მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.7
0.0097
flag
AZN 1.5258
-0.0001
flag
CNY 38.869
-0.0022
flag
EUR 2.8649
-0.0144
flag
GBP 3.4287
-0.0144
flag
KZT 58.3
-0.0019
flag
TRY 0.0515
-0.0001
flag
USD 2.5934
-0.0001
news banner

ჩვენ გვაქვს სტრუქტურული უმუშევრობა - გვყავს მნიშვნელოვანი ნაწილი მოსახლეობის, რომელიც ეძებს სამუშაოს და მეორეს მხრივ, გვაქვს სამუშაო ადგილები, რომელზეც ვერ ხდება მოთხოვნის დაკმაყოფილება და ეს აცდენა ბაზარზე არის სერიოზული გამოწვევა l ლევან ვეფხვაძე

news image
mbc image

ჩვენ გვაქვს სტრუქტურული უმუშევრობა - გვყავს მნიშვნელოვანი ნაწილი მოსახლეობის, რომელიც ეძებს სამუშაოს და მეორეს მხრივ, გვაქვს სამუშაო ადგილები, რომელზეც ვერ ხდება მოთხოვნის დაკმაყოფილება და ეს აცდენა ბაზარზე არის სერიოზული გამოწვევა - ამის შესახებ ლევან ვეფხვაძემ, BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერის" ეთერში განაცხადა.

„მე ვფიქრობ რომ ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი რომ ბიზნეს კვლევის მაჩვენებლები ძალიან კავშირშია და კორელაციაშია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებთან და პირიქით, იმიტომ რომ ბიზნესი, კერძო ნაწილი მნიშვნელოვანი კონტრიბუტურია ეკონომიკური ზრდის, დამატებით ღირებულების შექმნის ქვეყანაში. შესაბამისად, თუ ვხედავთ რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მაღალია ბიზნესის ნაწილშიც განწყობები, აქტივობები და ასე შემდეგ აქაც მზარდია და პირიქით, თუ ვხედავთ რომ ბიზნესი არის ოპტიმისტურად განწყობილი და ოპტიმიზმი ბიზნესში ნიშნავს იმას რომ ის ცდილობს გაფართოებას, ახალი პროექტების დაწყებას და ასე შემდეგ. ვხედავთ რომ ეს ყველაფერი მერე უკვე ეკონომიკურ ზრდაში აისახება ანუ რაღაცნაირად ერთ ფურცელზეა თავმოყრილი.

თქვენ რომ ვნახოთ წინა კვარტლის მოლოდინები მცირედით შემცირებული იყო და ეს გაუარესება დაკავშირებული იყო საერთაშორისო ვითარებასთან იმიტომ რომ ეს ყველაფერი უკავშირდება, მაინც იმ გლობალურ გაუგებრობას და ომებს და ასე შემდეგ, რომელიც ჩვენს გარშემო ტრიალებს. მათ შორის, ესკალაციას ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ ბოლო პერიოდში ნელ-ნელა ეს ყველაფერი გადაფარა მიუხედავად ამ ნეგატიური გეოპოლიტიკური დინამიკისა, რომელსაც ჩვენ გარშემო ვხედავთ გადაფარა იმ აქტივობებმა რომელიც უკავშირდება გაყიდვებს, სერვისების პროდუქტების. მნიშვნელოვანი ზრდა არის და აქედან გამომდინარე, ბიზნესი ხედავს რომ საინვესტიციოდ ხელსაყრელი პირობაა ეს კონკრეტული პერიოდი. შესაბამისად, თუ მე იმედი მაქვს რომ ეხლა რომ ჩავდებ გარკვეული პერიოდის მერე უკუგებას, სარგებელს ვნახავ შესაბამისად, მივიღებ გადაწყვეტილებას ახალი პროექტების დაწყების, პროექტების გაფართოების, მაგრამ აქ უკვე ვხედავთ რომ იზრდება ძალიან მნიშვნელოვნად მოთხოვნა სამუშაო ძალაზე და ვხედავთ დეფიციტს ამ სამუშაო ძალაზე განსაკუთრებით სპეციალისტების ნაკლებობაზე იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვიწყებთ ახალ პროექტს, ან ვიწყებთ გადაიარაღებას, შეცვლას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მაინც ახალ ტექნოლოგიებს უკავშირდება და აი აქ უკვე გვიჭირს როგორც ჩანს ადგილზე სამუშაო ძალის ნაწილში შრომის ბაზარზე მიწოდება და მიწოდების პრობლემაა. გარკვეულწილად ახსენე პარადოქსი იმიტომ რომ გარკვეულწილად ჩვენ გვაქვს რაღაც სტრუქტურული უმუშევრობა იმ გაგებით რომ ჩვენ გვყავს მნიშვნელოვანი ნაწილი მოსახლეობის, რომელიც ეძებს სამუშაოს და მეორეს მხრივ, გვაქვს სამუშაო ადგილები რომელზეც ვერ ხდება მოთხოვნის დაკმაყოფილება და ეს აცდენა ბაზარზე არის სერიოზული გამოწვევა დღემდე ბოლო რამოდენიმე წელია ჩვენ ვხედავთ რომ ეს გამოწვევა არის მას შემდეგ რაც ბიზნესი არის აქტიური. ბიზნესი აქტიურია, ბიზნესს გაფართოება უნდა, ახალ ინვესტიეიცებს ახორციელებს და ბოლოს აღმოაჩენს რომ მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი შეიძლება იყოს ამ პროექტების განვითარებისთვის სპეციალისტების ნაკლებობა“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ველით, რომ ბიზნესი აქტიური იქნება და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე თავად დააყენებს მნიშვნელოვან საკითხებს | ლევან ვეფხვაძე

16.11.2026.10:26

ველით, რომ ბიზნესი აქტიური იქნება და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე თავად დააყენებს მნიშვნელოვან საკითხებს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.

„წინასწარ დღის წესრიგი ჩვენ არ გვაქვს და ამით არის ეს შეხვედრა გამორჩეული, იმიტომ რომ ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ შედგეს დიალოგი. რაც შეეხება საკითხებს, ჩვენ ველით, რომ ბიზნესი იქნება აქტიური და თავად დააყენებს საკითხებს.

ყველაზე მთავარი არის სწორედ ის, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ წარვადგენთ ბიზნესინდექსს, რომელზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია თქვენთან სტუდიაში, და ვნახავთ ბოლო, მესამე კვარტლის შედეგებს, რაც, სხვათა შორის, ძალიან მაღალი რიცხვებია, ძალიან კარგი ნიშანია იმისა, რომ ინვესტიციებია ქვეყანაში. თუმცა, ამავდროულად, ვხედავთ, რომ, მიუხედავად იმისა, რომ კლება არის ხელის შემშლელი ფაქტორების ნაწილში, დაახლოებით ათი პუნქტია კლება წინა კვარტალთან შედარებით, მაინც ვხედავთ, რომ მანამდე თუ იყო, პირობითად, 60%-მდე, დღეს არის 50% კომპანიების, რომლებიც გარკვეულ ნაწილში საუბრობენ ხელის შემშლელ ფაქტორებზე.

მნიშვნელოვანია, რომ აქ ახსენი კიდევაც, რომ პირველ ადგილზე ეს არის კვალიფიციური სამუშაო ძალა, კვალიფიციური კადრები, მაგრამ მეორე ადგილზე არის ადმინისტრაციული პრობლემები, რეგულაციები და ასე შემდეგ. სწორედ ეს არის ეს ფორმატი, როდესაც პრემიერი პანელზე უშუალოდ დაჯდება და ექნება მას პირდაპირი კომუნიკაცია ბიზნესთან.

ძალიან მნიშვნელოვანია მეორე პანელიც, იმიტომ რომ ამ მეორე პანელზე იქნება წარმოდგენილი ეკონომიკური ბლოკის ყველა მინისტრი. იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ქალბატონი ნათია, და აქაც სექტორულად, მიმართულებების მიხედვით, გვექნება შესაძლებლობა, რომ ძალიან ღია და უშუალო დიალოგი წარვმართოთ საქართველოს მთავრობასთან.

ჩვენ ეს დიალოგი ტრადიციად ჩამოგვიყალიბდა. ამ ტიპის ფორუმების გამართვა და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია თვითონ მთავრობისთვისაც, მოისმინოს კიდევ ერთხელ, გაიაზროს ის რეფორმები, ცვლილებები და, თუ რაიმე დასაკორექტირებელია, ერთად ვიმუშაოთ ამაზე, იმისათვის, რომ აქ ყველაზე მთავარი გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა.

ეს თავისთავად ნიშნავს ბიუჯეტში დამატებით შემოსავლებს და, მეორეს მხრივ, ეს ნიშნავს დამატებით გენერირებულ შემოსავალს კომპანიებისთვის. ანუ ეს არის ორმხრივი ინტერესი ქვეყნისთვის, კომპანიებისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის და, შესაბამისად, ამაზე ერთად უნდა ვიმუშაოთ ძალიან აქტიურად,

ჩვენ დღის წესრიგს სპეციალურად რატომ არ ვადგენთ? იმიტომ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თავად მოდიოდეს კომპანიებისგან, სექტორულად, ის პრობლემები, რომლებიც მათ მიაჩნიათ, რომ დროულად უნდა მოგვარდეს. ჩვენ არ ვკეტავთ, ჩარჩოებს არ ვაწესებთ და ძალიან კარგია, რომ ამაზე მთავრობა მოდის და მას არ სჭირდება რაღაც დადგმული, წინასწარ განსაზღვრული გზავნილების მომზადება.

ეს არის ისეთი ტიპის უშუალო დიალოგი, როდესაც წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგის გარეშე კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი საკითხები დააყენონ და, შესაბამისად, მთავრობის ყველაზე მაღალი ინსტანცია - პრემიერ-მინისტრი, მინისტრები და ა.შ. ყველანი იქნებიან წარმოდგენილები აქ, სხვათა შორის, მოადგილეებიც, იმისათვის, რომ უშუალოდ ადგილზე კონკრეტული პასუხებიც გავცეთ და, თუ რაიმე პროცესი არის დასაწყები, ერთად დავიწყოთ და ვიმუშაოთ“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა