მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩვენი კონკურენტული უპირატესობა მაღალი ხარისხი და განსხვავებული დიზაინია - Mami

news image
mbc image

Mami • მამი კერამიკის სტუდიაა, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს განსხვავებული და მრავალფეროვანი დიზაინის მქონე პროდუქციას სთავაზობს. კომპანიაში არსებული სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia “მამის“ დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს თათა ჯანჯალიას ესაუბრა. 

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

Mami კერამიკის სტუდიაა, რომელიც 2020 წელს, პანდემიის პერიოდში დაარსდა. დაარსების იდეა დამფუძნებლის ინტერიერის დიზაინისა და კერამიკის ხელოვნებისადმი ინტერესმა შთააგონა. სტუდია ქმნის ხელნაკეთ კერამიკულ ნაწარმს, რომელიც მინიმალისტურ დიზაინსა და ინდივიდუალურ ხელწერას აერთიანებს. პროდუქცია მოიცავს ჭურჭელსა და დეკორატიულ ნივთებს, რომლებიც განსხვავებული ფორმებითა და ფერთა კომბინაციებით გამოირჩევა. წარმოება ძირითადად ყალიბების გამოყენებით მიმდინარეობს, რაც თხევადი თიხის სუსპენზიის (შლიკერის) სასურველი დიზაინის ყალიბში ჩასხმას გულისხმობს. თითოეული ყალიბის დიზაინი ჩვენს სტუდიაში იქმნება.

როგორ აფასებთ ინტერესს და მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

Mami-ის პროდუქციის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა მზარდია. მომხმარებლები აფასებენ ხელნაკეთობის უნიკალურობას, ხარისხსა და დიზაინის ესთეტიკას. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ჩვენი ყოველწლიური ფიგურები, რომლებიც საახალწლოდ იქმნება და ჩინურ კალენდარზეა დაფუძნებული. თითოეული კერამიკული ფიგურა ჩინური კალენდრის ცხოველსა და ფერს განასახიერებს. ჩვენი პროდუქცია განკუთვნილია მათთვის, ვინც განსხვავებულ და ხარისხიან კერამიკულ ნაწარმს ეძებს.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

Mami-ის კონკურენტული უპირატესობა შემდეგში მდგომარეობს:

განსხვავებული დიზაინი - თითოეული პროდუქტი გამოირჩევა ფორმითა და ფერით, რაც მას მსგავსი ნაწარმისგან განასხვავებს.

ხარისხის კონტროლი - განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ პროდუქციის წარმოების ხარისხს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კერამიკული ნივთი ხელნაკეთია, მკაცრი კონტროლი უზრუნველყოფს ნაწარმის სანდოობასა და გამძლეობას.

მაღალი ხარისხის მასალა -  ვიყენებთ მაღალი ხარისხის უსაფრთხო მასალას, რომლის წარმომავლობაა თურქეთი, გერმანია და ამერიკა.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

Mami-ის სამომავლო გეგმები მოიცავს პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას, ახალი დიზაინების შემუშავებასა და საერთაშორისო ბაზარზე პოზიციის გაძლიერებას. სულ რაღაც ერთი თვეა, რაც ჩვენი ვებ-გვერდი ამოქმედდა და ინტენსიურად ვმუშაობთ მის დახვეწაზე. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ბლოგის დამატებას, სადაც საჭირო ინფორმაციას გავაზიარებთ ხელნაკეთი კერამიკული ნივთების შესახებ და ხელს შევუწყობთ ამ სფეროში ცნობიერების ამაღლებას. სტუდია ასევე გეგმავს ტექნიკური ცოდნის გაღრმავებასა და საერთაშორისო გამოცდილების კოლეგებისთვის და მოყვარულებისთვის გაზიარებას.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა