მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩვენ ხელს ვუწყობთ განახლებადი ენერგიების სექტორის დივერსიფიცირებას - რომეო მიქაუტაძე

news image
mbc image

„ჩვენ ხელს ვუწყობთ განახლებადი ენერგიის სექტორში დივერსიფიკაციის პროცესს და ამ მიმართულებით, ვნერგავთ ახალ რეგულაციას. კერძოდ, სრულდება მუშაობა ევროკავშირის განახლებული დირექტივის დანერგვაზე, რომელიც განსაზღვრავს განახლებადი ენერგიის სექტორის ფუნქციონირებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ახალი და ბაზარზე ორიენტირებული მხარდაჭერის სქემების დანერგვას, აგრეთვე ბიოსაწვავის, ბიოსითხეებისა და ბიომასის წახალისებას. გარდა ამისა, განახლებული კანონმდებლობა მეტ შესაძლებლობას მისცემს მომხმარებლებს, თავად განავითარონ განახლებადი ენერგია საკუთარი მოხმარებისთვის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ ტვინინგის პროექტის „მწვანე ენერგიის რეგულირება საქართველოში" დახურვის ღონისძიებაზე. 

რომეო მიქაუტაძემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერისთვის. მან ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება, ქსელური სატარიფო მეთოდოლოგიის დანერგვა და სხვ. მისი შეფასებით, თვინინგის პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის განახლებადი ენერგიის რეგულირების სფეროში ევროპული სტანდარტების დანერგვას. 

სემეკში განხორციელებული პროექტი ევროკავშირმა დააფინანსა და ის მიზნად ისახავდა განახლებადი ენერგიის განვითარების პროცესის მხარდაჭერას ქვეყნის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე არსებული მარეგულირებელი ჩარჩოს ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის კუთხით. 

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, აგრეთვე ავსტრიის ელჩი საქართველოში  თომას მულმანი.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა