ჩვენი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და საოჯახო ტრადიციების შენარჩუნებაა - Khashmi Winery
საოჯახო მეღვინეობა Khashmi Winery უკვე შვიდი წელია ქართულ ღვინის ბაზარზე ოპერირებს. კომპანიის საქმიანობის, განვითარების ხედვისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს Khashmi Winery-ის თანადამფუძნებელი, ხატია ლუკავა, ესაუბრა.
როგორ დაიწყო Khashmi Winery-ს ისტორია, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე?
Khashmi Winery 2018 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და არის საოჯახო მარანი, რომელიც შეიქმნა ოჯახის სიყვარულით ქართული მეღვინეობისა და ღვინისადმი. მარანი მდებარეობს ხაშმის მიკრო ზონაში, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული კლიმატითა და ნიდაგით, აგრეთვე ცნობილია მაღალი ხარისხის საფერავით. ოჯახური ტრადიციების, შრომისა და ხარისხზე მუდმივი ზრუნვის შედეგად, Khashmi Wainery დღეს მომხმარებლის მაღალი ნდობით სარგებლობს.

როგორია კომპანიის ამჟამინდელი ასორტიმენტი და რომელი ღვინოების მიმართ არის მომხმარებლის მხრიდან ყველაზე მაღალი ინტერესი?
Khashmi Winery აწარმოებს, ორი სახეობის ღვინოს, რქაწითელს და საფერავს. განსკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ხაშმის საფერავი, რომელსაც აქვს დახვეწილი ჯიშური ბუკეტი და არომატების მდიდარი პალიტრა. ღვინო არის გაუფილტრავი და კარგად დაბალანსებული, მდიდარი სამკურნალო თვისებებით.
რა განასხვავებს Khashmi Winery-ს სხვა მეღვინეობებისგან და რას მიიჩნევთ თქვენს მთავარ კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ვართ საოჯახო მარანი, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თითოეულ დეტალს და ეტაპს, ვენახიდან ბოთლამდე. აღსანიშნავია, რომ მუდმივად ვინარჩუნებთ მაღალ ხარისხს.
რა ადგილი უჭირავს ღვინის ტურიზმს კომპანიის საქმიანობაში და როგორ ვითარდება ეს მიმართულება?
ღვინის ტურიზმი ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია, სტუმრებს ვმასპინძლობთ ოჯახურ გარემოში. ვაცნობთ ხაშმი მიკრო ზონის ვენახებს, ღვინის წარმოების პროცესს და ვთავაზობთ ღვინის დეგუსტაციას, რაც მათ ქართული ღვინის კულტურის უკეთ გაცნობაში ეხმარება.

როგორია Khashmi Winery-ს სამომავლო ხედვა და რა მიზნები აქვს კომპანიას?
ჩვენი მიზანია, Khashmi Wainery-ის კიდევ უფრო განვითარება, ხაშმის ღვინოების პოპულარიზაცია და საოჯახო მარნის ტრადიციების მომავალ თაობაზე გადაცემა.
სხვა სიახლეები
გორგია 28 წლისაა - სენსაციური ფასდაკლებები 2 ივლისიდან იწყება
01.07.2026.15:26
ბაზარზე წარმატებული ოპერირების 28 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით, „გორგიას“ ჰიპერმარკეტებსა და ონლაინ პლატფორმებზე მომხმარებლებს 78%-მდე ფასდაკლებები დახვდებათ. საიუბილეო შეთავაზებები ვრცელდება „გორგიას“ ყველა ფილიალში, 50 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტზე.
საიუბილეო კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ განსაკუთრებული ფასდაკლებებითა და სპეციალური შეთავაზებებით. „გორგიაში“ აცხადებენ, რომ დაბადების დღის კამპანია მომხმარებლების მიმართ მადლიერების გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა. მათი თქმით, კომპანიის განვითარებასა და გაფართოებას წლების განმავლობაში სწორედ მომხმარებელთა ნდობა და ერთგულება განაპირობებდა.
ფასდაკლებები კატეგორიების მიხედვით:
საყოფაცხოვრებო პროდუქცია — 75%-მდე;
განათება — 47%-მდე;
გათბობა/გაგრილება — 72%-მდე;
ავეჯი — 59%-მდე;
ტექნიკა — 78%-მდე;
ხელსაწყოები — 59%-მდე;
IKEA-ს პროდუქტები — 78%-მდე;
დეკორი — 69%-მდე;
აბაზანის კატეგორია — 59%-მდე;
კარები — 72%-მდე;
ფილები — 78%-მდე;
სამშენებლო მასალები — 78%-მდე;
სასახურავე მასალები — 38%-მდე.
28 წლის წინ, როდესაც „გორგია“ ბაზარზე გამოჩნდა, მისი მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის ყველაფრის ერთ სივრცეში შეთავაზება იყო. ეს ღირებულება დღესაც უცვლელია, თუმცა კომპანიის მასშტაბები და შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბაზარზე ოპერირების 28-ე წელს „გორგია“ არა მხოლოდ ინარჩუნებს საკუთარ იდენტობას, არამედ აქტიურად აფართოებს გეოგრაფიულ არეალს და ზრდის ფილიალების რაოდენობას.
სენსაციური ფასდაკლებები მოქმედებს როგორც „გორგიას“ ყველა ფილიალში, ასევე ონლაინ მაღაზიაში - GORGIA.GE-ზე და „გორგიას“ მობილურ აპლიკაციაში, სადაც მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტი შეთავაზება, ფასდაკლება და სიახლე დახვდებათ. გარდა ამისა, მხოლოდ აპლიკაციაში, 100 ლარზე ან მეტის შენაძენზე თბილისში, ბათუმსა და ყველა იმ ქალაქში, სადაც „გორგიას“ ფილიალია, ისარგებლეთ უფასო მიწოდებით.