მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.6
0.0007
flag
AZN 1.5345
-0.0005
flag
CNY 38.866
-0.0024
flag
EUR 3.0097
-0.0015
flag
GBP 3.5155
-0.0034
flag
KZT 58.27
0.0008
flag
TRY 0.0536
-0.0001
flag
USD 2.6085
-0.0006
news banner

ჩვენ არ ვართ კომპანია, რომელიც სხვებს მხოლოდ მოუწოდებს საქართველოში ინვესტირებისკენ, არამედ ჩვენ თავად ვართ ამ ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორები | გოჩა კამკია

news image
mbc image

ჩვენ არ ვართ კომპანია, რომელიც სხვებს მხოლოდ მოუწოდებს საქართველოში ინვესტირებისკენ, არამედ ჩვენ თავად ვართ ამ ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორები, - ამის შესახებ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა. 

არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე გაქვთ - დავიწყოთ ამბასადორის საავიაციო სოფლის გახსნით. რას ეფუძნება კონცეფცია, როგორია ინვესტიციის მოცულობა და თქვენი მოლოდინები? რა მნიშვნელობის მატარებელია პროექტი ქვეყნისთვის?

„ამბასადორის“ ავიაციის სოფლის განვითარება ეს არის ჩვენი ჯგუფის, „ამბასადორი“ ჯგუფის მიერ 2024 წლიდან ბიზნესის კეთების კულტურის განვითარების შედეგი შეიძლება ითქვას ვინაიდან, ამ პერიოდში მოგეხსენებათ ძალიან ტრენდული იყო უცხოური, ბრენდული სასტუმროების აშენება საქართველოში, მაგრამ ჩვენი კომპანიის დამფუძნებლის ბატონი ბუბას მიერ იქნა პრინციპული გადაწყვეტილება მიღებული, რომ შეგვექმნა ბრენდი, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნებოდა ქართული, ქართული ხაზის გამტარებელი, ქართულ კულტურასთან ასოცირებული და რაც მთავარია მაღალმსყიდვეულუნარიან ვიზიტორებზე ორიენტირებული ამასთანავე, რა თქმა უნდა საყოველთაო მოხმარების. სწორედ ეს იყო „ამბასადორი“ სასტუმრო, რომელიც გაიხსნა თბილისში, ამას მოყვა საქართველოში გოლფის კულტურის შემოყვანა და განვითარება, რაც გაშენდა „კაჭრეთის ამბასადორში“ და ეს არის ყველასათვის უსაყვარლესი დასასვენებელი ადგილი დღეს. შემდეგში ჩვენ განვავითარეთ გოდერძის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები და ახლა გაზაფხულზე აგრეთვე ვგეგმავთ 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნას ბათუმში, რომელიც იქნება გამორჩეული და პირველად შეიქმნება ესეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც პირდაპირ სხვა დასასვენებელ უმაღლეს წერტილებთან ერთად ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენ ვერტდრომი მოეწყობა და შემდეგი რა თქმა უნდა იყო „ამბასადორი აილენდი“ და შემდეგ უკვე მოვიდა დრო ბრენდის მიერ განვითარებული სხვადასხვა რეგიონებში სინერგიის ვინაიდან, ჩვენ არ ვართ დედაქალაქში თავმოყრილი ბრენდი, ჩვენ ვართ საქართველოს რეგიონებში გაშლილი ინფრასტრუქტურა, რომელიც მოითხოვს თავისებურ სინერგიას და სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, რომელსაც უკვე ხელმძღვანელობს ბატონი ბუბას მხარდაჭერით თორნიკე ქებურია. რატომ არ შეიძლებოდა მოგვეწყო კერძო ავიადრომი საქართველოში. თავად ეს არის უნიკალური პროექტი ვინაიდან, მსგავსი პროექტების განვითარება დაიწყო შეერთებულ შტატებში, შემდეგ საფრანგეთში, ჰოლანდიაში და დღესაც კი მსგავსი ტიპის კონცეფციის განვითარება არ მომხდარა ირგვლივ რეგიონში, რაც იმას ნიშნავს რომ საქართველომ ამ მხრივ განაცხადი და ეს სწორედ საქართველოში კეთდება ექსკლუზიურად, რაც ნიშნავს იმას რომ ეს არის კილომეტრ 200-იანი ზოლი, სადაც შეუძლია ნებისმიერ კერძო ავიაციით დაინტერესებულ პირს მოიხმაროს და ის ღებულობს კერძო თვითმფრინავებს. აგრეთვე, აქ მოეწყობა 50-მდე ვილა და კერძო ანგარები და მფრინავს შეუძლია მის ირგვლივ მოიწყოს ყოველგვარი ინფრასტრუქტურა, რაც შეეხება საცხოვრებელს, გასაჩერებელს და აგრეთვე აფრენა-დაფრენის მომსახურებას.

რაც ყველაზე მთავარია ჩვენ მოცემულ შემთხვევაში სინთეზი გავაკეთეთ ინფრასტრუქტურის, პროფესიული ცოდნის და ბიზნეს მოდელის, რაც იმას გულისხმობს რომ ამ ავია სოფელში აგრეთვე გაიხსნება სპეციალური სკოლა, რომელიც მოახდენს მომავალი პილოტების გადამზადება-სერტიფიცირებას. ვინაიდან, საქართველოში არ არის ეს მიმართულება განვითარებული და ჩვენ გვინდა რომ განათლების მიმართულება ამ მხრივ იყოს დამკვიდრებული, რათა პირველ რიგში კულტურა განვითარდეს საფრენოსნო და შემდეგ უკვე გადავიდეს ეს სამომხმარებლო დონეზე.

გარდა ამისა, აგრეთვე იქნება მოწყობილი ტექნიკური მომსახურების ცენტრი, რომელიც უზრუნველყოს თვითმფრინავების მუდმივ გამართულობას, სერტიფიცირებას და ამ მხრივ უკვე გაფორმებულია მსხვილ ავიაკომპანიებთან და თვითმფრინავების მწარმოებელ კომპანიებთან შესაბამისი სერვისის ხელშეკრულებები, რაც იმას ნიშნავს რომ ეს არ არის ცალკეული აღებული უძრავი ქონების ან ვილების განვითარება ან თვითმფრინავების, ეს არის მთლიანი ეკოსისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ახალი ცხოვრების სტილის დანერგვას.
აგრეთვე, ამას ემატება უკვე შექმნილი ინფრასტრუქტორა ვინაიდან კაჭრეთში დღეს არის უმაღლესი დონის სასტუმროები, აპარტამენტები ასევე საცურაო აუზები, გოლფის მოედანი, აკადემია. შესაბამისად, ნებისმიერი დონის მომხმარებელს ჩვენ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ და გავუწიოთ შესაბამისი სერვისები.

აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ მარიამს, აგრეთვე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უდიდესი მხარდაჭერისთვის. ვინაიდან, ძალიან მოკლე პერიოდში მოხდა ამ ადგილის სერტიფიცირება, დოკუმენტების გამართვა და ჩვენ ვუზრუნველყავით ის რომ საქართველო დატანილი ყოფილიყო მსოფლიოს კერძო აეროდრომების რუკაზე და შედეგმაც არ დააყოვნა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობითა და მხარდაჭერით გაიმართა პირველი საერთაშორისო საავიაციო ფრენა და მოცემულ შემთხვევაში ლუქსემბურგიდან შეიკრიბა 26 საფრენი ხომალდი და დაახლოებით 50-მდე პილოტს ვუმასპინძლეთ ჩვენ „კაჭრეთის ამბასადორში“ და აღსანიშნავია რომელი ქვეყნები იყო ეს შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, პოლონეთი, ჩვენი მეზობელი თურქეთი და არ მინდა გამომრჩეს არცერთი ქვეყნის წარმომადგენელი ევროკავშირის მსხვილი ქვეყნებიდან, რომლებიც გვეწვივნენ და აღნიშნეს ამ დღის განვითარება ჩვენთან ერთად.

რა თქმა უნდა ჩვენ ვართ ამ მხრივ პიონერი კომპანია, რომელმაც მსგავსი პროექტი განახორციელა საქართველოში და განაცხადა, რომ მსგავსი ინფრასტრუქტურის მოწყობა არის სახელმწიფოს მხარდაჭერით შესაძლებელი. ამიტომ ჩვენ ძალიან გვინდა რომ ბიზნესმა მხარი აუბას ამ ინიციატივას და საქართველოს რეგიონებში მოხდეს მსგავსი ინფრასტრუქტურების განვითარება ვინაიდან, პირველივე კითხვა როცა ჩვენ მივიღეთ ეს საერთაშორისო ექსპედიცია კაჭრეთში მათი სურვილი იყო რომ ძალიან ლამაზია სადაც დავეშვით საქართველო როგორი მომხიბვლელი არის ჰაერიდან, ჩვენ გვინდა სხვა კუთხეებში აგრეთვე მოგზაურობა საკუთარი თვითმფრინავებით და ჩვენ თუ საქართველოს რუკას დავხედავთ თვითმფრინავით შეიძლება ნებისმიერ კუთხეში მისვლა ერთი საათი და 20 წუთის განმავლობაში მაქსიმუმ. აქედან გამომდინარე, მაშინ როცა მანქანით შეიძლება 6-6.5 საათიც დასჭირდეს ხანდახან. შესაბამისად, სტუმარმასპინძლობის კულტურის განვითარება ბევრად უფრო საქართველოს აიყვანს სხვა სიმაღლეებზე. ჩვენ უფრო მაღალი სეგმენტის მოგზაურებზე და ვიზიტორებზე გვექნება გათვლა და მიმღებლობა და აგრეთვე, როგორც სახელმწიფო, ასევე „ამბასადორი“ ჯგუფი, რომელმაც წამოაყენა ეს ინიციატივა სხვა ბიზნესების მიერ მსგავს ინფრასტრუქტურის განვითარების შემთხვევაში ჩვენ უკვე შეგვეძლება ამ წარმატების გაზიარება ერთმანეთში და ერთობლივად მასპინძლობა ამ საერთაშორისო ვიზიტორების, რაც იქნება ძალიან კარგი.

როგორია დღეს ამბასადორი ჯგუფის პროექტების პორტფელი და მისი როლი ქვეყნის ტურისტულ და საინვესტიციო მიმზიდველობაში?

საერთაშორისო ინვესტორი, მაშინ, როცა ღებულობს გადაწყვეტილებას ქვეყანაში შემოსვლის შესახებ, ის პირველ რიგში აანალიზებს ბაზარს და, აგრეთვე, აანალიზებს მის ნეგატიურ და პოზიტიურ მხარეებს. ყველა ინვესტორი ეძებს პოზიტიურ მხარეს, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ მოახდინოს ინვესტირება.

თავად ჩვენ გვაქვს ისეთი პოზიციონირება, რომ ჩვენ არ ვართ ის კომპანია, რომელიც მოუწოდებს საქართველოში ინვესტიციებისკენ, არამედ ჩვენ თავად ვართ ამ ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორები. შესაბამისად, ვთავაზობთ იმ საინვესტიციო პორტფელებში, რომლებსაც ვქმნით, და არის გამორჩეული ამ წარმატების ფორმულის გაზიარება.

თავად „ამბასადორი ჯგუფი“ დღეს წარმოდგენილი არის კახეთის რეგიონში, თბილისში, მაღალმთიან რეგიონში, აჭარაში, სადაც ვიყავით ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც ავაშენეთ 5-ვარსკვლავიანი კომპლექსი და, შეიძლება ითქვას, რომ ევროპაში ერთ-ერთი მაღალი დონის ინფრასტრუქტურა არის.
საქართველოში ეს არის ის, რასაც ვხსნით - ბათუმის სასტუმრო და „ამბასადორი აილენდი“, რომელიც არის ჩვენი გლობალური პოზიციონერების პროექტი.

იცით, ყველას უკვირს, სიმართლე გითხრათ, როგორ ახერხებს ასეთი პატარა ქვეყანა მსგავსი მეგაპროექტის ორგანიზებას, დაგეგმვას, შემდგომში განხორციელებას, საერთაშორისო ბაზარზე გატანას და შემდეგში ინვესტორების დარწმუნებას იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში საინვესტიციო გარემო არის ძალიან მიმზიდველი.

მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, ვასრულებთ ლოკომოტივის როლს, რომელიც საკუთარ თავზე იღებს ამ რისკებს, ამ განცხადებას, ამ ფინანსურ რისკებს და შემდეგში ხდება უკვე ამ ყველაფრის გამანაწილებელი.

„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ HOLM Developments-თან საერთაშორისო საინვესტიციო-დეველოპერული შეთანხმება გააფორმა - რას ითვალისწინებს სიახლე დ როგორია თქვენი მოლოდინები აღნიშნულ თანამშრომლობასთან მიმართებით?

თავად ბათუმის კუნძულის მსოფლიო არენაზე რეკლამირება და გატანა ჩვენ დავიწყეთ მას შემდეგ, რაც დავდეთ ძალიან ძლიერი შედეგები. კერძოდ, მაშინ, როდესაც 50% აღვასრულეთ, გენგეგმა იყო დამტკიცებული, ნებართვები აღებული და პროექტი ძალიან აქტიური განხორციელების ეტაპზე.

HOLM Developments-ი - ეს წარმოადგენს არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად კომპანიას, რომელიც მიმართული არის მაღალმხარჯველუნარიან მყიდველებზე, ძალიან მაღალი ხარისხის დონეზე და ცხოვრების სტილის შეთავაზებაზე მომხმარებლების მიმართ.

ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, რატომ მოხდა ხელშეკრულების გაფორმება?

ვინაიდან მოხდა როგორც ფინანსური, ასევე ღირებულებითი თანხვედრა ჩვენ ორ კომპანიას შორის. მე მადლიერი ვარ HOLM Developments-ის, რომ სწორედ მათაც აირჩიეს ქართული კულტურის ხაზი, ქართული სახელმწიფოს ის კულტურა, რაც უნიკალური გვაქვს - ექსპორტი არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში.

ეს თავად პრეზენტაციაზეც ეტყობოდა, როცა ეროვნული ცეკვებით აღინიშნა ეს ღონისძიება, ქართული სიმღერებით. უნიკალური შემთხვევა ის იყო, რომ დაახლოებით 100-ზე მეტი ინფლუენსერი იყო ჩამოსული დუბაიდან და დღეს თქვენ რომ დუბაიში სოციალურ ქსელში შეხვიდეთ, ფაქტობრივად, აჭრელებული არის საქართველოთი, აჭრელებული არის ბათუმით და ყველა აღტაცებით საუბრობს ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს სამშობლოზე და ამ მიმზიდველ გარემოზე, რაც საქართველოს გააჩნია.

რაც შეეხება თავად HOLM Developments-ს, ისინი განახორციელებენ კუნძულზე $250 მლნ-ზე მეტ ინვესტიციას, განავითარებენ ულტრა თანამედროვე კომპლექსს, რომელიც შედგება სასტუმროსგან, აპარტამენტებისგან და დასასვენებელი წერტილებისგან.

და რაც ყველაზე მთავარია, აქამდე როგორი იყო პრეცედენტი, ხომ - რომ ქართული კომპანიები არწმუნებდნენ საზღვარგარეთ მომხმარებლებს: თითოეულ უძრავ ქონებაში ან აპარტამენტში ჩადე ინვესტიცია, რომ შემდეგში მოიგო გარკვეული თანხა, ვინაიდან ეს არის მიმზიდველი.

ჩვენ აბსოლუტურად შევცვალეთ ეს რეალობა და მსოფლიო ბაზარზე განვაცხადეთ, რომ „ამბასადორი ჯგუფმა“ შექმნა კულტურა ჯოინთ ვენჩერების და, აგრეთვე, საერთაშორისო პარტნიორობის, რომ ჩვენ კი არ ვყიდით აპარტამენტებს, არამედ ჩვენ უკვე საზღვარგარეთის წარმატებულ დეველოპერებს ვიწვევთ მსგავს გარემოში, სადაც ისინი შექმნიან ეკოსისტემას და ისინი თავად მოახდენენ წარმატებული ბიზნესმოდელის საფუძველზე საზღვარგარეთ პოზიციონირებას და საქართველოს წარმატებული ბიზნესგარემოს ექსპორტს.

რაც არის უნიკალური შემთხვევა და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ხაზს გავაგრძელებთ და წარმატებებს ვუსურვებთ HOLM-ს. ეს არის პირველი მსხვილი დეველოპერი, რომელიც შემოვიდა და მათი წარმატება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.

⁠როგორია თქვენი საერთაშორისო თანამშრომლობა და მიმდინარე სიახლეები?

„ამბასადორი აილენდი“ თავად ცხოვრების კონცეფციის და ფილოსოფიის პარალელურად, ეს არის მეგა საერთაშორისო პროექტი, რომელსაც სჭირდება თავისი ხაზი პოზიციონირების და შესაბამისი საკომუნიკაციო ენა იმისთვის, რომ მსოფლიოს ირგვლივ იპოზიციონიროს სახელმწიფოსთან ერთად.

მოცემულ შემთხვევაში, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს პროექტი გავხადოთ მაქსიმალურად ინსტიტუციური, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ირგვლივ ჩვენ ვეძებთ ძალიან ბევრ კავშირებს და ვეუბნებით, რომ იცით რა, ჩვენ შევქმენით მულტიკულტურული გარემო კუნძულზე, სადაც თანამშრომლობა ბიზნესებს შორის არის კულტურის დონეზე და არა მხოლოდ სამართლებრივად მოწესრიგებული.

აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა ბევრად უფრო საინტერესოა, ვინაიდან ქმნის განვითარებადი ბაზრისა და განვითარებული ინსტიტუციების სინთეზს.

ამ სტრატეგიამ საერთაშორისო მიმართულებით, რა თქმა უნდა, გამოიღო საკუთარი შედეგები. ის, რომ ჩვენ სულ მალე დავაანონსებთ შემდეგ პროექტებს უკვე ერთ-ერთ უმსხვილეს დუბაის კომპანიასთან და მეორე - კიდევ ერთ-ერთ უმსხვილეს აბუ-დაბის კომპანიასთან უკვე შემოდგომაზე, სადაც ჯოინთ ვენჩერები იქნება გაფორმებული და „ამბასადორი“ ამ კომპანიებთან ერთად იქნება, როგორც პარტნიორი, წარმოდგენილი.

ეს პრეზენტაციები გაიმართება როგორც საქართველოში, ასევე დუბაიში, ასევე აბუ-დაბიში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა ხდება უფრო და უფრო ხმამაღალი რეგიონული მასშტაბით, ვინაიდან ამბობს, რომ მე მაქვს არამხოლოდ ინსტიტუციური წესრიგი, არამედ ძალიან მაგარი შესაძლებლობები, სადაც ერთ-ორ დღეში შეიძლება ეს ყველაფერი იქცეს რეალობად.

ამ მხრივ, ერთ მცირე საიდუმლოს გაგანდობთ, როგორ ვპოზიციონირებთ ჩვენ ამ მიმართულებით.

კერძოდ, ჩვენ არ ვართ, როგორც მიწის გამყიდველი კომპანია. ჩვენ თითოეულ მიწას, გენგეგმას როცა ვამუშავებთ, შემდეგ ვაანალიზებთ, ვაკეთებთ ფისიბილითი სთადის, შემდეგ იურისტები, ეკონომისტები ერთვებიან ამ ყველაფერში, აკეთებენ ერთიან კომპანიას, სადაც უკვე ჩვენ გვაქვს წინადადება ინვესტორებთან - სად გვხედავენ ისინი ჩვენ პარტნიორად, ამ ბიზნესის მარტო განმავითარებლად თუ ოფციონერად, რომელიც ჩვენთან ერთად დაიწყებს პროექტს და შემდეგში გამოვალთ ჩვენ პროექტიდან და გააგრძელებს თვითონ ამ წარმატებულ საქმიანობას.

რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესს საერთაშორისო დონეზე შეუძლია „ამბასადორი აილენდზე“ სულ რაღაც ერთ დღეში დაიწყოს როგორც ძალიან წვრილი, ასევე საშუალო, ასევე უმსხვილესი ბიზნესი და ჩვენ საერთაშორისო ინვესტორებს ამ კულტურის დახვედრებასთან ერთად ძალიან ვუზოგავთ დროს, რათა მიიღონ გადაწყვეტილებები.

გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ფანტასტიური სიახლე. კერძოდ, ორი დღის წინ მე მქონდა პოლონეთში ვიზიტი, სადაც ხელი მოვაწერეთ, BNI გლობალის წევრები გავხდით.

BNI გლობალი არის ამერიკული საერთაშორისო ბიზნესორგანიზაცია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით აერთიანებს 250 000-ზე მეტ ბიზნესორგანიზაციას და ის პოზიციონირებს სხვადასხვა გეოგრაფიაში და ჩვენ გავხდით BNI Poland-ის წევრები.

BNI Poland-ის ქვეშ მოხდა ქართული ქოლგის განვითარება, სადაც ჩვენთან ერთად სხვა ქართული კომპანიები იქნებიან გაერთიანებული და როგორც ქართულ კომპანიებს, ასევე პოლონურ კომპანიებს, კვირაში დაახლოებით 20 კომპანიას შესაძლებლობა ეძლევა, ერთმანეთთან ჰქონდეს B2B შეხვედრები, განავითარონ ბიზნესიდეები, გაცვალონ და შემდეგში ამის ინტეგრირება მოხდეს უკვე „ამბასადორი აილენდზე“.

შემოდგომაზე უკვე იგეგმება მსხვილი პოლონური კომპანიების ვიზიტი, სადაც მოხდება პირველი საერთაშორისო ვიზიტი და ფორუმის გამართვა და ჩვენ ამით ვეუბნებით პოლონეთს, რომ ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენ ვართ თქვენი ქოლგის ქვეშ, თქვენი წევრები, ჩვენ ვსარგებლობთ იმ ღირებულებებით, რომელსაც თქვენ ატარებთ და ეს არის ერთ-ერთი უძლიერესი ორგანიზაცია დღეს ბიზნესის პოლონეთში.

თავის მხრივ, ჩვენც მოგვაქვს ღირებულებები ამ ორგანიზაციაში და შესაძლებლობები, რომლითაც, აგრეთვე, იხეირებს პოლონური ბიზნესი საქართველოში წარმომადგენლობით.

აქედან გამომდინარე, „ამბასადორის კუნძული“ უფრო და უფრო ხდება ინსტიტუციური პროექტი და ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ინსტიტუციების წარმოდგენა კუნძულზე. ვინაიდან, იცით, რა არის - მაშინ, როცა საერთაშორისო ბიზნესორგანიზაცია არის კონკრეტულ ტერიტორიაზე წარმოდგენილი, ბიზნესსაც სხვა მენტალობა და სხვა მიდგომა აქვს ამ ბიზნესის პროექტის მიმართ და დაცულობის განცდა, მაშინ, როდესაც საერთაშორისო ბიზნესზე არის საუბარი.

რა ეტაპზეა „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტის მიმდინარეობა, როგორია პარტნიორობა და სიახლეები?

ჩვენ გვაქვს სასიამოვნო სიახლეები „ამბასადორი აილენდთან“ დაკავშირებით. კერძოდ, ამჟამად ჩვენ ორ გლობალურ მოთამაშესთან - ერთი Shop Architects ნიუ-იორკში, რომელიც არის ერთ-ერთი ვარსკვლავი კომპანია ამერიკის არქიტექტორების, ასევე გლობალურ არუფთან ერთად - ვახორციელებთ გენგეგმაში ცვლილებას და მოდერნიზაციას, რათა კუნძული იყოს ბევრად უფრო მომხიბვლელი და ბევრად უფრო გაუმჯობესებული.

აქ ფუნდამენტურად გვაქვს ორი ცვლილება. კერძოდ, კუნძულის ტერიტორიის თავდაპირველი ვარიანტი ითვალისწინებდა მხოლოდ მაღლივი განვითარების შენობებს. ახლა გენგეგმაში შევა ცვლილება, რომლის თანახმადაც უკვე გაჩნდება კუნძულის პირველ ზოლში დაბალი განაშენიანება, რაც იქნება ადამიანზე უფრო მეტად ორიენტირებული, ფეხით მოსეირნეებზე ორიენტირებული და უფრო მეტ სიმშვიდეს იძლევა მომხმარებლებისთვის. ეს არის ამ საერთაშორისო კომპანიების რჩევა.

მეორე განსაკუთრებული სიახლე, რაც გვაქვს, არის ის, რომ მას შემდეგ, რაც მოვახდინეთ ბრენდის სინერგიის გამოხატულება და შემდეგში მოხდა „ამბასადორის ავიასოფლის“ განვითარება კაჭრეთში, რატომაც არა, ვთქვით, იგივე მდგომარეობა მოვახდინოთ „ამბასადორის კუნძულთან“ მიმართებაში.
შესაბამისად, უკვე საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობით მიმდინარეობს პროექტში ცვლილებები, სადაც ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობა მოხდება „ამბასადორი აილენდზე“ და კაჭრეთის ავიასოფლის მსგავსად, ჩვენ მომავალში მოვახდენთ კერძო თვითმფრინავების თავად კუნძულზე მიღებას.

რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც საქართველოს შიგნით, ასევე საქართველოს გარეთ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ კუნძულთან და ეს იქნება უნიკალური გარემო, სადაც იქნება განვითარებული როგორც იახტ-კლუბი, ასევე ვერტოდრომები, ასევე დრონების მომავლის ასაფრენ-დასაფრენი ზონები და პირდაპირი ავიამიმოსვლა კუნძულთან.

მსგავსი პრეცედენტი ჯერ მსოფლიოში არ არსებობს. თუ ჩვენ ადრე ვამბობდით, რომ საქართველო ისწრაფვის მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნების მაგალითებისკენ, ახლა არავის არ შეუძლია თქვას, რომ მსგავსი მაგალითი მსოფლიოში არსებობდა და ქართველებმა გადავიღეთ. ეს არის პირველი უნიკალური პრეცედენტი.

კიდევ ერთხელ უნდა გაესვას ხაზი კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ძალიან აქტიური ურთიერთთანამშრომლობის შემთხვევას. ვინაიდან, მსგავსი პროექტების ასე სწრაფი მართვა და აღსრულება ძალიან ბევრი განვითარებული ქვეყანა ამას ვერ დაიკვეხნის.

და ის, რომ საქართველოში იქმნება ეს პრეცედენტები, ეს ჩვენ ქვეყანას უკვე სხვა სიმაღლეზე აყენებს, რითაც ვარ ბედნიერი და ამ მხრივ მადლობა მინდა გადავუხადო როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე საჯარო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც, როგორც საკუთარ სახლს, როგორც საკუთარ ქვეყანას, ისე უყურებენ ამ პროექტს, ძალიან გვგულშემატკივრობენ და გვაჩქარებენ იმისთვის, რომ იქნეს აღსრულებული.

რა რჩება „ამბასადორი აილენდ ბათუმის” 2026 წლის ძირითად პრიოიტეტად?

პირველი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის ახალი ინოვაციები, რაც გვაქვს გენგეგმაში გათვალისწინებული. ვგულისხმობ დაბალ განაშენიანებას, უფრო მეტ რეკრეაციას, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობას. დავასრულოთ წლის ბოლომდე და ავსახოთ სანებართვო დოკუმენტაციაში.

გარდა ამისა, ვინაიდან უკვე 50% ამ პროექტის ოფიციალურად ექსპლუატაციაში არის მიღებული და 50%-ზე მეტის განაშენიანება ამჟამად მიმდინარეობს 24 საათის რეჟიმში, ჩვენ უცხოურ კომპანიებს, ისევე როგორც ქართულებს, მივეცით შესაძლებლობა, უკვე დაეწყოთ კონკრეტული მიწის ნაკვეთების შეძენა და დაეწყოთ პროექტები.

ამ მხრივ მართლაც ძალიან ვამაყობთ, რომ, წარმოიდგინეთ, გარდა „ამბასადორი ჯგუფისა“, რვა ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია ახორციელებს პროექტებს „ამბასადორი აილენდზე“.

ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ ამ ორგანიზაციების უკვე მოხდეს განსხეულება მათი სამუშაოების და სასწრაფოდ უკვე სანებართვო დოკუმენტაციები იქნეს მათთან ერთად კოორდინაციაში მოწესრიგებული და 24-საათიან რეჟიმში, ფაქტობრივად, ამაზეც ვმუშაობთ.

წლევანდელი წელი რითი იყო საინტერესო, რომ „ამბასადორი აილენდზე“ უკვე გამოჩნდა პირველი ცათამბჯენის ოთხი სართული, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ უკვე ეკონომიკა ვითარდება, ამ ლოკაციაში ეკონომიკა მიდის წინ.

ჩვენი ამბიციაა, მომავალ წელს და მე ბედნიერი ვიქნები თქვენთან მომავალი სტუმრობისას, თუ ამას შედეგის თვალსაზრისით დავდებ - დაახლოებით 7-8 მიმდინარე მშენებლობა იქნება ამ არეალში ქართული და უცხოური კომპანიების მიერ განვითარებული.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა

16.09.2026.11:25

პარალიმპიელი ჩემპიონების და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით საქართველოს ბანკის მიერ შექმნილ კამპანიას “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?” კიდევ ერთი კომპანია - თეგეტა შეუერთდა. კომპანიამ პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან დაიწყო თანამშრომლობა.

საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს პარალიმპიელი ჩემპიონებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას. ასევე, მოუწოდოს სხვა ბრენდებს, ჩაერთონ ამ პროცესში რათა მათთან ერთად პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ.

„პარალიმპიელი ჩემპიონები სპორტულ შედეგზე ბევრად მეტს გვიმტკიცებენ — მათი გამარჯვებები შესაძლებლობების, შეუპოვრობისა და სიძლიერის ნათელი მაგალითია. თეგეტაში გვჯერა, რომ მათი გზის მეტად ხილვადობა და მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია უფრო თანასწორი და ინკლუზიური გარემოს შექმნისკენ, რაც ჩვენთვის, ამავდროულად, კორპორაციული პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილია,“ - მარიამ ჯაფარიძე, CSR კოორდინატორი, თეგეტა

ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია

საქართველოს ბანკის კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“

კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა – შეავსონ ცარიელი ადგილი, და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა. კამპანიაში უკვე 15-მდე კომპანიაა ჩართული და ჯერ კიდევ ღიაა სივრცე. ახლა მთავარია, კიდევ რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა