მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩვენი მიზანია, ბიზნესს გავუმარტივოთ კვალიფიციური კადრების მოძიება - openjobs.ge

news image
mbc image

დამსაქმებლებისთვის და სამუშაოს მაძიებლებისთვის ბაზარზე ახალი პლატფორმა გამოჩნდა.

openjobs.ge - არის დასაქმების ჭკვიანი ციფრული პლატფორმა, რომელიც ამარტივებს ურთიერთკავშირს დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის.

როგორც Business Insider Georgia-სთან  openjobs.ge-ს თანადამფუძნებელმა ხათუნა ბერიძემ განაცხადა,  საქართველოში, ყოველწლიურად საშუალო და დაბალი რგოლის სამუშაო პოზიციებზე ათასობით ვაკანსია ცხადდება.

„ბიზნესები ვაკანსიის გამოცხადების შემდეგ პერსონალის მოძიება/შერჩევისათვის განკუთვნილი დროის 76%-ს უშედეგოდ ხარჯავენ, კომპანიების 60%-ს კი ხელი ეშლება გამართულად ფუნქციონირებაში, განსაკუთრებით სავაჭრო - სარესტორნო სექტორს. ამ პრობლემების მოგვარების მიზნით შეიქმნა Openjobs.ge, რათა გავუმარტივოთ ბიზნესებს კვალიფიციური კადრების მოძიება“, - აღნიშნა პლატფორმის თანადამფუძნებელმა.

openjobs.ge-ს პორტალის მეშვეობით სამუშაოს მაძიებლებს, შეუძლიათ მარტივად გააგზავნონ განაცხადი სასურველ ვაკანსიაზე, მარტივად შექმნან cv, ეკონტაქტონ კომპანიებს პორტალზე ინტეგრირებული მესენჯერით და გაიარონ სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო კურსი თუ ტრენინგი.

„რაც მთავარია, გვინდა რომ ბიზნესებს გავუმარტივოთ პერსონალის მოძიებისა და შერჩევის პროცესი, ამიტომ ჩვენს პლატფორმაზე ვიყენებთ განსხვავებულ მიდგომებს რომელიც საგრძნობლად დააჩქარებს პერსონალის მოძიებისა და შერჩევის პროცესს. პორტალზე რეგისტრირებულ ბიზნესებს საშუალება ექნებათ გამოიყენონ ციფრული ასისტენტის მხარდაჭერა, რომელიც ბევრ სიურპრიზს შემოგთავაზებთ,  დამატებით ბიზნესებს ვთავაზობთ სარეკლამო მენეჯერის მხარდაჭერას, რომლის მეშვეობით უკვე თავად შეძლებენ მარტივად გაუშვან, დაგეგმონ და აკონტროლონ მარკეტინგული ღონისძიებები სხვადასხვა ციფრული წყაროებით“, - აღნიშნა ხათუნა ბერიძემ.

მისივე განმარტებით, საიტი 2024 წლის 7 აპრილს გაეშვა და  openjobs.ge-ზე უკვე 70 მდე ვაკანსიაა განთავსებული და თანამშრომლობა ხდება 30-მდე კომპანიასთან.

„რაც შეეხება სამუშაოს მაძიებელთა გამოხმაურებას, ჩვენს პორტალს ყოველდღიურად 2 ათასი ადამიანი სტუმრობს, რაც ჩვენთვისაც სასიხარულო ამბავია, ასევე გვახარებს ის ფაქტიც რომ ყოველდღიურად საშუალოდ 128 რეზიუმე იგზავნება ჩვენი საიტის დახმარებით, ჩვენ ვერ ვახორციელებთ ზარების მონიტორინგს, თუმცა შემიძლია თამამად ვთქვა რომ ამ კუთხითაც კარგი მაჩვენებელი იქნება“, - აცხადებს  openjobs.ge-ს თანადამფუძნებელი.

ხათუნა ბერიძის თქმით, პორტალზე ამ წუთისათვის ყველაზე მეტი ვაკანსია განთავსებულია ვაჭრობა/დისტრიბუციის სექტორში.

„საწყის ეტაპზე ჩვენ გვსურს დავეხმაროთ ბიზნესებს საშუალო და დაბალი რგოლის სამუშაოს პოზიციების შევსებაში, რაც საკმაოდ რთული სამუშაოა“, - ამბობს  openjobs.ge-ს თანადამფუძნებელი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა