ჩვენ ვყიდით არა მხოლოდ პროდუქტს, არამედ ემოციებს და განწყობას, რომელიც ჩვენს ყოველ ჭიქასა და შეფუთვაში იგრძნობა - Roots Coffee and More
Roots Coffee and More კონცეპტუალური სივრცეა, რომელიც რამდენიმე თვეა რაც ფუნქციონირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ხატია ხატიაშვილს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„რუთსი“ 24 მაისიდან მასპინძლობს სტუმრებს და მათ მაღალი ხარისხის მომსახურებასთან ერთად დახვეწილი დიზაინის სივრცეს და განსაკუთრებულ გარემოს სთავაზობს.
ეს არის სკანდინავიური და ამერიკული ლოფტის სტილი, ახალი ადგილი და მეგობრული გარემო ნამდვილი ყავის მოყვარულებისთვის.
სივრცე სავსეა სიმშვიდით, ინსპირაციებითა და ადამიანებით, ვისაც უყვარს სოციალიზაცია და ქალაქის ცენტრში განტვირთვა. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია ამოისუნთქო, იმუშაო, იფიქრო, გააზიარო.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
„რუთსი“ მომხმარებელს სთავაზობს, არა მხოლოდ არომატულ ყავას, ჩაის და სხვა ალკოჰოლურ თუ უალკოჰოლო სასმელებს, არამედ ბრენდის მერჩს, აზიურ ტანსაცმელს როგორც დიდებისთვის, ასევე ბავშვებისთვის, დეკორატიულ ნივთებს სახლის მოსაწყობად და იტალიური თავის მოვლის საშუალებებს.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
მიუხედავად იმისა, რომ ოთხი თვეა რაც გავიხსენით, მოთხოვნა საკმაოდ დიდია და ლოიალური მომხმარებელიც ბევრი გვყავს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი აზრი და ძალიან გვიხარია, როცა შემოდიან ასე გვეუბნებიან: “აბა, გამასინჯეთ ქალაქში ყველაზე გემრიელი ყავა.“
ჩვენთან მხოლოდ პროდუქტის მიმართ არ არის მოთხოვნა - მთავარი არის გამოცდილება, რაც ჩვენთან ისევ აბრუნებს მომხმარებელს.
დღევანდელ სამყაროში რთულია შექმნა ის, რაც არ არსებობს. რეალურად მომხმარებლებს სჭირდებათ რაღაც ახალი, უფრო ემოციებთან დაკავშირებული. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან არ იყიდება უბრალოდ სასმელი ან ნივთი, არამედ გარემო, რომელიც მათ თავს უფრო უკეთ აგრძნობინებს.

სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც „რუთსის“ მიმართ ინტერესი მზარდია: ადამიანები აქ პოულობენ კომფორტს, მეგობრულ გარემოს და დახვეწილი სტილის ელემენტებს ერთ სივრცეში.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი მთავარი უპირატესობა არის უნიკალური კონცეფცია - ბრენდინგიდან დაწყებული, ინტერიერის დიზაინით დამთავრებული, რომელიც სრულად ჩვენი გუნდის ნამუშევარია.
ყავის სივრცე და ბარი ბევრი არსებობს, ასევე ტანსაცმლისა და დეკორის მაღაზიებიც, მაგრამ ჩვენ ვყიდით არა მხოლოდ პროდუქტს, არამედ განწყობას და ემოციებს. ეს ქმნის ემოციურ კავშირს მომხმარებელთან, რომელიც გაცილებით ძლიერია.
„რუთსი“ ჩვენთვის არის არა მხოლოდ ბიზნესი, არამედ პლატფორმა, სადაც ბედნიერება და პოზიტიური განწყობა ყოველდღიურობის ნაწილი ხდება.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
ჩვენი მიზანია Roots-ის ფილოსოფია უფრო ფართო მასშტაბზე გავიტანოთ. გვინდა, რომ ეს სივრცე გადაიქცეს ბრენდად, რომელსაც ყველგან იცნობენ როგორც პოზიტიურობისა და კეთილგანწყობის სიმბოლოს. ვგეგმავთ ასორტიმენტის გაფართოებას და მალე ახალ სივრცეებზე ფიქრს.
ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რომ შევინარჩუნოთ ის სიმარტივე და სიმსუბუქე, რაც დღეს გვაქვს.
ცნობისთვის, კონცეპტუალური სივრცე თბილისის ცენტრში, მრგვალ ბაღთან, იოველ ქუთათელაძის 7 ნომერში მდებარეობს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.