ჩვენ ვერ გავხდებით მსოფლიოში ტალანტების მასიური მიმწოდებელი, რადგან არ გვაქვს შესაბამისი დემოგრაფიული რესურსი, თუმცა ნამდვილად შეგვიძლია ვიყოთ მაღალი ხარისხის ტალანტების ნიშური მიმწოდებელი - თორნიკე სულაბერიძე
ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარის, თორნიკე სულაბერიძის განმარტებით, საქართველოში ტექნოლოგიური სექტორის ზრდა საერთაშორისო კომპანიების შემოსვლამ და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობამ მნიშვნელოვნად დააჩქარა. მისი თქმით, ეს პროცესი გრძელვადიანია და ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას უწყობს ხელს, რაც საბოლოოდ ქართველ სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, უცხოელი პროფესიონალები ეტაპობრივად ჩაანაცვლონ.
„ის, რომ სექტორი ასეთი მასშტაბური გახდა, ასე გაიზარდა და ამხელა ძალასა თუ ინტერესს წარმოადგენს, 5-7 წლის წინ ასე არ იყო. როდესაც ჩვენ ამ სფეროს განვითარება დავიწყეთ, ძალიან დიდი ეფექტი იქონია საქართველოში საერთაშორისო კომპანიებისა და მათთან ერთად მიგრანტების შემოსვლამ.
გამომდინარე იქიდან, რომ ეს კომპანიები რომ შემოსულიყვნენ საქართველოში და მათთან ერთად უცხოური ძალა არ გადმოსულიყო, ისინი უბრალოდ ვერ იპოვიდნენ აქ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრებს. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ, რომ ის უცხოელები, რომლებიც დღეს საქართველოში ამ სექტორში არიან დასაქმებულები (ბევრი მათგანი უკვე წავიდა, თუმცა ვინც დარჩა), ისინი სამუდამოდ არ აპირებენ აქ დარჩენას და საბოლოო ჯამში ისინიც საქართველოდან წავლენ. თუმცა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის პერიოდი, სანამ ისინი აქ არიან, ის კომპანიები უკვე გადმოვიდნენ და მათ ისინი ახორციელებენ ნელ-ნელა ჩანაცვლებას. ეს არის გრძელვადიანი პროცესი, იმიტომ რომ გამომდინარე ჩვენი მუშა რესურსისა, შეუძლებელი იყო ვთქვათ იგივე 52 000-ვე ადამიანი ყოფილიყო ქართველი, იმიტომ რომ ფიზიკურად არ არსებობდა შესაბამისი კვალიფიკაციის ტალანტი.
სწორედ ამიტომ, წლების მატებასთან ერთად, ჩვენი ადგილობრივი ტალანტების კვალიფიკაციაც იზრდება, რადგან ისინი უკვე გამოცდილ კადრებთან ერთად მუშაობენ და გარკვეულ ეტაპზე ამ ადამიანების სრული ჩანაცვლება მოხდება.
კონკურენცია საერთოდ არ არსებობს. მეტსაც გეტყვით, თუ შრომით ბაზარზე ტექნოლოგიების კუთხით უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება, ნებისმიერი მატება, პირიქით, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას გამოიწვევს. ის, რომ ადგილობრივები განათლებას მიიღებენ და უმუშევრები დარჩებიან, სრულიად გამორიცხულია.
ამ სფეროზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. კომპანიებისგან ყოველთვის მესმის, რომ უფრო მეტი ადამიანის დასაქმება სურთ, თუმცა, ფიზიკურად, შესაბამისი რაოდენობა არ გვყავს. მიუხედავად ამისა, რადგან ამ მიმართულებით პროგრესი არსებობს და პროცესში სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება, კომპანიებს სამომავლო პროგნოზირება უადვილდებათ. მათ უკვე ჰყავთ დასაქმებული ქართველები და იციან, რამდენად ნიჭიერები არიან ისინი ამ სფეროში.
მე ყოველთვის ამ მაგალითს მოვუხმობ ხოლმე, ჩვენ ვერ გავხდებით მსოფლიოში ტალანტების მასიური მიმწოდებელი, რადგან არ გვაქვს შესაბამისი დემოგრაფიული რესურსი, თუმცა ნამდვილად შეგვიძლია ვიყოთ მაღალი ხარისხის ტალანტების ნიშური მიმწოდებელი ტექნოლოგიურ სფეროში“, - აცხადებს სულაბერიძე.
სხვა სიახლეები
PLUS-ის დაბადების დღისთვის მზადება დაიწყო - იშოპინგეთ Extra -ზე და დააგროვეთ მეტი PLUS და MR ქულა
20.05.2026.18:39
PLUS-ის დაბადების დღისთვის მზადება უკვე დაიწყო. extra.ge-სა და extra market-ში შოპინგი კი ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.
26 მაისის ჩათვლით, საქართველოს ბანკის PLUS და საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს extra.ge-ზე და extra market-ში სპეციალური შეთავაზებები დახვდებათ:
შეთავაზება ვრცელდება extra.ge-სა და extra market-ის სრულ ასორტიმენტზე, როგორც ვებ-გვერდზე, ასევე მობილურ აპლიკაციაში. აქციით სარგებლობისთვის აუცილებელია გადახდისას აირჩიო საქართველოს ბანკის ან Apple/Google Pay-ის მეთოდი.
ინფორმაციისთვის, extra.ge ყველაზე დიდი ციფრული მარკეტფლეისია საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს მრავალფეროვან პროდუქტებსა და ონლაინ შოპინგის კომფორტულ გამოცდილებას სთავაზობს.
ასე რომ, შესაძლებლობა გაქვთ, ყოველდღიური შოპინგით მეტი სარგებელი მიიღოთ და PLUS-ის დაბადების დღისთვის დამატებითი ქულები დააგროვოთ.