ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა, ასევე მოქალაქეებისა და პაციენტებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ფარმაცევტული პროდუქციის შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფა - სოსო ფხაკაძე
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დეტალურად განვიხილეთ საქართველოს მთავრობის დადგენილებები, რომელიც აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტებისა და მზა ფარმაცევტული პროდუქტების საქართველოში იმპორტის ახალ სტანდარტებს აწესებს. მაღალი ალბათობით, ამ დადგენილებების მოთხოვნები შექმნის მნიშვნელოვან შეფერხებას ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტიორებისა და წარმოებისას. დასაფასებელი და მისასალმებელია, რომ მიმდინარე წლის მარტის თვეში ხელისუფლებამ გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და მოხდა ამ დადგენილებების გადავადება 6 თვის ვადით, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამასთან, 6 თვიანი ვადის გასვლამდე, საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
„შესაბამისად, ამ და სხვა საკითხებზე, ჩვენ გავაგრძელებთ პროფესიულ და კონსტრუქციულ თანამშრომლობას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. აქვე აღნიშნავთ, რომ ჩვენი მთავარია ამოცანაა, როგორც ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა, ასევე მოქალაქეებისა და პაციენტებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ფარმაცევტული პროდუქციის შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფა. ეს არის ის საერთო პრინციპი, რაზეც სახელმწიფო და კერძო სექტორი თანხმდება" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში, რომელსაც ასოციაციის წევრი ფარმაცევტული კომპანიები ესწრებოდნენ, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 51-ე და 52-ე დადგენილებები კიდევ ერთხელ დეტალურად განიხილეს.
აღნიშნული ორი დადგენილება აწესებს როგორც მზა ფარმაცევტული პროდუქციის, ასევე ადგილობრივი წარმოებისთვის აუცილებელი აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების საქართველოში იმპორტის ახალ სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კომუნიკაციის შემდეგ ა.წ. მარტში განსახილველი დადგენილებები 6 თვით გადავადდა, რადგან არსებობდა საფრთხე, რომ დადგენილებებს მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები შეიძლება გამოეწვია ფარმაცევტულ ბაზარზე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.