმართულებით გავაგრძელებთ საქართველოს რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის შესწავლას და რეგიონულ კვლევით დაფარვას.
ამასთან, წლის დარჩენილ პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ინვესტორებთან და ბიზნესთან დიალოგის გაღრმავებას — კონფერენციების, კვლევების და სხვა პლატფორმების საშუალებით. ჩვენი მიზანია, გალტ & თაგარტმა კიდევ უფრო განამტკიცოს საიმედო პარტნიორის როლი, რომელიც ბაზრის მონაწილეებს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ცოდნას, ანალიტიკას და შესაძლებლობებს უზიარებს.
საბოლოო ჯამში, წლის მეორე ნახევარში ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება პირველი ნახევრის დინამიკის შენარჩუნება და მიღწეული შედეგების საფუძველზე, გალტ & თაგარტის პოზიციის კიდევ უფრო გამყარება როგორც საქართველოში, ისე რეგიონში.
როგორია თქვენი მუშაობა ახალი კვლევითი/ანალიტიკური პროდუქტების განვითარების მიმართულებით? ხომ არ გეგმავთ სექტორული დაფარვის გაფართოებას?
ბაზრის მოთხოვნა ხარისხობრივად შეიცვალა: წლების წინ ბიზნესს სტატისტიკური მონაცემები აინტერესებდა, ბოლო წლებში კი - კონკრეტული, დასაბუთებული რეკომენდაცია სჭირდება. ეს ცვლილება ჩვენი განვითარების მთავარი მამოძრავებელია: ორი მიმართულებით ვმუშაობთ - არსებული სექტორული კვლევების სიღრმის გაზრდისა და ზრდის პოტენციალის მქონე ახალი სექტორების იდენტიფიცირება და ანალიტიკური დაფარვის კუთხით.
გეოგრაფიული გაფართოება ამ სტრატეგიის ბუნებრივი გაგრძელებაა. უზბეკეთის ეკონომიკის კვლევით, პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით და ამავე მოდელით რეგიონის სხვა ქვეყნების დაფარვასაც დავიწყებთ.