მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.4
-0.0041
flag
AZN 1.5943
-0.0003
flag
CNY 37.783
0.0001
flag
EUR 3.1565
-0.0003
flag
GBP 3.6478
0.0018
flag
KZT 51.16
0.0027
flag
TRY 0.0671
-0.0001
flag
USD 2.7113
-0.0005

ჩვენი მიზანი არამხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნა, არამედ საქართველოში ლიქიორის წარმოების კულტურის დამკვიდრება და ამ მიმართულების განვითარებაა - „სემელე“

news image

სემელე" ლიქიორის მწარმოებელი ქართული ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. კომპანიის თანადამფუძნებელი ელი უზუნაშვილი Business Insider Georgia-თან საუბარში აღნიშნავს, რომსემელესმიზანი არამხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნა, არამედ საქართველოში ლიქიორის წარმოების კულტურის დამკვიდრება და ამ მიმართულების განვითარებაა

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ლიქიორის წარმოება 2023 წელს დავიწყეთ, თუმცა იდეა ბევრად ადრე გაჩნდაჩვენი ოჯახი მრავალი წელია მეღვინეობის ტრადიციას მიჰყვება. ყოველთვის გვინდოდა, რომ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ახალი და განსხვავებული პროდუქტი შეგვექმნა, შთაგონება კი წლების წინ ბებიის მიერ დამზადებული ვარდის ლიქიორი გახდა.

დღეს კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებულ, უნიკალური გემოს მქონე ლიქიორს, რომელიც აერთიანებს ტრადიციას, ხარისხს და თანამედროვე ტექნოლოგიას.

ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნა, არამედ საქართველოში ლიქიორის წარმოების კულტურის დამკვიდრება და ამ მიმართულების განვითარება

 

 

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

მოთხოვნა ლიქიორის კატეგორიაზე საქართველოში ჯერ კიდევ მცირეა. ტრადიციულად, ბაზარი უფრო მეღვინეობის ირგვლივ არის კონცენტრირებული, თუმცა  მომხმარებლის ინტერესები სწრაფად იცვლება.

როდესაცსემელესწარმოება დავიწყეთ  ზუსტად არ ვიცოდით, როგორ უკუკავშირს მივიღებდით, თუმცა რაც დრო გადის, უფრო მკაფიოდ ვხედავთ, რომ მომხმარებლები ინტერესით ხვდებიან სიახლეს. ეს ჩვენთვის ნიშნავს ერთსმოთხოვნა არსებობს და თანდათან იზრდება

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

სემელესმთავარი კონკურენტული უპირატესობა არის მისი ხარისხიგანსხვავებული ტექნოლოგიური მიდგომა და გემოვნური მახასიათებლები.  

საქართველოში ამ ტიპის სასმელის წარმოების ტრადიცია არ არის ფართოდ გავრცელებული, ამიტომსემელე“  არამხოლოდ ავსებს არსებულ ნიშას, არამედ ხელს უწყობს არჩევანის მრავალფეროვნებას და ახალი კატეგორიის დამკვიდრებას.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

ჩვენთვისსემელეარ არის ერთჯერადი პროექტიეს არის გზის დასაწყისი. მომავალში გვინდა, რომ ჩვენს ლიქიორს კიდევ უფრო მეტი არომატი და ისტორია შევძინოთ, გავზარდოთ როგორც  წარმოება, ისე მომხმარებლების რაოდენობა, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ბიზნეს ასისტენტი”, ეს არის პროექტი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს და გაუმარტივოს ცხოვრება ბიზნესს - ვახტანგ ჟვანია

21.07.2025.19:00

 „ბიზნეს ასისტენტი” - ეს არის პროექტი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს და გაუმარტივოს ცხოვრება ბიზნესს, - აცხადებს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, რომელიც დღეს გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. როგორც ირკვევა, ბიზნეს ასისტენტის“ სერვისით სარგებლობა შესაძლებელია სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში და ასევე სერვისის დამატების შესაძლებლობასაც იძლევა. 


„თავიდანვე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ბიზნესისთვის იუსტიციის სახლთან ურთიერთობა არ არის ახალი ამბავი. ჩვენ ვართ მსოფლიოში მე მგონი ერთადერთი დაწესებულება, რომელიც საჯარო სერვისებთან ერთად ბიზნეს სერვისებსაც ვყიდით. ეს იქნება დაზღვევა თუ სხვა მიმართულებები. ეს არ არის პროექტი, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული. ეს არის პროექტი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს და გაუმარტივოს ცხოვრება ბიზნესს. აქედან გამომდინარე, ის პაკეტები, რომელსაც იუსტიციის სახლი სთავაზობს ბიზნესს მორგებულია მათ ინტერესებზე. შეიძლება ბიზნესმა ისარგებლოს 3 თვიანი პაკეტით. 3 თვიანი, 6 თვიანი, 1 წლიანი, ასევე შესაძლებელია რაღაც სერვისების დამატება ან ამოკლება, ანუ ბიზნესს შეუძლია თავიდან ბოლომდე გადახედოს თავის საჭიროებებს, თავის ინტერესებს“, - აცხადებს ვახტანგ ჟვანია.


„ბიზნეს ასისტენტი“, ეს არის პროექტი, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კიდევ უფრო გამარტივებულ და კომფორტულ თანამშრომლობას უწყობს ხელს.

პროექტი უკვე ფუნქციონირებს და მასში საქართველოში მოქმედი 20-მდე მსხვილი კომპანიაა ჩართული. „ბიზნეს ასისტენტი“ მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ სამართლებრივ დისტანციურ კონსულტაციას; სპეციალურ სივრცეს თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში; გასვლით მომსახურებას სასურველ მისამართზე თბილისის მასშტაბით.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა