მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7266.5
0.0044
flag
AZN 1.5802
-0.0006
flag
CNY 39.49
-0.002
flag
EUR 3.16
-0.0036
flag
GBP 3.6552
-0.0069
flag
KZT 58.2
0.0015
flag
TRY 0.0592
-0.0002
flag
USD 2.6859
-0.0015
news banner

ჩვენ ვქმნით და ვაწარმოებთ ანტიბიოტიკების ჯანსაღ ალტერნატივას - ბიოქიმფარმის გენერალური მენეჯერი

news image

ბიოქიმფარმის გენერალური მენეჯერის, რატი ღოლიჯაშვილი განცხადებით, საქართველო ბაქტერიოფაგების მიმართულებით უნიკალურ ცოდნასა და მრავალწლოვან გამოცდილებას ფლობს, რაც ქვეყანას ბიოტექნოლოგიების სფეროში კონკურენტულ უპირატესობას აძლევს.

მისი თქმით, ფაგებზე დაფუძნებული პრეპარატები ანტიბიოტიკების ეფექტიან ალტერნატივად განიხილება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მსოფლიო ანტიმიკრობული რეზისტენტობის მზარდ გამოწვევას ებრძვის.
„ბიოტექნოლოგიები 21-ე საუკუნეში, ხელოვნურ ინტელექტთან ერთად არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორი და ინდუსტრია, სფერო, რომელიც რეალურად განაპირობებს დღევანდელი მოცემულობით მთელ საუკუნეს - ინოვაციების მიმართულებით, ტექნოლოგიური მიმართულებით. და საქართველოში ჩვენ გვაქვს ნიშური ბიოტექნოლოგია. ძალიან დიდი სფეროა, თუმცა გვაქვს ნიშა, მაგალითად, ბაქტერიოფაგების მიმართულება და ფაგების მიმართულება, რომელ სფეროშიც ჩვენი კომპანია არის ჩართული.
ჩვენ ვქმნით და ვაწარმოებთ ანტიბიოტიკების ჯანსაღ ალტერნატივას, ფაგებზე დაფუძნებულ ალტერნატივას და ამ სფეროში გვაქვს ძალიან დიდი უპირატესობა და ვფიქრობ, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა.
ხშირად ვამბობთ, რომ საქართველო არის არა მხოლოდ ღვინის, არამედ ფაგების სამშობლოც. ახლახან კი ხორბლის შესახებაც დადასტურდა, რომ ჩვენი ქვეყანა მისი სამშობლოა და ეს ყველაფერი 100 წლის წინ დაიწყო.
ისტორია, ისტორიული კონტექსტი, საქართველოში არსებული რეალური თუ პრაქტიკული ნოუ-ჰაუ და ამ პრეპარატებისა და ტექნოლოგიების რეალურ ცხოვრებაში გამოყენება - ეს არის ჩვენი უდიდესი უპირატესობა დღესდღეობით. იქიდან გამომდინარე, რომ მთელი მსოფლიო ეძებს გამოსავალს ანტიბიოტიკორეზისტენტობის წინააღმდეგ, რადგან ანტიბიოტიკები, ანტიმიკრობული რეზისტენტობის გამო, ხშირად ვეღარ კურნავენ ინფექციებს, ფაგები, რომელიც საქართველოში გაგვაჩნია  არის ერთადერთი ხელმისაწვდომი ალტერნატივა გლობალური ჯანდაცვის ამ გამოწვევისა, რომელიც, ფაგების გარეშე, ფაქტობრივად მოუგვარებელია“, - აცხადებს ბიოქიმფარმის გენერალური მენეჯერის, რატი ღოლიჯაშვილი

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 21-ე საუკუნეში ბიოტექნოლოგიები, ხელოვნურ ინტელექტთან ერთად არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდუსტრია - ბიოქიმფარმის გენერალური მენეჯერი

11.05.2026.09:30

ბიოქიმფარმის გენერალური მენეჯერის, რატი ღოლიჯაშვილი განცხადებით, საქართველო ბაქტერიოფაგების მიმართულებით უნიკალურ ცოდნასა და მრავალწლოვან გამოცდილებას ფლობს, რაც ქვეყანას ბიოტექნოლოგიების სფეროში კონკურენტულ უპირატესობას აძლევს.

მისი თქმით, ფაგებზე დაფუძნებული პრეპარატები ანტიბიოტიკების ეფექტიან ალტერნატივად განიხილება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მსოფლიო ანტიმიკრობული რეზისტენტობის მზარდ გამოწვევას ებრძვის.
„ბიოტექნოლოგიები 21-ე საუკუნეში, ხელოვნურ ინტელექტთან ერთად არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორი და ინდუსტრია, სფერო, რომელიც რეალურად განაპირობებს დღევანდელი მოცემულობით მთელ საუკუნეს - ინოვაციების მიმართულებით, ტექნოლოგიური მიმართულებით. და საქართველოში ჩვენ გვაქვს ნიშური ბიოტექნოლოგია. ძალიან დიდი სფეროა, თუმცა გვაქვს ნიშა, მაგალითად, ბაქტერიოფაგების მიმართულება და ფაგების მიმართულება, რომელ სფეროშიც ჩვენი კომპანია არის ჩართული.
ჩვენ ვქმნით და ვაწარმოებთ ანტიბიოტიკების ჯანსაღ ალტერნატივას, ფაგებზე დაფუძნებულ ალტერნატივას და ამ სფეროში გვაქვს ძალიან დიდი უპირატესობა და ვფიქრობ, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა.
ხშირად ვამბობთ, რომ საქართველო არის არა მხოლოდ ღვინის, არამედ ფაგების სამშობლოც. ახლახან კი ხორბლის შესახებაც დადასტურდა, რომ ჩვენი ქვეყანა მისი სამშობლოა და ეს ყველაფერი 100 წლის წინ დაიწყო.
ისტორია, ისტორიული კონტექსტი, საქართველოში არსებული რეალური თუ პრაქტიკული ნოუ-ჰაუ და ამ პრეპარატებისა და ტექნოლოგიების რეალურ ცხოვრებაში გამოყენება - ეს არის ჩვენი უდიდესი უპირატესობა დღესდღეობით. იქიდან გამომდინარე, რომ მთელი მსოფლიო ეძებს გამოსავალს ანტიბიოტიკორეზისტენტობის წინააღმდეგ, რადგან ანტიბიოტიკები, ანტიმიკრობული რეზისტენტობის გამო, ხშირად ვეღარ კურნავენ ინფექციებს, ფაგები, რომელიც საქართველოში გაგვაჩნია  არის ერთადერთი ხელმისაწვდომი ალტერნატივა გლობალური ჯანდაცვის ამ გამოწვევისა, რომელიც, ფაგების გარეშე, ფაქტობრივად მოუგვარებელია“, - აცხადებს ბიოქიმფარმის გენერალური მენეჯერის, რატი ღოლიჯაშვილი

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა