ჩვენი მიზანი სწრაფი კვების რესტორნების ქსელად ჩამოყალიბებაა - ,,ღომი & ყველი“
„Ghomi & Kveli • ღომი & ყველის“ პროდუქცია თბილისში ორი ლოკაციიდან იყიდება, ბათუმშიც გვაქვს მიტანის სერვისი, ხოლო უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ საბურთალოს ფილიალის გახსნას“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ღომი & ყველის“ მმართველმა მენეჯერმა თენგო ბოლღაშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, პროდუქციის ადგილზე გასაყიდად ბათუმში „ღომი & ყველის“ რესტორნის გახსნაც იგეგმება. როგორც კომპანიის მმართველი მენეჯერი აცხადებს, „ღომი & ყველის“ გაყიდვების 95%-ზე ონლაინ გაყიდვებია.
„ჩვენი საერთო გაყიდვების 95%-ზე მეტი უკავია ონლაინ გაყიდვებს და ვგეგმავთ ამ თანაფარდობის შეცვლას. გვინდა რომ „ღომი & ყველი“ ჩამოყალიბდეს სწრაფი კვების რესტორნების ქსელად, სადაც დაგხვდებათ მარტივი მენიუ, მარტივი კერძები, ქართული გემოთი და პროდუქციით“, - აცხადებს თენგო ბოლღაშვილი.
„ღომი & ყველი“ დელივერი სერვისის ფარგლებში თანამონაწილეობს თითქმის ყველა კომპანიასთან. შეკვეთა შესაძლებელია ასევე კომპანიის ვებ-გვერდიდანაც.
„ვთანამშრომლობთ Glovo-სთან, Wolt-თან, Bolt-თან, ასევე მომხმარებელს შეუძლია ჩვენს საიტზე http://www.ghomidakveli.ge შეუკვეთოს პროდუქცია და მთელი თბილისის მასშტაბით მივაწვდით“, - ამბობს „ღომი & ყველის“ მმართველი მენეჯერი.
აღსანიშნავია, რომ „ღომი & ყველი“ გაიხსნა 2019 წლის დეკემბერში და უკვე 5 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, გაყიდვები ყოველწლიურად, მინიმუმ 15%-ით იზრდება.
მზარდი გაყიდვების ფონზე კი „ღომი & ყველი“ ფართოვდება და მთაწმინდის პარკში რესტორანს ხსნის.
„ვიზიტორებზე და ტურისტებზე გათვლა ახლა გვაქვს, ვხსნით ახალ ფილიალს მთაწმინდის პარკის ახალ სივრცეში. ეს იქნება პირველი რესტორანი „ღომი & ყველის“ მომხმარებლებისთვის, სადაც შესაძლებელი იქნება ადგილზე ვიზიტი, დასხდომა და ჩვენი პროდუქციის დაგემოვნება“,- ამბობს თენგო ბოლღაშვილი.
„ღომი & ყველის“ უმთავრესი მიზანი დღეისათვის სწრაფი კვების რესტორნების ქსელად ჩამოყალიბებაა.
„რეალურად ჩვენი მიზანია სწრაფი კვების რესტორნების ქსელად ჩამოყალიბდეს ჩვენი რესტორანი და ისეთივე მისაღები და ნაცნობი იყოს სწრაფი კვების ბაზარზე როგორც მსოფლიო გიგანტებია და ამ მიმართულებით ვაპირებთ განვითარებას. სურვილი გვაქვს, რომ არა მარტო საქართველოში არამედ ისეთ ქვეყნებში, სადაც ქართული სამზარეულო პოპულარულია, გვქონდეს რესტორნების ქსელი“, - აღნიშნავს „ღომი & ყველის“ მმართველი მენეჯერი.
დღეისათვის „ღომი & ყველის“ TOP 3 გაყიდვადი პროდუქტია: ღომი და ყველი, ღომი და ყველი ბაჟეთი და ღომი ხარჩოთი. ასევე ძალიან პოპულარულია „ღომი & ყველის“ დესერტები.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.