მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.4
0.0161
flag
AZN 1.5532
-0.0009
flag
CNY 38.858
-0.0076
flag
EUR 3.0147
-0.009
flag
GBP 3.5222
-0.0058
flag
KZT 55.83
0.0001
flag
TRY 0.0564
0
flag
USD 2.6403
-0.0012
news banner

კმაყოფილი ვართ საქართველოს ბაზარზე შესვლის გადაწყვეტილებით - Edelweiss

news image
mbc image

Business Insider Georgia-მ Edelweiss-თან ექსკლუზიური ინტერვიუ მოამზადა, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ საქართველოსთან თანამშრომლობა შეაფასა და 2026 წლის მოლოდინებზე ისაუბრა. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, ქართულმა ბაზარი მოლოდინებს გადააჭარბა, ხოლო შვეიცარიული ბაზარი მცირედით ჩამორჩა პროგნოზს.

„ჯამურად, მიმართულებამ  გაამართლა ჩვენი მოლოდინები. საქართველოს ბაზრის წარმატებული სტარტი, სავარაუდოდ, უკავშირდება Lufthansa Group-ის წევრობასა და Swiss International Air Lines-თან პარტნიორობას“, - აღნიშნავენ Edelweiss-ში.

რაც შეეხება ფრენების სიხშირეს, ის აპრილიდან გაიზრდება. 

„მომდევნო სეზონი დაიწყება მარტის დასაწყისში კვირაში ორჯერ შესრულებული რეისებით. 2026 წლის აპრილიდან ფრენების სიხშირე გაიზრდება კვირაში სამამდე. ვიმედოვნებთ, რომ რეისების შეთავაზებას შევძლებთ 2026 წლის ნოემბრის პირველ კვირამდე, ხოლო მოკლე პაუზის შემდეგ  კვლავ შობისა და ახალი წლის პერიოდში 2026/2027 წლებში“, - აღნიშნავენ ავიაკომპანიაში.

 Edelweiss-ში საქართველოსა და შვეიცარიას შორის მგზავრთნაკადით კმაყოფილები არიან. 

„ჩვენ კმაყოფილი ვართ საქართველოს ბაზარზე შესვლის გადაწყვეტილებით. ჯერ კიდევ საჭიროა აქტიური მუშაობა შვეიცარიიდან საქართველოს მიმართულებით ტურიზმის განვითარებისთვის, რისთვისაც მზად ვართ მარკეტინგული კამპანიებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის. 

შვეიცარიიდან საქართველოს მიმართულებით ტურიზმის განვითარებისთვის, მზად ვართ მარკეტინგული კამპანიებისა და საქართველოს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნავენ ავიაკომპანიაში. 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა

07.07.2026.15:08

ახალგაზრდებისთვის განათლების და აღმოჩენების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. 

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონის სკოლებში თანამედროვე ბიბლიოთეკებს - იდეათეკებს ქმნის.

თანამედროვე ბიბლიოთეკები ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლონ 2000-მდე წიგნით, შემეცნებისთვის საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით - კომპიუტერებითა და პროექტორებით. ახალ სივრცეში მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, აღმოაჩინონ STEM კუთხეც, სადაც გაეცნობიან მომავლის პროფესიების და STEM მეცნიერების საფუძვლებს.

საქართველოს ბანკის რიგით 29-ე იდეათეკა ქართული წიგნის ინსტიტუტთან და Monarch Hotel-თან თანამშრომლობით სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში აშენდა.

ინფორმაციისთვის, დღეს, საქართველოს ბანკის იდეათეკები 11 რეგიონის 29 სკოლაში ფუნქციონირებს და 20 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობებს.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა