ჩვენ ვგეგმავთ საქართველოში ინვესტიციების ზრდას - Aqualia-ს რეგიონული დირექტორი
ჩვენ ვგეგმავთ საქართველოში ინვესტიციების ზრდას - ამის შესახებ, ხოსე ენრიკე ბოფილიმ, Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ინვესტიციების მოცულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ინვესტივიების ამჟამინდელი მოცულობა 5-ჯერ აღმატება იმ დროინდელს, როცა დავიწყეთ ოპერირება და ჩვენ ვაპირებთ მათ გაზრდას. ყველაზე მნიშვნელოვანია არა ინვესტიციის ოდენობა, არამედ ის რომ ეს ინვესტიცია იყოს დაბალანსებული იმ ტარიფთან, რომელიც მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს. უფრო მაღალი ინვესტიციის შემთხვევაში ეს გამოიწვევდა სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას, რაც ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემას წარმოშობდა მომხმარებლის დონეზე. ამდენად, მნიშვნელოვანია ამ ორი ელემენტის დაბალანსება. ინვესტიაცია უნდა იზრდებოდეს ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ და ამის პარალელურად მთლიანი სისტემის ეფექტიანობა უნდა უმჯობესდებოდეს, რათა მომხმარებელმა ეს საკუთარ თავზე იგრძნოს. ამჟამად, ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ, ვიდანდან 4 წლიანი საქმიანობის შემდგომ წყლის ხარისხის გაუმჯობესების პარალელურად წყალმომარაგების შეწყვეტის შემთხვევები შემცირებულია, რასაც მომხმარებელი ხედავს კიდევაც, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ამას ჭირდება დრო და ეს ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს, რათა მივაღწიოთ დასახულ შედეგებს და მომხმარებელმა შეძლოს დაუბრკოლებელი წყალმომარაგებისთვის ტარიფის გადახდა“, - აცხადებს ხოსე ენრიკე ბოფილი.
სხვა სიახლეები
კომპანია Aqualia ესპანურია, მაგრამ რამდენიმე ესპანელი თანამშრომლის გარდა აქ ყველა ქართველია და შეიძლება ითქვა, რომ ქართული კომპანია ვართ - ხოსე ენრიკე ბოფილი
15.07.2026.10:40
კომპანია Aqualia ესპანურია, მაგრამ რამდენიმე ესპანელი თანამშრომლის გარდა აქ ყველა ქართველია და შეიძლება ითქვა, რომ ქართული კომპანია ვართ - ამის შესახებ, ხოსე ენრიკე ბოფილიმ, Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენს კომპანიას სახელისუფლებო ორგანოებთან თანამშრომლობის დიდი სივრცე აქვს და ყოველთვის მზად ვართ რეკომენდაციების შეთავაზებისთვის სხვა სფეროებში საინტერესო მიმართულებებთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა შეხვედრები გაერთიანებულ წყალმომარგების კომპანიასთან და მათ გავაცანით თანამშობლობის კუთხით საინტერესო მიმართულებები, ასევე რეგიონებში მუშაობის მხრივ სემეკის და ხელისუფლების პოლიტიკის სტარტეგია. ჩვენ მუდმივად გვაქვს მზაობა საქრათველოსთან თანამშრობლობისთვის. ჩვენი კომპანიის თანამშრომლების უმეტესობა ქართველია და უნდა ითქვას რომ ჩვენს კომპანიში მხოლოდ სულ რამდენიმე ესპანელი მუშაობს. კომპანია ესპანურია, მაგრამ რამდენიმე ესპანელი თანამშრომლის გარდა აქ ყველა ქართველია და შეიძლება ითქვას რომ ქართული კომპანია ვართ. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ქვეყნის განვითარებას. თან ჩვენი ბიზნესი ვაკეთოთ და თან ხელი შეუწყოთ ქვეყნის განვითარეაბს“, - აცხადებს Aqualia-ს რეგიონული დირექტორი.