მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩვენ ქართველ ხალხს, დიდი ხნის წინ გვაქვს ევროპული არჩევანი გაკეთებული, რაც აისახა შემდგომში უკვე ასოცირების ხელშეკრულებაზე, ვიზალიბერალიზაციაზე, კანდიდატის სტატუსზე, თუ სხვა ევროპულ მონაპოვარზე - ნოშიკო ნამორაძე

news image
mbc image

ვფიქრობ, რომ რა არჩევანიც არ უნდა გავაკეთოთ ქართველმა ხალხმა, გამჭვირვალობის გარეშე, ყველა წამოწყება განწირულია მარცხისთვის. გამჭვირვალობა კი არ უნდა გვაშინებდეს, პირიქით როგორც ხელისშემწყობ ინსტრუმენტს, ასე უნდა აღვიქვამდეთ, - წერს "ვიარ ჰოლდინგის" დამფუძნებელი, ბიზნესმენი ნოშიკო ნამორაძე სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.


ნამორაძის განცხადებით, 2012 წლიდან ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოს ბიზნესის სფეროში. მისივე თქმით, ევროპული არჩევანი ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ გააკეთა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი მონაპოვარიც ღირსეული პოლიტიკური ნაბიჯების შედეგია.


"პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული, გისურვებთ მშვიდობასა და მტკიცე ერთობას!
მე ნოშიკო ნამორაძე, კერძო სექტორის წარმომადგენელი, კერძოდ "ვრ ჰოლდინგის" დამფუძნებელი და უბრალოდ ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, არ შემიძლია, რომ არ გამოვეხმაურო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

2012 წლიდან ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან, პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოს ბიზნესს ლანდშაფტში. ჩვენ დავინახეთ მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებები ეკონომიკურ ნაწილში, შეიქმნა დამატებით მრავალი სამუშაო ადგილი და საერთო ჭრილში, რომ აღვნიშნოთ ყოველივე წინ გადადგმულმა ნაბიჯმა გამოიწვია სტაბილური და სწრაფად მზარდი ეკონომიკა, რაც დადებითად აისახება, როგორც ჩვენს მოქალაქეებზე, ასევე ჩვენს ქვეყანაზე.

დავიწყოთ იქიდან, რომ ევროპული ღირებულებები წარმოადგენს სიცოცხლისუნარიან გზას პირადად ჩემთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის. მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა თუ პარტიული გემოვნებისა, ჩვენ ქართველ ხალხს, დიდი ხნის წინ გვაქვს ევროპული არჩევანი გაკეთებული და სწორად მაგ გზაზე ვდგავართ დღესაც, რაც აისახა შემდგომში უკვე ასოცირების ხელშეკრულებაზე, ვიზალიბერალიზაციაზე, კანდიდატის სტატუსზე, თუ სხვა ევროპულ მონაპოვარზე, რომელიც ვფიქრობ, რომ შემთხვევით არ მოსულა ჩვენამდე და ეს ყველაფერი სწორი და ღირსეული პოლიტიკური ნაბიჯების შედეგია. ქართველების კოლექტიური მისწრაფება ევროპულ საზოგადოებაში ინტეგრაციაა და ამას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. ვფიქრობ და გულით მჯერა, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელებთ პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების საერთო მიზნისკენ.

დამატებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც ემსახურება საკუთარი ქვეყნისა თუ მოქალაქეების ინტერესს და ჩვენ ყველა ერთად, უპირველეს ყოვლისა უნდა ვითვალისწინებდეთ ჩვენი ქვეყნის საჭიროებებს. სწორედ მთელი საქართველოს უძველესი თუ უახლესი ისტორია ამაზე იდგა და დგას, რომ საქართველო იყო, არის და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ ვცხოვრობთ ღირსეულ სახელმწიფოში, რომელიც ღირსეულად წარმართავს თავის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას დღესაც და მომავალშიც.

რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიებს, აუცილებელია გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის აღიარება, როგორც ფუნდამენტური საყრდენი, რომელიც ეხმიანება ევროპულ ღირებულებებს. ეს ეთოსი სცილდება ბიზნეს სექტორს და მოიცავს საზოგადოების ყველა ასპექტს. გამჭვირვალობა აუცილებელია ყველა სექტორში. ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ფარული უცხოური დაფინანსების მავნე გავლენა სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტებზე, რომლების “გაუქმება ან გადადება” ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის პროგრესს.
ვფიქრობ, რომ რა არჩევანიც არ უნდა გავაკეთოთ ქართველმა ხალხმა, გამჭვირვალობის გარეშე, ყველა წამოწყება განწირულია მარცხისთვის.

გამჭვირვალობა კი არ უნდა გვაშინებდეს, პირიქით როგორც ხელისშემწყობ ინსტრუმენტს, ასე უნდა აღვიქვამდეთ. გამჭვირვალობის კანონის მიღება ვერ იქნება ვერცერთი ჩვენი მეგობარი თუ არამეგობარი ქვეყნისთვის მოსაწონი და მისაღები, რადგან ამ კანონით ჩვენი ქვეყანა ატარებს და იმყარებს საკუთარ ინტერესს ცივილიზებულ სამყაროში, ამ კანონით ვიცავთ ჩვენს ქვეყანას და არავის აქვს უფლება რაიმე საფრთხე შეუქმნას საქართველოს მშვიდობასა და სტაბილურობას.

დასასრულს, ჩვენი კოლექტიური პასუხისმგებლობაა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და კეთილდღეობას. მე სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ საქართველოს მთავრობას და მჯერა, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ გადაუხვევს ევროპულ გზას და არ დააზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს. ამასთანავე დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის სიმტკიცესა და სიბრძნეში, ქართველები უდავოდ გააგრძელებენ ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და ევროპასთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისკენ ქვეყნის წაყვანას.

“ენა, მამული, სარწმუნოება”. საქართველო უპირველეს ყოვლისა!” - აღნიშნულია ნამორაძის განცხადებაში.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა