მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩვენ ხალხს სჭირდება მშვიდობა, განვითარება - ირაკლი ღარიბაშვილი

news image
mbc image

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავარი ამოცანა არის მშვიდობის შენარჩუნება, სწრაფი განვითარება ჩვენი ქვეყნის და რაც მთავარია ჩვენი ქვეყანა უნდა გავიყვანოთ სამშვიდობოს, ჩვენ ხალხს სჭირდება მშვიდობა, განვითარება

 

ჩვენი მთავარი ამოცანა არის მშვიდობის შენარჩუნება, განვითარება,სწრაფი განვითარება ჩვენი ქვეყნის და რაც მთავარია ჩვენი ქვეყანა უნდა გავიყვანოთ სამშვიდობოს, ჩვენ ხალხს სჭირდება მშვიდობა, განვითარება. აი რაც ხდება რეგიონებში:  სამუშაო ადგილები, ეკონომიკური ზრდა, კეთილდღეობა. ეს არის ჩვენთვის მთავარი, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

 

მისივე თქმით, - 2012 წელს სიღარიბის დონე საქართველოში იყო თითქმის 30 პროცენტზე მეტი, მინიმუმ 30 პროცენტი, დღეს კი სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა.

 

„მაგალითს გეტყვით კიდევ ერთხელ, მე მინდა რამდენიმე ინდიკატორი მოვიყვანო მაგალითისთვის, რომ აი შედარებისთვის - 2012 წელს სიღარიბის დონე საქართველოში იყო თითქმის 30 პროცენტზე მეტი, მინიმუმ 30 პროცენტი იყო, დღეს გვაქვს სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზე, 15,6 მეათედი პროცენტი არის ისტორიული მინიმუმი, არის ეს სიღარიბის დონის მაჩვენებელი, ასევე უმუშევრობის მაჩვენებელი 17 პროცენტი არის დაახლოებით და ესეც არის ისტორიული მინიმუმი, 200 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ბოლო პერიოდში, ჩემი პრემიერ მინისტრობის დროს, ზედიზედ გვაქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა,"- განაცხადა პრემიერმა.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა