მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩვენი ღვინოების 80% უცხოეთის ბაზრებზე იყიდება - George Grey Winery

news image
mbc image

მეღვინეობა George Grey Winery-ს დამფუძნებელი და კომერციული დირექტორი - გიორგი რუხაძე Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ კომპანიის ღვინოების 80% უცხოეთში, ხოლო 20% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

ახლახან, მეღვინეობა George Grey Winery-ს პროდუქცია აშშ-ში ნიუ იორკში, Summer Fancy Food Show 2024-ის გამოფენაზე იყო წარმოდგენილი.

როგორც George Grey Winery-ს დამფუძნებელი ამბობს, აშშ-ში კომპანიის პროდუქციამ დიდი ინტერესი გამოიწვია.

„ჩვენი კომპანია აწარმოებს მხოლოდ პრემიუმ ხარისხის ღვინოებს. ამჟამად წარმოებაში გვაქვს 12 სახეობის ღვინო. კლასიკური მეღვინეობის ხაზით ვაწარმოებთ საფერავს, ქინძმარაულსა და წინანდალს.  ასევე გვაქვს ქვევრის ღვინოები, რქაწითელი, ქისი, კახური მწვანე და გრეისეული, რომელმაც გერმანიაში ერთ-ერთ კონკურსზე გაიმარჯვა და კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. ასევე გვაქვს ფერადი ღვინოები: ცისფერი, მწვანე და იასამნისფერი. გარდა ამისა, ჩვენი კომპანია აწარმოებს ორი სახის ლიქიორს,ჩვენი პარტნიორები არიან თინათინ ჯაჯანიძე და ნინო მაისურაძე. რომლებიც არიან ღვინის ექსპერტები და მათ შექმნეს ამ ლიქიორის ბრენდი“, -  ამბობს გიორგი რუხაძე.

მისი თქმით, აქვთ მოლოდინი, რომ აშშ-ში „აწარმოე საქართველოს“ ეგიდით გამოფენაში მონაწილეობის შემდეგ, კომპანიის გაყიდვები აშშ-ის ბაზარზე გაიზრდება.

„ჩვენი ღვინო ამ დროისთვის აშშ-ის მხოლოდ ერთ შტატში ფლორიდაში, კერძოდ, მაიამიში იყიდება. აშშ-ში გამოფენაზე წარდგენილი გვქონდა როგორც კლასიკური, ისე ფერადი ღვინოები, ქვევრის ღვინოები.

ჩვენი პირველი ვიზიტი იყო აშშ-ში ნიუ-იორკში და შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენმა ნაწარმმა. ბაიერები ემოციებს ვერ მალავდნენ“.- ამბობს გიორგი რუხაძე.

George Grey Winery-ს დამფუძნებლის განცხადებით, აშშ-ის ბაზარზე მათი პროდუქციის გაყიდვები წლიდან-წლამდე იზრდება. 

„თავიდან მცირე რაოდენობით დავიწყეთ გაყიდვები, ჯამში 15% -ით გაიზარდა ეს მაჩვენებელი აშშ-ის ბაზარზე. პრემიუმ ხაზი გვიჭირავს. მაიამიში იყიდება როგორც ფერადი ისე ქვევრის ღვინოები და ლიქიორები. მსყიდველუნარიანი მოსახლეობაა და პრემიუმ ხაზის ღვინოები უფრო მარტივად იყიდება“, - ამბობს მეწარმე.

გიორგი რუხაძის ინფორმაციით კომპანია წლიურად 100 ათას ბოთლ ღვინოს აწარმოებს. George Grey Winery-ის ღვინოები წარმოდგენილია ევროპაში - ავსტრიაში,გერმანიაში, ჩეხეთსა და შვეიცარიაში. ასევე ექსპორტზე გადის იაპონიაში, ჩინეთსა და უზბეკეთში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა