ჩვენი მიზანი მომხმარებლებისთვის ნატურალური პროდუქციის შეთავაზებაა - „იონას საფუტკრე“
„იონას საფუტკრემ“, რომელიც თაფლსა და ფუტკრის პროდუქტებს აწარმოებს ასორტიმენტი გააფართოვა. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი იონათამიშვილმა განუცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ ჩვენი საწარმო დუშეთში მდებარეობს. ყოველთვის ვცდილობთ რეგიონის პროდუქცია გავაძლიეროთ და გლეხებსა და ფერმერებს დავეხმაროთ. პროდუქციის ასორტიმენტში დავამატეთ ფშავური მთის ყველი, ერბო და კარაქი. ჩვენი მიზანია, რომ რეგიონის ნატურალური პროდუქტები თბილისში მომხმარებლებს შევთავაზოთ “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
„იონას საფუტკრე“ მომხმარებლებს სხვადახვა სახეობის ჩირეულსაც სთავაზობს, რომლის მიმართაც მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.
„მომხმარებელთა მხრიდან ჩირებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ამ ეტაპზე ვამზადებთ ვაშლის ჩირს და ვაშლის ძმარს, რომლის 4 სახეობაც გვაქვს: ვაშლის ძმარი, ანწლის ძმარი, ღვინის ძმარი და თაფლის ძმარი. ვაშლი ჩვენი რაიონიდან, დუშეთიდან და ასევე თიანეთიდან მოგვაქვს. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა ზონა, რაც ნიშნავს იმას რომ ვაშლი საერთოდ არ იწამლება, არანაირი პრეპარატით. სწორედ ამიტომ ვცდილობთ, რომ პროდუქცია ჩვენი რეგიონიდან ავიღოთ.
ამ ეტაპზე გვაქვს ვაშლის, გარგარის, ატმის, თუთის, შავი ქლიავის, ლეღვის, პომიდვრის ჩირი, თეთრი ბლის და შინდის კერკი. გარდა ამისა, ამავე ხილებისგან დამზადებული ტყლაპი “, - აცხადებს გიორგი იონათამიშვილი.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიზანი მომხმარებლებისთვის ნატურალური პროდუქციის შეთავაზებაა. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეშიც, რომელიც მდებარეობს ბუდაპეშტის 11 ნომერში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.