ჩვენი მეზღვაურები ძალიან ბევრ საერთაშორისო კომპანიაში არიან დასაქმებულები - ჯემალ ინაიშვილი
ჩვენი მეზღვაურები ძალიან ბევრ საერთაშორისო კომპანიაში არიან დასაქმებულები , - ამის შესახებ „თბილისის მშრალი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ ინაიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„მეტ-ნაკლებად, ამ მიმართულებით, სამწუხაროდ, საქართველოში კადრებს არავინ ამზადებს. თუმცა, ბათუმსა და ფოთში ისტორიულად კადრების ნაკლებობა არ არსებობდა, იმიტომ, რომ თვითონ ნავსადგურები და კერძო ოპერატორები სპეციალობების მიხედვით თავიანთ კადრებს ამზადებდნენ. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით ჯერჯერობით პრობლემა არ არის.
რაც შეეხება საზღვაო მიმართულებას, აქ ჩვენ ვიცით, რომ ბათუმის საზღვაო აკადემია ძალიან წარმატებით მუშაობს და, თუ არ ვცდები, ფოთში მათი ფილიალიც ახლა ამოქმედდა. ისინი, რა თქმა უნდა, ძალიან წარმატებით მუშაობენ, ძალიან ბევრ კადრს ამზადებენ და ჩვენი მეზღვაურები ძალიან ბევრ საერთაშორისო კომპანიაში არიან დასაქმებულები“, - აღნიშნავს ჯემალ ინაიშვილი.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი
04.11.2026.10:05
საქართველოს ბანკი 2019 წლიდან ქართველი ოლიმპიელების პარტნიორი და მხარდამჭერია. პარტნიორობის ფარგლებში, სპორტსმენების განვითარების და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარდგენის არაერთი შესაძლებლობა შეიქმნა.
ოლიმპიური თამაშები მხოლოდ სპორტული მიღწევების ისტორია არ არის. თითოეული სპორტსმენის წარმატების უკან მრავალწლიანი შრომა, მნიშვნელოვანი გამოწვევები და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა დგას. საქართველოს ბანკისთვის ამ გზაზე სპორტსმენების გვერდში დგომა პრიორიტეტია.
ამასთან, ოლიმპიელების მხარდაჭერა ბანკისთვის ეროვნული წარმატების თანამონაწილეობასაც ნიშნავს. როდესაც სპორტსმენი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელით გამოდის, ის არა მხოლოდ საკუთარ მიზანს, არამედ ქვეყანას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი წლებია მხარს უჭერს ადამიანებს, რომლებიც საკუთარი მაგალითით მომავალ თაობას შთააგონებენ.
პარტნიორობის ფარგლებში, ბანკს ახალგაზრდებამდე ორი მნიშვნელოვანი გზავნილი მიაქვს: არ გაჩერდე და შესაძლებლობები უსაზღვროა. ოლიმპიელების გამოცდილება კი ამის ნათელი მაგალითია - დიდი მიზნების მიღწევა მონდომებით, შრომითა, საკუთარი თავის რწმენით და არ გაჩერებით არის შესაძლებელი.
საქართველოს ბანკისთვის სპორტსმენების მხარდაჭერა გრძელვადიანი ხედვის ნაწილია. ბანკი აქტიურად აგრძელებს იმ ადამიანების გვერდით დგომას, რომლებიც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებითა და წარმატებით ქვეყნის განვითარებას უწყობენ ხელს.
საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი