მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

„ჭრებალოს მარანი“ 2026 წლის ზაფხულის სეზონისა და განვითარების გეგმების შესახებ

news image
mbc image

2026 წლის ზაფხულის სეზონი „ჭრებალოს მარნისთვის“ გასულ წელთან შედარებით გაზრდილი სტუმრების რაოდენობითა და რეგიონში ტურისტული ნაკადის გააქტიურებით გამოირჩეოდა.

ვიზიტორების დინამიკისა და სამომავლო განვითარების გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს „ჭრებალოს მარნის“ დამფუძნებელი სალომე ლეკიშვილი ესაუბრა.

როგორ შეაფასებდით 2026 წლის ზაფხულის სეზონს „ჭრებალოს მარნისთვის“ და რა იყო მთავარი ცვლილება გასულ წელთან შედარებით?

გასულ წელს ვთვლიდით, რომ სტუმრების რაოდენობის თვალსაზრისით საუკეთესო სეზონი გვქონდა, თუმცა წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ რაჭაში სტუმრების ნაკადი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

წლევანდელი ზაფხული ამინდის მხრივ საკმაოდ წვიმიანი იყო და თავიდან გვქონდა მოლოდინი, რომ ცუდი ამინდი ვიზიტორების რაოდენობაზე უარყოფითად აისახებოდა, რეალურად ასე არ მოხდა. განსაკუთრებით ივლისის მეორე ნახევრიდან სტუმრების ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ამასთან, რაჭაში ჩამოსვლა უფრო მარტივი გახდა. ახალი, უფრო მოკლე გზის გახსნამ მგზავრობის დრო შეამცირა და რეგიონში ჩამოსვლა სტუმრებისთვის მნიშვნელოვნად გაამარტივა, რაც ვიზიტორების რაოდენობაზეც აისახა.

როგორია „ჭრებალოს მარნის“ ვიზიტორების განაწილება - რა წილი მოდის ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებზე და რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან ძირითადად?

ჩვენს სტუმრებს შორის, როგორც წესი, ადგილობრივი ვიზიტორები ჭარბობენ და მათი წილი დაახლოებით 70%-ია. დარჩენილი 30% სხვადასხვა ქვეყნის ვიზიტორებზე მოდის.

გასული წლის მსგავსად, უცხოელ სტუმრებს შორის ძირითადად ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ. ძალიან დიდი ჯგუფები არ გვყოლია, თუმცა, მაგალითად, იტალიიდან რამდენიმე ექვსკაციან ჯგუფს ვუმასპინძლეთ. უცხოელი ვიზიტორების პროცენტული წილი დაახლოებით იგივეა, რაც გასულ წელს, თუმცა მთლიანობაში სტუმრების რაოდენობა გაიზარდა.

როგორ აისახა გაზრდილი სტუმრების ნაკადი „ჭრებალოს მარნის“ საქმიანობაზე და შეიცვალა თუ არა სეზონზე გუნდის რაოდენობა?

სტუმრების ნაკადის ზრდიდან გამომდინარე, ზაფხულის სეზონზე თანამშრომლების რაოდენობაც გავზარდეთ. ზოგადად, რაჭა ნელ-ნელა ვითარდება და სულ უფრო მიმზიდველი ხდება არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი ვიზიტორებისთვისაც, რაც, ბუნებრივია, ჩვენს საქმიანობაზეც აისახება.

რა გეგმები გაქვთ „ჭრებალოს მარნის“ განვითარების მიმართულებით და რა სიახლეებს უნდა ელოდონ სტუმრები მომდევნო სეზონზე?

ჩვენ, როგორც შარშან, წელსაც სასტუმროს მიმართულებით განვითარების იგივე გეგმა გვაქვს. უკვე მომდევნო ზაფხულის სეზონისთვის ვემზადებით და გვინდა, რომ სასტუმრო გავხსნათ. ეს ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი გეგმაა.

მიმდინარე სეზონის შედეგებით ძალიან კმაყოფილები ვართ და ვფიქრობთ, რომ ეს ზრდის ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა - Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

24.10.2026.21:32

განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, დამატებით კიდევ 156 მომხმარებელი მომდევნო ბლოკის მომლოდინეთა სიას შეუერთდა.

ამ ისტორიული შედეგით, არქი ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სამეულშია ერთ დღეში გაყიდული ბინების რაოდენობით, არქის მხოლოდ ორი საერთაშორისო გიგანტი უსწრებს: საუდის არაბეთის NHC - 3 980 გაყიდული ბინით (2024 წლის, 15 ნოემბერი) და დუბაის DAMAC - 3 164 გაყიდული ბინით (2024 წლის 10 დეკემბერი).

„დღევანდელი შედეგი ჩვენთვის მხოლოდ რეკორდული გაყიდვები არ არის. ეს არის ნდობა, რომელიც ათასობით ადამიანმა გამოგვიცხადა და რისთვისაც თითოეულ მათგანს გულწრფელ მადლობას ვუხდით. ამ შედეგის უკან ჩვენი გუნდის უდიდესი შრომა დგას. „არქი“ საქართველოში №1 დეველოპერული კომპანიაა, თუმცა ჩვენთვის მთავარი მხოლოდ ლიდერობა არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს შევთავაზოთ რეალური ღირებულება და გავამართლოთ მათი მოლოდინები. Archi Grand Avenue-ში სწორედ ასეთ გარემოს ვქმნით - ქალაქის ახალ ცენტრს, რომელსაც განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, მომხმარებლებმაც სწორედ ეს დაინახეს: პერსპექტიული ლოკაცია, პროექტის მასშტაბი, საერთაშორისო ბრენდების ჩართულობა და განსაკუთრებული ფინანსური პირობები. ამ ყველაფერმა ერთად მოგვცა შედეგი, რომლითაც დღეს ძალიან ვამაყობთ“, - აცხადებს „არქის“ გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

დღევანდელი შედეგით „არქიმ“ გასულ წელს დაფიქსირებული საკუთარი რეკორდი ორჯერ მეტად გააუმჯობესა და ბაზარზე ახალი სტანდარტი დააწესა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, პროექტში ბინების ფასი 27–28%-ით გაიზარდა. პერსპექტიული ლოკაცია და განვითარების მასშტაბი პროექტს მიმზიდველს ხდის როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ. განსაკუთრებული ინტერესი ადგილობრივმა მყიდველებმა, ქართველმა ემიგრანტებმა და საერთაშორისო ინვესტორებმა გამოიჩინეს.

Archi Grand Avenue 21 ჰექტარზე ვითარდება, საიდანაც 15 ჰექტარზე მეტი გამწვანებულ და რეკრეაციულ სივრცეებს დაეთმობა. პროექტი აერთიანებს საცხოვრებელ შენობებს, Hilton-ის ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, Wyndham-ის ბრენდირებულ რეზიდენციებს, სპორტულ კომპლექსს, გასტრონომიულ და კომერციულ სივრცეებს.

„მადლობა თითოეულ მომხმარებელს განსაკუთრებული ნდობისთვის. ეს ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი მოლოდინები არა მხოლოდ გავამართლოთ, არამედ გადავაჭარბოთ კიდეც. მათთვის, ვინც ამ ეტაპზე სასურველი ბინის შეძენა ვერ შეძლო, დამატებითი შესაძლებლობა შევქმენით. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახდეს ქალაქის ახალი ცენტრის ნაწილი“, - აცხადებს „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა