მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩვენი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და საოჯახო ტრადიციების შენარჩუნებაა - Khashmi Winery

news image
mbc image

საოჯახო მეღვინეობა Khashmi Winery უკვე შვიდი წელია ქართულ ღვინის ბაზარზე ოპერირებს. კომპანიის საქმიანობის, განვითარების ხედვისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს Khashmi Winery-ის თანადამფუძნებელი, ხატია ლუკავა, ესაუბრა.

როგორ დაიწყო Khashmi Winery-ს ისტორია, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე?

Khashmi Winery 2018 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და არის საოჯახო მარანი, რომელიც შეიქმნა ოჯახის სიყვარულით ქართული მეღვინეობისა და ღვინისადმი. მარანი მდებარეობს ხაშმის მიკრო ზონაში, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული კლიმატითა და ნიდაგით, აგრეთვე ცნობილია მაღალი ხარისხის საფერავით. ოჯახური ტრადიციების, შრომისა და ხარისხზე მუდმივი ზრუნვის შედეგად, Khashmi Wainery დღეს მომხმარებლის მაღალი ნდობით სარგებლობს.

როგორია კომპანიის ამჟამინდელი ასორტიმენტი და რომელი ღვინოების მიმართ არის მომხმარებლის მხრიდან ყველაზე მაღალი ინტერესი?

⁠Khashmi Winery აწარმოებს, ორი სახეობის ღვინოს, რქაწითელს და საფერავს. განსკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ხაშმის საფერავი, რომელსაც აქვს დახვეწილი ჯიშური ბუკეტი და არომატების მდიდარი პალიტრა. ღვინო არის გაუფილტრავი და კარგად დაბალანსებული, მდიდარი სამკურნალო თვისებებით.

რა განასხვავებს Khashmi Winery-ს სხვა მეღვინეობებისგან და რას მიიჩნევთ თქვენს მთავარ კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ვართ საოჯახო მარანი, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თითოეულ დეტალს და ეტაპს, ვენახიდან ბოთლამდე. აღსანიშნავია, რომ მუდმივად ვინარჩუნებთ მაღალ ხარისხს.

რა ადგილი უჭირავს ღვინის ტურიზმს კომპანიის საქმიანობაში და როგორ ვითარდება ეს მიმართულება?

ღვინის ტურიზმი ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია, სტუმრებს ვმასპინძლობთ ოჯახურ გარემოში. ვაცნობთ ხაშმი მიკრო ზონის ვენახებს, ღვინის წარმოების პროცესს და ვთავაზობთ ღვინის დეგუსტაციას, რაც მათ ქართული ღვინის კულტურის უკეთ გაცნობაში ეხმარება.

როგორია Khashmi Winery-ს სამომავლო ხედვა და რა მიზნები აქვს კომპანიას?

ჩვენი მიზანია, Khashmi Wainery-ის კიდევ უფრო განვითარება, ხაშმის ღვინოების პოპულარიზაცია და საოჯახო მარნის ტრადიციების მომავალ თაობაზე გადაცემა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა