„ჭრებალოს მარანი“ განვითარების ახალ ეტაპზე - გაზაფხულის სეზონის გახსნა და ტურისტული გაფართოების გეგმები
„ჭრებალოს მარანმა“ გაზაფხულის სეზონი გახსნა და საქმიანობა განაახლა , - ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს „ჭრებალოს მარნის“ დამფუძნებელმა სალომე ლეკიშვილმა განუცხადა.
"გაზაფხულის სეზონი გავხსენით და საქმიანობა განვაახლეთ. გასული წელი ჩვენთვის საკმაოდ აქტიური იყო, მათ შორის ზამთრის პერიოდიც.
შარშან რეკორდული წელი გვქონდა. არა მხოლოდ ჩვენს ობიექტში, არამედ მთლიანად რეგიონში მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სტუმრებს შორის ბევრი უცხოელიც იყო. რეგიონი სულ უფრო მიმზიდველი ხდება, რაც ძალიან გვახარებს. მიმდინარე წელსაც ანალოგიურ, მაღალი აქტივობის სეზონს ველოდებით.

სიახლე გვქონდა იმ კუთხით, რომ რესტორანი მნიშვნელოვნად გავაფართოეთ - დავამატეთ ახალი დარბაზი, გავზარდეთ ეზოს სივრცე და ბევრად მეტი სტუმრის მიღების შესაძლებლობა შევქმენით. გაფართოვდა სამზარეულოც.
ზაფხულის პერიოდისთვის აქტიურ სეზონს ვგეგმავთ, გვექნება დიდი ღონისძიებები და არაერთი სიახლე “, - აცხადებს სალომე ლეკიშვილი.

„ჭრებალოს მარანი“ სამომავლოდ ტურისტული მიმართულებით გაფართოებას და ბუტიკური სასტუმროს შექმნას გეგმავს.
„ბუტიკური ტიპის სასტუმროს დამატებას ვგეგმავთ. თავდაპირველად მისი გახსნა მიმდინარე წელს გვქონდა დაგეგმილი, თუმცა სარემონტო სამუშაოები გახანგრძლივდა. ზაფხულის სეზონის მაღალი აქტივობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ სამუშაოების დროებით შეჩერება, რათა სტუმრებს დისკომფორტი არ შევუქმნათ.
სარემონტო სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, ხოლო პროცესი შემოდგომიდან განახლდება. ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აქტიურად ვმუშაობთ მის განხორციელებაზე.

დღეს რაჭაში განსაკუთრებით მაღალია მოთხოვნა განთავსების ობიექტებზე. რეგიონს სულ უფრო მეტი ვიზიტორი სტუმრობს, რის გამოც არსებული სასტუმროების რაოდენობა, ჩვენი შეფასებით, არ არის საკმარისი. ეს ტენდენცია განსაკუთრებით გასულ წელს გამოიკვეთა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ახალგაზრდა ვიზიტორების რაოდენობა, რაც ძალიან გვახარებს “, - აღნიშნავს „ჭრებალოს მარნის“ დამფუძნებელი.
ცნობისთვის, „ჭრებალოს მარანი“ სარესტორნო სივრცის გარდა საკუთარ ღვინოსაც ფლობს და აწარმოებს. კომპანიის ღვინო წარმოდგენილია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

სხვა სიახლეები
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა - Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
24.10.2026.21:32
განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, დამატებით კიდევ 156 მომხმარებელი მომდევნო ბლოკის მომლოდინეთა სიას შეუერთდა.
ამ ისტორიული შედეგით, არქი ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სამეულშია ერთ დღეში გაყიდული ბინების რაოდენობით, არქის მხოლოდ ორი საერთაშორისო გიგანტი უსწრებს: საუდის არაბეთის NHC - 3 980 გაყიდული ბინით (2024 წლის, 15 ნოემბერი) და დუბაის DAMAC - 3 164 გაყიდული ბინით (2024 წლის 10 დეკემბერი).
„დღევანდელი შედეგი ჩვენთვის მხოლოდ რეკორდული გაყიდვები არ არის. ეს არის ნდობა, რომელიც ათასობით ადამიანმა გამოგვიცხადა და რისთვისაც თითოეულ მათგანს გულწრფელ მადლობას ვუხდით. ამ შედეგის უკან ჩვენი გუნდის უდიდესი შრომა დგას. „არქი“ საქართველოში №1 დეველოპერული კომპანიაა, თუმცა ჩვენთვის მთავარი მხოლოდ ლიდერობა არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს შევთავაზოთ რეალური ღირებულება და გავამართლოთ მათი მოლოდინები. Archi Grand Avenue-ში სწორედ ასეთ გარემოს ვქმნით - ქალაქის ახალ ცენტრს, რომელსაც განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, მომხმარებლებმაც სწორედ ეს დაინახეს: პერსპექტიული ლოკაცია, პროექტის მასშტაბი, საერთაშორისო ბრენდების ჩართულობა და განსაკუთრებული ფინანსური პირობები. ამ ყველაფერმა ერთად მოგვცა შედეგი, რომლითაც დღეს ძალიან ვამაყობთ“, - აცხადებს „არქის“ გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.
დღევანდელი შედეგით „არქიმ“ გასულ წელს დაფიქსირებული საკუთარი რეკორდი ორჯერ მეტად გააუმჯობესა და ბაზარზე ახალი სტანდარტი დააწესა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, პროექტში ბინების ფასი 27–28%-ით გაიზარდა. პერსპექტიული ლოკაცია და განვითარების მასშტაბი პროექტს მიმზიდველს ხდის როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ. განსაკუთრებული ინტერესი ადგილობრივმა მყიდველებმა, ქართველმა ემიგრანტებმა და საერთაშორისო ინვესტორებმა გამოიჩინეს.
Archi Grand Avenue 21 ჰექტარზე ვითარდება, საიდანაც 15 ჰექტარზე მეტი გამწვანებულ და რეკრეაციულ სივრცეებს დაეთმობა. პროექტი აერთიანებს საცხოვრებელ შენობებს, Hilton-ის ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, Wyndham-ის ბრენდირებულ რეზიდენციებს, სპორტულ კომპლექსს, გასტრონომიულ და კომერციულ სივრცეებს.
„მადლობა თითოეულ მომხმარებელს განსაკუთრებული ნდობისთვის. ეს ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი მოლოდინები არა მხოლოდ გავამართლოთ, არამედ გადავაჭარბოთ კიდეც. მათთვის, ვინც ამ ეტაპზე სასურველი ბინის შეძენა ვერ შეძლო, დამატებითი შესაძლებლობა შევქმენით. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახდეს ქალაქის ახალი ცენტრის ნაწილი“, - აცხადებს „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია.