ჩვენ გვინდა, რომ CITYZEN EXPO-ს სივრცე იყოს ულამაზესი, ყველაზე კარგი, ყველაზე მოვლილი, გვეამაყებოდეს იქ სტუმრის მიყვანა ან ნებისმიერი მოქალაქე როცა შევა შიგნით და დაისვენებს, იყოს ბედნიერი და შინაგანი მადლიერების გრძნობა გააჩნდეს პროექტის შემსრულებლების მიმართ - მინდია საბანაძე
ორი მესამედი ფაქტობრივად მოვიკელით კოეფიციენტი, - განუცხადა "იმედის კვირას" IG Development-ის დამფუძნებელმა მინდია საბანაძე დიდუბის პროექტზე - CITYZEN EXPO-ზე საუბრისას.
მისივე თქმით, პროექტის ავტორების მიზანია, რომ CITYZEN EXPO ყველაზე მოვლილი და საამაყო პროექტი იყოს.
"ფაქტობრივად, ფოკუსები უნდა ატარო, რომ მოგება ნახო და მოემსახურო სივრცის განვითარებას. ჩვენ გვინდა, რომ ის სივრცე იყოს ულამაზესი, ყველაზე კარგი, ყველაზე მოვლილი, გვეამაყებოდეს იქ სტუმრის მიყვანა ან ნებისმიერი მოქალაქე როცა შევა შიგნით და დაისვენებს, იყოს ბედნიერი და შინაგანი მადლიერების გრძნობა გააჩნდეს პროექტის შემსრულებლების მიმართ.
2.1 არის ჩამოწეული კოეფიციენტი და იქიდან ბოლომდე არ ვიყენებთ, კიდევ რაღაცეებს ვამცირებთ. ანუ 18%-ზე ხდება განაშენიანება. საგამოფენო სივრცეს და რეკრეაციას არ ვეხებით. ხდება განაშენიანება უკიდურეს კუთხეებში, სადაც არის დაბეტონებული ისედაც და რაღაცებია გაკეთებული", - განაცხადა მინდია საბანაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.